სახის ყვითელი პილინგი სახლის პირობებში: ეფექტური და მარტივი პროცედურა

0
669

ყვითელი პილინგი დღეისათვის ძალიან პოპულარული კოსმეტიკური პროცედურაა. მას ასე იმ ნიღბის ფერის გამო ეძახიან, რომელსაც სახეზე ისვამენ. თუმცა, ეს მხოლოდ ხალხური სახელია. რეალურად, კოსმეტოლოგებში ამ პროცედურას რეტინოლური პილინგი ეწოდება.

ნამდვილად, პროცედურას სამკურნალო და ესთეტიკური ეფექტი აქვს სახეზე. საქმე ისაა, რომ პრეპარატები, რომლებიც ყვითელი პილინგისთვის გამოიყენება, შეიცავს რეტინოლის მჟავას. ესაა A ვიტამინის ნაწარმოები ფორმა, რომელიც ააქტიურებს სისხლის მიმოქცევისა და აქერცლვის პროცესებს. ასე ახლდება უჯრედები დერმაში, რაც დადებითად მოქმედებს მის მდგომარეობაზე. ჩვენ გეტყვით, როგორ ჩაატაროთ პროცედურა სახლის პირობებში, მხოლოდ ნატურალური პროდუქტების გამოყენებით.

ყვითელი პილინგი სახლის პირობებში

ყვითელი პილინგის პროცედურას მარტივად ჩაატარებთ სახლის პირობებში. ეფექტი შესანიშნავია: ქრება წვრილი ნაოჭები, თანაბრდება სახის ოვალი, გლუვდება კანი. თუ პიგმენტური ლაქები გაქვთ, ისინი ნაკლებად შესამჩნევი გახდება. გარდა ამისა, სახე გაახალგაზრდავდება, სასიცოცხლოდ აუცილებელი კოლაგენის გამომუშავების სტიმულირების შედეგად.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩ.კ. მშრალი ჟელატინი
  • 0.5 ჩ.კ. ფქვილი
  • 0.5 ჩ.კ. თეთრი ღვინის ძმარი
  • წყალი

მომზადება

  1. დაასხით ჟელატინს 4 ჩ.კ. მდუღარე წყალი და მოურიეთ. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, მუდმივად ურიეთ.
  2. დაუმატეთ ჟელტაინს ძმარი, ფქვილი, კვერცხის გული და 1 ჩ.კ. ცივი წყალი. მოურიეთ.
  3. შედგით მასა მაცივარში 20 წუთით.

გამოყენება

  1. წაისვით ნიღაბი თხელ ფენად სახესა და კისერზე 10 წუთით.
  2. თუ პროცედურას პირველად აკეთებთ, პილინგი არაუმეტეს 7 წუთით გაიჩერეტ.
  3. კარგად ჩამოიბანეთ მასა სუფთა წყლით.
  4. წაისვით კანზე ტონიკი ან ლოსიონი.
  5. დაელოდეთ რამდენიმე წუთით და დაიტენიანეთ კანი კრემით.

სახის ანტიასაკობრივი პილინგის გამოყენება რეკომენდებულია ორ კვირაში ერთხელ. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ კანის გაწმენდა ნიღბის წასმამდეც. პროცედურის შემდეგ კი ნაკლებად გაჩერდით მწველ მზეზე, აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები, არ მიმართოთ სკრაბებსა და დეკორატიულ კოსმეტიკას.