პომიდვრების დამწიფება: როდის მოვკრიფოთ და რით დავამუშავოთ

0
573

პატარა რომ ვიყავი, მშობლებს ხშირად დავყავდი აგარაკზე. მართალია, ნაკვეთი პატარა იყო, მაგრამ შრომა ნამდვილად მიხდებოდა. მოსავლის აღება ყველაზე მეტად მიყვარდა! კენკრა, ბოსტნეული, ხილი – ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

პომიდვრებს კლასიკურად ვკრეფდით: ჯერ კიდევ მომწვანო-მოწითალო ნაყოფს ვკრეფდით და ვინახავდით დამწიფებამდე. ადრე ეს ჯადოქრობად მიმაჩნდა – მწვანე წითლდებოდა. ახლა კი ვიცი, როგორ დავაჩქარო პომიდვრის დამწიფება და რატომ არ უნდა მოვკრიფო ნაყოფები ნაადრევად.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ მიწათმოქმედს სურს, პირდაპირ ბუჩქიდან მოკრიფოს მწიფე პომიდვრები. ეს არც ისეთი მარტივია, თუ გავითვალისწინებთ კლიმატს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და დაავადებებს.

მოსავლის წინასწარ აღება საიმედო მეთოდია. თუმცა, ყველამ იცის, რომ სახლის პირობებში დამწიფებისას, ნაყოფი ვერ ივსება იმ ელემენტებითა და მზის სხივებით, რომლებიც ბოსტნეულს გემოსა და არომატს აძლევს.

პომიდვრის დამწიფება

ახლა მეც ვიცი, რომ პომიდვრები, როგორც სხვა ბევრი ხილი და ბოსტნეული, ეთილენს მოკრეფის შემდეგაც გამოყოფს. ბანანისა და ვაშლის მსგავსად, პომიდორიც გამოყოფს გზას, რომელიც მათ მოკრეფის შემდეგ დამწიფების საშუალებას აძლევს. აი, ამიტომაც უნდა შეინახოთ ბანანები ცალკეულად და არა ასხმებით.

მოკლედ, როგორც უკვე ვთქვი, არე მოკრეფილი პომიდორი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ნაყოფებს, რომლებიც დამწიფების შემდეგ მოიკრიფა. შეგიძლიათ, ასეთი ნაყოფი ზაფხულის მანძილზე მცირე რაოდენობით კრიფოთ. თუმცა, თუ ხვდებით, რომ საღამოობით ცივა, მოსავალი კი ჯერ კიდევ არ დამწიფდა, მოქმედების დროა!

როგორც კი ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაიწყებს დაცემას, სათბურებსა და ღია ნიადაგში იწყება ფიტოფტოროზის განვითარება. ნაყოფი წყვეტს ზრდასა და დამწიფებას.

როცა მიხვდებით, რომ დრო მოახლოვდა, მწვანე პომიდვრები კი ჯერ კიდევ ბუჩქზეა, ნუ იჩქარებთ მათ მოკრეფას. წადით აფთიაქში და შეიძინეთ უბრალო იოდი! სწორედ იგი ასტიმულირებს თქვენი მოსავლის ზრდასა და დამწიფებას. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.

  • გააზავეთ 30 წვეთი იოდი 10 წყალში. ხსნარი მზადაა.
  • თითოეულ ბუჩქს მჭიდროდ შემოახვიეთ ქვემოდან სპილენძის მავთული, მიწიდან 3-4 სმ დაშორებით. ამგვარად, თქვენ შეამცირებთ სასარგებლო ნივთიერებების დინებას ფესვებისკენ და ისინი, მეტწილად, თავს ნაყოფებში მოიყრის.
  • მოჭერით ქვედა ფოთლები, პომიდვრებს ძალას რომ არ ართმევდნენ.
  • შეაშხეფეთ ბუჩქებს იოდის ხსნარი.

იოდის გამოყენება კარგია იმითაც, რომ იგი ხელს უშლის ფიტოფტორის განვითარებასაც. ამრიგად, თქვენ კიდევ ცოტა დროს უგებთ პომიდვრებს. დამწიფების პროცესი მნიშვნელოვნად აჩქარდება, და თქვენც არ დაგჭირდებათ იმაზე ფიქრი, სად წაიღოთ მწვანე პომიდვრები და ელოდოთ, სანამ მთლიანად არ დამწიფდება.

აგრეთვე, რეკომენდებულია ხახვის კანის სასუქის გამოყენებაც, მოსავლის სწრაფად  მისაღებად. ამისთვის, შეაგროვეთ ნახევარლიტრიანი ქილით ხახვის კანი და ხარშეთ 4 ლ წყალში 15 წუთით. გააგრილეთ ნახარში მეორე დღემდე. მიღებული კონცენტრატი გააზავეთ 1:6 თანაფარდობით წყალთან და გამოიყენეთ ბუჩქებზე შესაშხეფებლად.

ამ მეთოდის მშვენიერება იმაში მდგომარეობს, რომ იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც მცენარის, ისე ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მეტიც, მე ასეთი პომიდვრები უფრო მომწონს – ნაყიდს ვერც კი შევადარებ! მართალია, ეს ხერხი ძველია, მე მის შესახებ ახლახან გავიგე და მაშინვე გაგიზიარეთ.

თქვენ იცოდით ასეთი ხრიკის შესახებ? რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინი?