რძეზე მომზადებული საფუარის ხვეულა: რბილი, ფუმფულა, არომატული და დიდხანს არ ფუჭდება

421

საბჭოთა კავშირის დროს დაბადებულ ადამიანებს ალბათ ახსოვთ ჯემის ხვეულას გემო, რომელიც სკოლის ბუფეტში იყიდებოდა. რბილი, ფუმფულა, არომატული დესერტი ბავშვების საყვარელი ტკბილეული იყო.

დღეს „პაპარაცი“ ბავშვობის გემოს გახსენებას და საბჭოური რეცეპტით რძეზე ხვეულას მომზადებას გთავაზობთ. შეგიძლიათ ჯემის, ყაყაჩოს, კაკლის შიგთავსით ან მის გარეშე გამოაცხოთ.

ხვეულები საფუარის ცომით

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფქვილი
  • 2 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 5 ს/კ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 75 გრ კარაქი
  • 200 მლ რძე
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 2 ს/კ სეზამის თესლი
  • 100 გრ ჯემი შიგთავსისთვის

მომზადება:

1. თბილი რძე, საფუარი, 1 ს/კ შაქარი და 2 ს/კ ფქვილი აურიეთ. საფუარის გასააქტიურებლად ცოტა ხნით გააჩერეთ.

2. ფქვილი გაცერით და დარჩენილი შაქარი, მარილი, ათქვეფილი კვერცხი და საფუარის მასა დაუმატეთ. ცომი მოზილეთ.

3. ბოლოს კარაქი დაუმატეთ. ცომი კარგად მოზილეთ. 1 საათით ამოსასვლელად გააჩერეთ.

4. მზა ცომი 12 ნაწილად გაყავით. თითოეული დაამრგვალეთ, პირსახოცი დააფარეთ და კიდევ 10 წუთით გააჩერეთ.

5. ბურთები ხელისგულზე ოდნავ გრძელ ფირფიტებად გააბრტყელეთ.

6. თითოეულის კუთხეში 1 კოვზი შიგთავსი დადეთ და კუთხე შეკარით, რომ ჯემი არ გადმოვიდეს.

7. ცომის მეორე კუთხე ოთხ ზოლად გაჭერით და ხვეულა გააკეთეთ.

8. თითოეული ხვეულა პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და 15-20 წუთით გააჩერეთ, რომ ხვეულები ამოვიდეს.

9. ხვეულებს ათქვეფილი კვერცხი წაუსვით.

10. სეზამის თესლები (სურვილის მიხედვით შაქარი ან ყაყაჩოს თესლი) მოაყარეთ.

11. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ.

12. ესეც ასე, ხვეულები საფუარის ცომით და ჯემის შიგთავსით მზადაა. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს