ვაშლის მურაბა „ზამთარში სიხარულით ვერ ვძღებით“ ბებიის რეცეპტით

9207

ვაშლის მურაბა ყველასთვის საყვარელი და უნივერსალური ტკბილეულია. მას უმატებენ ტორტებს, ნამცხვრებს და ღვეზელებს. სუფრაზე ყველიან ღვეზელებთან, ბლინებთან, ოლადებთან ან ფხვიერ ნამცხვართან ერთად გააქვთ. თუ მოულოდნელად სტუმრები გეწვევათ, ხოლო ჩაიზე მისაყოლებლად პურის მეტი არაფერი გაქვთ, ვაშლის მურაბა ამ შემთხვევაშიც გიშველით. სწორედ ამიტომ, ასეთი ტკბილეული ზედმეტი არასდროსაა.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ვაშლის მურაბა სახელწოდებით „ზამთარში სიხარულით ვერ ვძღებით“ გამოცდილი რეცეპტით. შესაფერისი ვაშლი მოიმარაგეთ, რომ მთელი ოჯახი ამ შესანიშნავი დესერტით გაახაროთ.

შინაურული ვაშლის მურაბა

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ვაშლი (მყარი სახეობა)
  • 3 ლ წყალი
  • 3 ჩ/კ სოდა

ინგრედიენტები სიროფისთვის:

  • 200 მლ წყალი
  • 800 გრ შაქარი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი

მომზადება:

1. თქვენ მყარი სახეობის ვაშლი დაგჭირდებათ, რომ მათ ხარშვის დროს ფორმა შეინარჩუნონ. პირველ რიგში, დიდ ქვაბში 3 ლ წყალი ჩაასხით და სოდა დაუმატეთ.

2. ვაშლი გრძელ ზოლებად დაჭერით, წინასწარ შუაგული მოაჭერით. შეგიძლიათ ბოსტნეულის საჭრელზე დაჭრათ, ასე უფრო სწრაფად იქნება. ვაშლის ნაჭრები სოდიან ხსნარში ჩაყარეთ. 30-60 წუთით ან ცოტა უფრო დიდხანს გააჩერეთ. ასეთი მანიპულაციის წყალობით ვაშლი ხარშვის დროს ფორმას არ დაკარგავს.

3. სიროფისთვის ცალკე ჭურჭელში 200 მლ სუფთა წყალი ჩაასხით, ლიმონის წვენი და შაქარი დაუმატეთ. ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 5 წუთით ადუღეთ.

4. ვაშლი გაწურეთ და ქვაბში გადაიტანეთ, რომელშიც მურაბას მოხარშავთ. ცხელი სიროფი დაასხით, თავსახური ნახევრად დაახურეთ და 8 საათით გააჩერეთ (შეგიძლიათ მთელი ღამე).

5. ვაშლი ადუღებამდე მიიყვანეთ და მორევის გარეშე 5 წუთით ადუღეთ. ცეცხლი გამორთეთ. თავსახური არ დაახუროთ და ასე 8 საათით გააჩერეთ.

6. გაგრილებული მურაბა ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და კვლავ 5 წუთით საშუალო ცეცხლზე ხარშეთ. გაგრილების და ხარშვის პროცედურა გაიმეორეთ. მე-3 გამეორების შემდეგ შეგიძლიათ ქილები მოხუფოთ. თუ თხევადი მურაბის მომზადება გსურთ, მხოლოდ 2-ჯერ მოხარშეთ. გემრიელად მიირთვით!

შინაურული ვაშლის მურაბა ამ რეცეპტით წარმოუდგენლად სქელი და გემრიელი გამოვა. ასეთი პროდუქტის ღვეზელში, ბლინსა და სხვა კულინარიულ შედევრებში გამოყენება ერთი დიდი სიამოვნებაა. ოჯახის წევრებიც და სტუმრებიც მსგავსი ტკბილეულით ნასიამოვნები იქნებიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს