რის გაკეთებას გვირჩევენ ვარდის მწარმოებლები, თუ ვარდი დაჭკნა

661

გაზაფხული დადგა და ხედავთ, რომ თქვენი საყვარელი ბუჩქი ავად გახდა. იქნებ არასწორად შეფუთეთ? ძალიან ადრე ან ძალიან გვიან გახსენით? კითხვები ბევრია, ხოლო რა უნდა გააკეთოთ გაუგებარია. თუ თქვენი ვარდი გაზაფხულის შემდეგ გრძნობაზე ვერ მოვიდა, ეს სტატია თქვენთვისაა.

ვარდი გაზაფხულის შემდეგ

ბევრი ვარდის მწარმოებელი ზამთარში ბუჩქებს ფუთავს. ეს განსაკუთრებით უთოვლო ზამთარში უნდა გააკეთოთ. ვარდი თავს ცუდად გრძნობს, თუ არასაიმედოდ შეფუთულია.

თუ შეფუთვას ძალიან ადრე და სწრაფად მოხსნით, მცენარე სწრაფად ადაპტირებას ვერ შეძლებს. თუ შეფუთვას ძალიან გვიან მოხსნით, ის გადახურდება და დალპება.

რაც არ უნდა იყოს, შეცდომის შედეგებს იმწამსვე დაინახავთ. ღეროები სულ დალაქავებულია, ადგილ–ადგილ გაშავებული, ყლორტები კი ობით დაფარულია.

როგორ დავეხმაროთ ყვავილს

თავდაპირველად რევიზია ჩაატარეთ და ზარალი შეაფასეთ. ყველა ღერო და ტლორტი, რომელიც გამუქებული, ობით დაფარულია ან მასზე წითელი ლაქებია, უნდა მოაშოროთ. თითქმის ძირამდე გადაჭერით.

მწვანე და ღია ყავისფერ ტოტებს შეგიძლიათ არ შეეხოთ მაშინაც კი, თუ კარგად არ გამოიყურება. ცოტა ხანში ის გონზე მოვა.

საერთოდ, ვარდი ძალიან ამტანი მცენარეა. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ახალი ყლორტები აგვისტოში ჩნდება, ამიტომ ყვავილს თვითაღდგენისთვის დრო სჭირდება. თუ ბუჩქიდან მხოლოდ ფესვის ნაწილი გადარჩა, უკვე მომავალ წელს ყვავილებს მიიღებთ.

როგორ გავკურნოთ დარჩენილი ვარდი

თუ დაგრჩათ ტოტები მცირე ობის ლაქებით ან ნაკაწრებით, შეგიძლიათ არ გადაჭრათ. მათ მცენარისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ანტისეპტიკური ხსნარით განკურნავთ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპილენძის სულფატი, კალიუმის პერმანგანატი, ნაყიდი ფუნგიციდები, უბრალო დიასახლისის საპონი.

გახსოვდეთ, რომ ვარდი მხოლოდ დილით ან საღამოს უნდა დაამუშაოთ ან ღრუბლიან ამინდს დაელოდოთ. ზოგიერთი ნივთიერება მზეზე რეაქციაში შედის და შეიძლება მცენარე დაწვას.

სანამ ვარდს მკურნალობთ, მასზე ჩვეული მეთოდით იზრუნეთ. მორწყვა, გამოხშირვა, სარეველების მოშორება, სასუქის მიწოდება. შეგიძლიათ მულჩირება გაუკეთოთ, ანუ ბუჩქის ირგვლივ ხმელი ბალახის სქელი ფენა შექმნათ. ის ყვავილს დაავადებებისა და მავნებლებისგან დაიცავს.

თუ რაღაც არ გამოგივიდათ, არ იდარდოთ და ბუჩქებს აღდგენის დრო მიეცით. ვარდი ძალიან მებრძოლია, ამიტომ ზოგჯერ მოთმინება გჭირდებათ, სანამ ის თავს უკეთ იგრძნობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს