მხოლოდ ერთი ოქროს წესი და ტანსაცმელი ფიგურას იდეალურად მოუხდება

1038

ყველა ქალი განსხვავებულია. თითოეულ ლამაზმანს ფიგურის უნიკალური ღირსება და ნაკლი აქვს. თუმცა, იდეალური ლუქის წესი ერთია – აუცილებელია პროპორციის დაცვა. ალბათ, შეამჩნევდით, რომ მოკლე ფეხებიანი ან ფართომხრებიანი ქალი უფრო გამხდარი და გრძელფეხება ჩანს, ეს კი იმიტომ, რომ იგი სწორად ატარებს “ზედა” და “ქვედა” ტანსაცმელს.

პროპორციის წარმატებულად დაცვის საერთო წესი – ოქროს კვეთა, იგივე 1:1,618 პროპორციაა. თუ მათემატიკას არ ჩაუღრმავდებით, ეს ის პროპორციაა, რომელიც ბუნებაში ყველგან გვხვდება. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ იყენებენ სტილისტები ამ წესს პრაქტიკაში.

როგორ ჩავიცვათ სწორად

რაც უფრო ახლოსაა რაღაც ოქროს კვეთასთან, მით უფრო მიმზიდველად გვეჩვენება ჩვენ იგი. ოქროს კვეთას ინტუიტურად იყენებდნენ მხატვრები და სკულპტორები ჯერ კიდევ მანამდე, სანამ იგი სახელწოდებას მიიღებდა. თუ ქალის მოდასა და ლუქზე ვისაუბრებთ, სხეულის ზედა და ქვედა ნაწილის 1:2 პროპორცია გაცილებით უფრო ლამაზია, ვიდრე 1:1.

უკვე დიდი ხანია არაა საიდუმლო, რომ სწორედ ფეხების სიგრძეა მიმზიდველობის ინდიკატორი. კვლევების მონაცემებით, ეს კანონზომიერება ვრცელდება მამაკაცებზეც. ამიტომ, საჭიროა წელის ხაზის ცოტათი ამაღლებული კაბის სერჩევა, ხოლო ზედები, ტოპები და სვიტრები შარვალში ან კაბაში უნდა ჩაიტანოთ.

თუ ქალს პირობითად დავყოფთ სამ თანაბარ ნაწილად სიგრძეში, 2/3 უნდა მოდიოდეს ქვედა ნაწილზე, ხოლო 1/3 – ზედაზე. თქვენი ზომის, შარვის, კაბის ან ქვედა-ბოლოს სიგრძის მიუხედავად, “მესამედის წესი” უფრო მომგებიანად გამოიყურება.

უნდა აღინიშნოს, რომ არაა აუცილებელი მაღალწელიანი შარვლებისა და კაბების არჩევა. იდეალური პროპორციების შექმნა ჟაკეტის ან ქამრის გამოყენებითაც შეიძლება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ გრძელ ჟაკეტებს ანიჭებთ უპირატესობას, დატოვეთ ისინი გახსნილი ან უბრალოდ მოიგდეთ მხრებზე. ლუქში უნდა იყოს ერთი ხაზი, რომელიც ვიუზალურად ყოფს თქვენს ფიგურას 1/3-სა და 2/3-ზე: ქამარი, შარვალსა და ზედას შორის დანაყოფი ან ნაკერი.

ყოველთვის გახსოვდეთ ამ წესის შესახებ, ტანსაცმლის შერჩევის ან ლუქის წარმოდგენის დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს