ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის საკუთარი თავის შეცნობის, თავისი პიროვნების ყველა ასპექტის გახსნის, სულის ბნელ, უკაცრიელ მხარეებზე სინათლის მოფენისკენ. უნგრელმა ფსიქიატრმა, ლეოპოლდ სონდიმ შეიხედა იმ ფარდის მიღმა, რომლის უკანაც ჩვენი დემონები იმალებიან.
ერთხელ, მან აღმოაჩინა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ერთნაირი სულიერი აშლილობა აქვთ, ერთმანეთი მოსწონთ. საქმე ისაა, რომ ავადმყოფები გაუაზრებლად განსაზღვრავენ ერთგვარ მსგავსებას სახის ნაკვთებს შორის და ადამიანებს ახარისხებენ სიმპათიურ ან არასიმპათიურ ინდივიდებად. სწორედ ეს თავისებურება უდევს სათავედ სონდის პორტრეტულ ტესტს.
ილუსტრაციისთვის, ფსიქიატრმა აიღო თავის პაციენტთა 48 ფოტო და 6 ბარათზე დააჯგუფა. თითოეულ მათგანზე არის პორტრეტები, რომელთა დახმარებითაც შეიძლება იმის გაგება, თუ რომელი ფსიქიკური აშლილობა ემუქრება ან აქვს ადამიანს.
ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სონდის ტესტის შემოკლებულ ვარიანტს. დააკვირდით ამ 8 ფოტოს და აირჩიეთ ადამიანი, რომლის გარეგნობაც ყველაზე მეტად გაშინებთ ან გეზიზღებათ.
სონდის ტესტის შედეგები
1. სადისტი
დიდი ალბათობით, ავტორიტარული პიროვნების ჩანასახს ახშობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლებისა და სხვების დაქვემდებარებისკენ მიისწრაფვით. თუ ამ ადამიანის ფოტო აირჩიეთ, თქვენი ქვეცნობიერი ცდილობს, გარშემომყოფებისადმი დესპოტური დამოკიდებულება შეამციროს ან დამალოს.
რეალურად, მშვიდობის მოყვარული ადამიანი, ბუნებით ლიდერი ხართ, რომელსაც კოლექტივში ავტორიტეტი გააჩნია. ხანდახან, კონფლიქტი გაქვთ უფროსობასთან, რადგან თქვენი მართვა ძალიან რთულია. ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შექმნა ან ამის მცდელობა თქვენი ღირსებაა. როცა უსიამოვნებები გაქვთ, დინების მიმართულებით ცურვას ირჩევთ. სწორედ ესაა ყველა თქვენი პრობლემის ძირითადი წყარო.
2. ეპილეპტიკი
თუ ეს მამაკაცი გეხამუშებათ, თქვენში აუხსნელი აგრესია და სიბრაზე იმალება. გარდა ამისა, ეს თქვენთვის მოსჯილ იმპულსურობასა და გაღიზიანებადობაზეც მეტყველებს. თუმცა, ამ გრძნობების გამოვლინება ჯერ კიდევ ბავშვობაში მიაყუჩეთ.
ახლა თქვენ ყველა გიცნობთ, როგორც დიდსულოვან, გაწონასწორებულ და ემოციურად სტაბილურ პიროვნებას. თქვენთან სიამოვნებით ურთიერთობენ, მეგობრობენ. ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობითა და დიდი ენთუზიაზმით უდგებით.
3. კატატონიკი
ავადმყოფური წარმოსახვები და ნეგატივიზმი – ეს ამ ფსიქიკური აშლილობის განმასხვავებელი ნიშნებია. ასეთი სინდრომის დროს, კატატონიკისთვის შინაგანი განცდები უფრო მკვეთრი და სასიამოვნოა, ვიდრე დაავადებული ჩვეულებრივ ცხოვრებაში განიცდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი კარგავს კავშირს რეალობასთან, ჰიპერაქტიური წარმოსახვის გამო.
თქვენ იცავთ კონსერვატიულ შეხედულებებს, არ გიყვართ ცვლილებები და სიახლეები. რთულად ენდობით სხვებს – ეს თქვენი სიმორცხვისა და შებოჭილობის ბრალია. ყოველთვის ქცევათა ჩვეულ ხაზებს მიჰყვებით, გეშინიათ გზიდან გადახვევის.
4. შიზოფრენიკი
შესახვევში ამ ქალთან შეხვედრას არ ისურვებდით? ესე იგი, ბავშვობაში თქვენ ახშობდით აპათიას, განურჩევლობასა და აღრეულ ემოციებს. შიზოფრენიკებისთვის დამახასიათებელია ჩაკეტილობა, მოქმედების უუნარობა, ურთიერთობის სირთულეები და იდუმალება.
რეალურად, თქვენი ხასიათი გამოირჩევა მეგობრულობით, კომუნიკაბელურობით, გულწრფელობით. არ გიყვართ დროის მარტო გადატარება, უპირატესობას ანიჭებთ დიდ შეკრებებს. თუმცა, სულის სიღრმეში იაზრებთ, რომ თქვენი ურთიერთობა გარშემომყოფების მიმართ ხელოვნურია, თავისუფლად შეძლებდით მათ გარეშე ყოფნასაც.
5. ისტერიკი
ისტერიკულ აშლილობას თან ახლავს ემოციური არასტაბილურობა, ნარცისიზმის, დაუფიქრებლობისა და ექსჰიბიციონიზმის სინდრომები. თუ ამ ქალის გამოსახულება აირჩიეთ, შინაგანად იწვით ნებისმიერი გზით ყურადღების მოქცევისა და თვითდამკვიდრების სურვილით.
თქვენი დახასიათება შეიძლება სულიერ, მორცვ, საკმაოდ პრინციპულ ადამიანად. გინდათ, მოსწონდეთ გარშემომყოფებს, საგულდაგულოდ უვლით გარეგნობას, ცდილობთ, მიჰყვეთ მოდას. ჩვეულებრივ, ამ ტიპის ადამიანები ორიგინალურ გართობებსა და უჩვეულო პროფესიებს ირჩევენ.
6. დეპრესიული ადამიანი
თუ ეს ქალი არ მოგწონთ, მიდრეკილი ხართ დეპრესიისკენ, რომელსაც თქვენი ქვეცნობიერის სიღრმეებში სძინავს. პრაქტიკულად, ყველასთვის ცნობილია ამ მდგომარეობის დამახასიათებელი ნიშნები: დაქვეითებული თვითშეფასება, კომპლექსები, შფოთვისა და დანაშაულის შეგრძნება.
რეალურ ცხოვრებაში, ყველაფერი სხვაგვარადაა. მსუბუქი, უდარდელი ადამიანი ხართ, მისდევთ ცხოვრების აქტიურ წესს და გარშემომყოფებს პოზიტივით ავსებთ. ხანდახან, მელანქოლიას, ჩაკეტილობასა და ეჭვიანობას ეწევით. დეპრესიული სიმპტომების დასამალავად, ყველა ნაცნობის ფსიქოლოგის როლს ასრულებთ.
7. მანიაკი
მანიაკობას თან ახლავს მეტისმეტი აგზნებადობა, მომატებული თვითშეფასება, თავგუნებობა და ზეემოციურობა. თუ ეს ფოტო აირჩიეთ, თქვენში მანიაკი იმალება.
ცხოვრებაში იმ ტიპის ადამიანებს მიეკუთვნებით, რომლებსაც ჩრდილში დარჩენა ურჩევნიათ, ერიდებით პროვოკაციებსა და კონფლიქტებს, აგრეთვე, ეწინააღმდეგებიან ხმაურიან წვეულებებსა და ნებისმიერი სახის პირფერობას. თქვენ საღად აზროვნების ჭეშმარიტი მაგალითი ხართ.
8. პიროვნების გაორება
თუ ერთხელ მაინც გქონიათ გრძნობა, რომ თქვენში ორი პიროვნება ცხოვრობს, ეს სავსებით გასაგებია. სწორედ ამ აშლილობისადმი წინასწარგანწყობილება განაპირობებს ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოს არჩევას. ალბათ, ბავშვობაში თვითგარკვევა გიჭირდათ.
მკვეთრად გრძნობთ გენდერულ როლს. ამ ტიპის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, გარშემომყოფებს დაუმტკიცონ ქალურობა ან მამაკაცურობა. საწინაარმდეგო სქესთან ურთიერთობა მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.
სონდის ტესტის ახსნა არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს ფსიქიკური დაავადების არსებობას. ტესტი უბრალოდ გვიჩვენებს მიყუჩებული შინაგანი იმპულსების მნიშვნელობას. ადამიანის გენებში ჩადებული წინასწარგანწყობილება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იჩენს თავს.