რატომ უნდა ჩაასხათ თეთრეულის კონდიციონერი უნიტაზის ავზში

514

უსიამოვნო სუნი ტუალეტში არის პრობლემა, რომლის თავიდან აცილებაც ყველას სურს. როცა სტანდარტული მეთოდები ეფექტური არაა, გამომგონებლობა დაგეხმარებათ. ამის ნათელი მაგალითია იმპროვიზებული ჰაერის გამაჯანსაღებელი ტუალეტისთვის.

ჰაერის გამაჯანსაღებელი ტუალეტისთვის

ეს ხრიკი პირველად ინტერნეტში დავინახე. თავიდან ვერ გავიგე მანიპულაციის აზრი, რომელსაც იტალიელი ბებია ვიდეოში აკეთებდა.

მან პატარა პლასტმასის ბოთლის ნახევარი სუფთა წყლით გაავსოთ და რაღაც ცისფერი სითხე ჩაასხა. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს თეთრეულის კონდიციონერი იყო.

შემდეგ რატომღაც ბოთლის თავსახური რამდენიმე ადგილას გახვრიტა.

უნიტაზის ავზს თავი ახადა და მიღებული კონსტრუქცია მასში მოათავსა.

აღმოჩნდა, ეს არის ბოთლი კონდიციონერით და წყლით – ჰაერის გამაჯანსაღებლის შინაურული ანალოგი. პატარა ნახვრეტებიდან კონდიციონერი ნელ–ნელა წყალს ერევა და ყოველი ჩარეცხვის დროს სასიამოვნო სუნი იგრძნობა.

ამ მეთოდს ერთი უხილავი, მაგრამ საკმაოდ სასარგებლო შედეგი აქვს. წყლის მოცულობა ავზში მცირდება, მაგრამ არა იმდენად, რომ მუშაობის ხარისხზე იმოქმედოს. ამასთან, წყლის გადასახადი ბევრად შემცირდება.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ბევრი არ იწვალოთ და კონდიციონერი პირდაპირ ავზში ჩაასხათ. ოღონდ ასეთი პროცედურის ეფექტი მხოლოდ რამდენიმე ჩარეცხვაზე გეყოფათ.

რატომ უნდა დაუმატოთ ავზს კბილის პასტა?

რას არ მალავენ ჩასარეცხ ავზში.. ფულს, ძვირფასეულობას, მაგრამ მასში კბილის პასტა ჩაგიდიათ? გაოცდებით, მაგრამ ეს დაგეხმარებათ ნადების და ჟანგის მოშორებაში, უნიტაზის ზედაპირის დეზინფექციაში და უსიამოვნო სუნის მოშორებაში.

იაფი კბილის პასტა აირჩიეთ ყველაზე „ბომბა“ სუნით. რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ და ჩასარეცხ ავზში მოათავსეთ. ახლა ყოველი ჩარეცხვა ჰაერს გააჯანსაღებს და უნიტაზს ოდნავ დეზინფექციას გაუკეთებს. ნახვრეტები სჯობს პატარა იყოს, ასე კბილის პასტის ერთი შეფუთვა 2-3 თვე გეყოფათ.

უნიტაზის მბზინვარე სისუფთავე

როგორც ცნობილია, ჰერაკლეს მეექვსე გმირობა იყო მეფე ავგეას საჯინიბოს გაწმენდა, რომელიც აქამდე 30 წელი არ გაეწმინდათ. ჩვეულებრივი ადამიანი უნიტაზის ჩასარეცხ ავზში არც ისე ხშირად იხედება, როგორც ავგია საჯინიბოში. ამასთან დაბინძურების მასშტაბი მანდ ეპიკურ პროპორციებს აღწევს!

დღეს ამ საყოფაცხოვრებო პრობლემის მოსაშორებლად მსუბუქ ვერსიას გთავაზობთ. თქვენ დაგჭირდებათ 1 ჭიქა 9%–იანი სუფრის ძმარი და სისუფთავის უცვლელი დედოფალი – საკვები სოდა. 1 ჭიქა 40 გრადუსამდე შემთბარი ძმარი სუფრის კოვზ სოდას აურიეთ. მიღებული ნარევი რამდენიმე საათით ჩასარეცხ ავზში ჩაასხით.

ძმარი ჩამჯდარ ნადებს შლის, ჟანგის ნაწილებს აშორებს და უსიამოვნო სუნს აქრობს. სჯობს პროცედურა საღამოს ჩაატაროთ, რომ ხსნარმა მთელი ღამე ჭუჭყზე იმოქმედოს. შედეგის გასამყარებლად პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

ბორტგამცილებლის ხრიკი

ზოგჯერ ისე ხდება, ტუალეტში უსიამოვნო სუნი ყველაზე შეუფერებელ დროს გვაწუხებს. მაგალითად, როცა სტუმრების მოსვლამდე რამდენიმე წუთი დარჩა. აქ, პატარა ხრიკი დაგეხმარებათ, რომელსაც ბორტგამცილებლები თავის პრაქტიკაში იყენებენ.

ნატურალური ყავა სასიამოვნო სუნის გარდა შეიძლება ტუალეტში ჰაერის გასაჯანსაღებლად გამოყენებულ იქნას. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, – 1 ჭიქა ახალ მოხალული ყავა აქ დატოვეთ და ცოტა ნადები უნიტაზში ჩაყარეთ.

ძლიერი სასმელის სუნი არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს, არამედ ქიმიური საშუალებების მკვეთრ სუნსაც გააქრობს. 1 ჭიქა ყავის ნადები ხელს არ შეგიშლით. მისი გამოყენება შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო ქიმიასთან ერთად, როგორც მწერების საწინააღმდეგო, ჰაერის გამაჯანსაღებელი საშუალება და ასევე, როგორც სკრაბი.

საშუალება ძალიან მარტივია, ამასთან დიდი ფუსფუსი არ სჭირდება. ჩვენ უკვე გამოვცადეთ და ისინი ნამდვილად მოქმედებს. თქვენ რას იტყვით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს