ხატი მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. იგი მრევლისთვის ერთგვარი შუამავალია ღმერთთან. გარდა ამისა, წმინდანთა გამოსახულებები ეხმარება მორწმუნეებს რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან გამკლავებაში და მხარს უჭერს ყოველდღიურ საქმეებში.
თითქმის ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს სახლში ხატი. მართლმადიდებლების სახლებს ხატები განსაკუთრებული ატმოსფეროთი ავსებს, ცავს ოჯახს. ჩვენ გვჯერა, რომ, მათთან ერთად, ვიღებთ მოწყალებასა და უბედურებებისგან დაცვას.
ხატები სახლისთვის
წითელი კუთხე (ანუ ხატების კუთხე), ჩვეულებრივ, სასტუმრო ოთახშია მოწყობილი. ძირითად ხატებად ითვლება იესო ქრისტეს, წმინდა ღვთისმშობლისა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი წმინდანის გამოსახულებები.
დღეს ჩვენმა რედაქციამ მოამზადა სახლის დასაცავად მთავარი ხატების ნაკრები. სწორედ ეს გამოსახულებები უნდა იყოს ნებისმიერი მართლმადიდებლის სახლში.
1. ოსტობრამსკის ღვთისმშობლის ხატი
ეს ხატი იცავს სახლს ავი ადამიანებისგან და ოჯახში სიმშვიდე და მშვიდობა შემოაქვს. ჩვეულებრივ, მას შემდეგ, რაც ეს ხატი სახლში შემობრძანდება, არაკეთილისმსურველი, შურიანი ადამიანები შეწყვეტენ თქვენთან სტუმრობას.
ყურადღება მიაქციეთ, ნაცნობებისა და მეზობლებისგან, ვის არ მოუნდება თქვენი სახლის ზღურბლზე გადაბიჯება.
2. ღვთისმშობლის შვიდისრიანი ხატი
ეს ხატი იცავს ადამიანებს ჯადოსა და შავი მაგიისგან. იგი უნდა დაკიდოთ შემოსასვლელი კარის პირდაპირ, შურიანები სახლში რომ არ შემოვიდნენ. არსებობს ამ ხატისთვის სპეციალური ლოცვაც, რომლითაც უნდა მიმართოთ მფარველს. ლოცვა შვიდჯერ უნდა წაიკითხოთ, გარშემო სივრცესაც ამდენჯერვე უნდა გადასახოთ პირჯვარი, ლოცვასთან ერთად.
3. მატრონა მოსკოველის ხატი
ეს ხატი “ქალურ” საქმეებში სასწრაფო დახმარებად ითვლება. ქალებმა მასთან უნდა ილოცონ საყვარელ ადამიანთან შეხვედრისთვის, მტკიცე ოჯახისთვის, ბავშვების შეძენისთვის და ნებისმიერი სხვა ცხოვრებისეული საკითხის გადაჭრისთვის.
4. ღვთისმშობლის ხატი “უწვი მაყვლოვანი”
ეს ხატი იცავს სახლს ცეცხლისგან. თუ ძველი სახლი გაქვთ ცუდი ელექტროგაყვანილობით, ასეთი ხატი წითელ კუთხეში უნდა გქონდეთ. იგი დაიცავს თქვენს ქონებასა და ოჯახის წევრებს ხანძრისგან.
5. ღვთისმშობლის ხატი “უნგრევი კედელი”
ამ გამოსახულებას სთხოვენ დახმარებასა და შუამდგომლობას. ღვთისმშობლის ხატი “უნგრევი კედელი” იცავს სახლს უბედურებებისა და დაავადებებისგან.
ეს ხატი თქვენს ნათესავებს უბედურებებისგან დაიცავს, თქვენს სახლს შორიდან მოუვლიან არაკეთილისმსურველები, ქურდები და ხანძრები. ბევრი ამბობს, რომ ამ წმინდანმა სახლში ჯანმრთელობა, მეგობრობა და ოჯახური სიმტკიცე შემოიტანა.
ქრისტიანობაში ითვლება, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს მფარველი ხატი, რომლის განსაზღვრა ადამიანის დაბადების თარიღით შეიძლება. გთავაზობთ თქვენი მფარველი ხატის გაცნობას დაბადების თარიღის მიხედვით. უბედურებები სახლიდან მოგშორდებათ.
რა თქმა უნდა, სახლისთვის ხატების მკაცრი ჩამონათვალი არ არსებობს. ეს მორწმუნე ადამიანის პირადი არჩევანი უნდა იყოს, თავისი ხასიათისა და სულიერი მიდრეკილების მიხედვით.
იგივე ეხება ხატების განლაგებასაც. არ აქვს მნიშვნელობა, სად შეინახავთ ხატებს, მნიშვნელოვანია, ეს ადგილი მოსახერხებელი იყოს ლოცვისთვის. გარეშე ნივთები არ უნდა გიფანტავდეთ ყურადღებას. ლოცვა ინტიმური პროცესია, რომელიც განმარტოებას, სიმშვიდესა და კომფორტულ გარემოებას მოითხოვს.