ჭკვიანი დიასახლისი სახის კანს დღეში მინიმუმ 1.5 საათს მაინც უთმობს. ეს შეიძლება იყოს პილინგი, ნიღაბი, მასაჟი ან პროცედურათა მთელი კომპლექსი. მსგავსი ინვესტიციები საკუთარ თავში სილამაზისა და ახალგაზრდობის წინაპირობაა. ამასთან, ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების შეძენა საჭირო არაა. თქვენ შეგიძლიათ, მაგალითად, გამაახალგაზრდავებელი თვალის საფენები მოამზადოთ, სახლის პირობებში.
თვალის პატჩები სახლის კოსმეტოლოგიის სამყაროში სიახლეა. ისინი ერთგვარ პლასტირებს ჰგავს, რომლებიც გაჟღენთილია სასარგებლო ნივთიერებებით. შეძენილ პროდუქტში ნატურალურ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით ვერ იპოვით. დღეს ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა მოამზადოთ ლიმონის პატჩები საკუთარი ხელით. თქვენ არ უნდა გაეჭვებდეთ შემადგენლობა, რომელსაც საკუთარ კანს ანდობთ.
ლიმონის წვენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტია სახლის პირობებში მომზადებული კოსმეტიკური საშუალებებისთვის. დიახ, სპეციალისტები გვირჩევენ მის გამოყენებას როგორც შინაგანად, ისე გარეგანადაც. ლიმონის პატჩები მოგაშორებთ იხვის თათებსა და მიკრონაოჭებს თვალების გარშემო, აგრეთვე, მნიშვნელოვნად გააღიავებს კანს. ამრიგად, სულ რამდენიმე პროცედურის შემდეგ, თვალქვეშ ლურჯი წრეები წარსულს ჩაბარდება.
ლიმონის პატჩების დასამზადებლად, აიღეთ რამდენიმე ბამბის დისკი და დაჭერით რკალებად. კარგად ჩაალბეთ ისინი ლიმონის წვენში და დაიწებეთ თვალის ზონაში იქ, სადაც ნაოჭებს ხედავთ. გაიჩერეთ პატჩები 5-15 წუთით, სანამ ჩხვლეტას არ იგრძნობთ.
თუმცა, სანამ პატჩებს თვალის გარშემო მგრძნობიარე კანზე წაისვამთ, შეამოწმეთ მისი რეაქცია ლიმონის წვენზე. ასე შეძლებთ ალერგიული რეაქციის თავიდან აცილებას. პროცედურის დასრულების შემდეგ, მოიშორეთ პატჩები და ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით. საპონი და გამწმენდი საშუალებები ჯერჯერობით არ გამოიყენოთ.
დატენიანება პროცედურის შემდეგ
შემდეგ დაჭერით მაცივარში ჩაცივებული კიტრი თხელ ნაჭრებად. დაიდეთ პატჩების ადგილას. გაიჩერეთ 15 წუთით. ამ დროში იგი კანს დაატენიანებს და დაამშვიდებს. მოიშორეთ კიტრები და წაისვით თვალქვეშა კანზე ტონიკი. წაისვით ქუთუთოების ნებისმიერი კრემი.
გაიმეორეთ პროცედურა ყოველ მეორე დღეს, 1 კვირის მანძილზე, თვეში ერთხელ. ნატურალური პილინგი კარგად აღიავებს კანს, ნაოჭებს თითქმის აუფერულებს. შედეგად, მიიღებთ კარგად დატენიანებულ, აბრეშუმისფერ და თანაბარ კანს.