გავრცელებული მითები კუროს ხასიათის შესახებ

0
1133

როგორც ზოდიაქოს სხვა ნიშნებს, კუროს ბევრ ისეთ თვისებას აწერენ, რაც მას არ ახასიათებს.

რთული სათქმელია, ასე რატომ ხდება. შესაძლოა, ბევრი საეჭვო წყაროს გამოჩენით ან რადიკალურად განსხვავებული ინფორმაციით წარმოქმნით, რაც აუცილებლად გარკვეულ გაუგებრობას და ცდომილებას იწვევს. შესაძლოა, ეს საზოგადოებაში კუროს ქცევის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია.

ნებისმიერ შემთხვევაში კუროს ზოგიერთი მცდარი დახასიათება ძალიან უსამართლო და უსაფუძვლოა. სწორედ ამიტომ „პაპარაციმ“ კუროსთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული მცდარი მითების გაქარწყლება გადაწყვიტა.

კუროს ხასიათი

1. სიფიცხე

გავრცელებული აზრის მიუხედავად, კუროს სხვებზე უკეთ შეუძლია ემოციების გაკონტროლება. ასე რომ, სიფიცხე მისი თვისება ნამდვილად არაა.

თუ საპირისპიროში დარწმუნდით, გამოდის, კუროს მაშინ შეხვდით, როცა ის რთულ პრობლემას აგვარებდა ან მისთვის მნიშვნელოვან სფეროში მარცხი განიცადა.

თუმცა ცხოვრების რთულ პერიოდში კურო უფრო ჩაკეტილი და განცალკევებული იქნება, ვიდრე სხვებზე გაბრაზებული.

სხვა დროს კურო ერთ–ერთი ყველაზე სასიამოვნო და მეგობრული თანამოსაუბრეა.

2. ეჭვიანობა

ითვლება, რომ ეჭვიანობა კუროს ყველაზე ცუდი თვისებაა. თუმცა ღირს კი ამის განხილვა, თუ მსგავსი დახასიათება გაუმართლებელია?

კურო საყვარელ ადამიანს ნამდვილად ეჯაჭვება, განსაკუთრებით მეორე ნახევარს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კურო ურთიერთობებში მუდმივობისა და უსაფრთხოებისკენ მიისწრაფვის. თუმცა ეს არ ახასიათებს მას, როგორც ეჭვიანს. ასე არაა?

მას, ვინც ცხოვრების კუროსთან დაკავშირება გადაწყვიტა, შეგიძლიათ მიულოცოთ. ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ხომ სიყვარულს და სითბოს გაზიარება ისე შეუძლია, როგორც სხვა არავის.

3. სიზარმაცე

ბევრი კუროს პასიურობას სიზარმაცედ აღიქვამს, თუმცა ეს თვისება მას არ ახასიათებს.

გადაწყვეტილების მიღებასა და მოქმედებებში სინელე უფრო უნდა განიხილოთ, როგორც მიზანმიმართული სიფრთხილე და არა სიზარმაცე.

ის საეჭვო თავგადასავლებში არ ჩაერთვება, თუ ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. თუმცა, თუ საქმე ამად ღირს, კუროს რისკზე წასვლა შეუძლია.

სინამდვილეში კურო ერთ–ერთი ყველაზე შრომისმოყვარე ნიშანია. ამის საჩვენებლად მას უფრო მეტი დრო და პირადი სივრცე სჭირდება.

შესაძლოა, კუროსთან დაკავშირებული სხვა მითებიც იცით, რას ფიქრობთ, ისინი ერთად რომ გავაქარწყლოთ? ამ საკითხზე თქვენს კომენტარებს მოუთმენლად ველოდები.