მოჰიტო! მაგრად ჟღერს, მაგრამ კლასიკური ვარიანტით მომზადებული ყველასთვის არ შეიძლება. ჩვენ კი ბევრი ხურტკმელი გვაქვს. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ შანსი და ზამთრისთვის მოვიმარაგოთ? ამასთან ეს ჟღერადი სიტყვა და ხურტკმელი გავაერთიანოთ? ძალიან მარტივად! ჩვენ შესანიშნავი მეთოდი გვაქვს, თუ როგორ მოვამზადოთ კომპოტი „მოჰიტო“ ხურტკმელით და პიტნით.
„პაპარაცის“ რედაქციამ ახლახანს გასინჯა. ვინაიდან ჯანსაღი ცხოვრების წესს მივსდევთ ნამდვილი მოჰიტო ჩვენთვის უკუჩვენებულია. აი, ეს ლამაზი სასმელი კი შეგვეფერება. დარწმუნებული ვართ, თქვენც არ ინანებთ!
მოჰიტოს კომპოტი ხურტკმელით და პიტნით
არ ღირს ფერზე მიჩვევა და ყველაფრის ისე გაკეთება, როგორც წიგნებში წერია. ხურტკმელი არა მხოლოდ მწვანე, არამედ წითელი ფერისაც არსებობს. ჩვენი გამოცდილებით წითელ ხურტკმელს უფრო უხდება ფორთოხალი, ხოლო მწვანეს ლიმონი. რა თქმა უნდა, გემო განსხვავდება. მოკლედ, ამ მოჰიტოს წითელს ვუწოდებთ. აი, რეცეპტი, რომელიც ერთ სამლიტრიან ქილაზეა გათვლილი.
ინგრედიენტები:
- 400 გრ ხურტკმელი
- 300 გრ შაქარი
- ნახევარი ლიმონი
- 2-3 პიტნის ტოტი
მომზადება:
- ხურტკმელთან რაიმე განსაკუთრებული მოქმედების შესრულება არ გჭირდებათ. გამდინარე წყალში გარეცხეთ, საწურზე მოათავსეთ და წყალს დაწურვა აცადეთ. სუფთა ქილა მდუღარე წყლით დაამუშავეთ. ყველაფერი ისე, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში.
- ხურტკმელი ქილაში ჩაყარეთ, შაქარი, ლიმონი და პიტნა დაუმატეთ. ცოტა შაქარი არ დაუმატოთ, რომ ჩვეულებრივი კომპოტი არ მიიღოთ. სჯობს შემდეგ წყალში გააზავოთ.
- ქილაში მდუღარე წყალი ჩაასხით და იმწამსვე თავსახურით მოხუფეთ. თავსახური წინასწარ მდუღარე წყალში უნდა გააჩეროთ. ქილები გვერდზე გადააბრუნეთ და აქეთ–იქეთ აგორავეთ, რომ შაქარი კარგად გაიხსნას. შემდეგ ყველაფერი ისე, როგორც ჩვეულებრივ.
რედაქციისგან
ეს კომპოტი უპრეტენზიოა და შეგიძლიათ ოთახის ტემპერატურაზე მთელი ზამთარი მშვიდად შეინახოთ. მაგრამ დიდხანს რატომ უნდა ელოდოთ? შინაურული მოჰიტო წყურვილს ახლაც შესანიშნავად მოკლავს. აგვისტოში განსაკუთრებით აქტუალურია! სწორედ ამიტომ ცოტა ყინულის დამატება არ დაგავიწყდეთ!
მოჰიტოს კომპოტი ხურტკმელით და პიტნით შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრაზე გაიტანოთ, მას სათანადოდ დააფასებენ! აუცილებლად მოგვწერეთ, თუ თქვენ როგორ ამზადებთ ხურტკმელის კომპოტს.