ამ უნიკალური მეთოდით ადამიანის ხასიათის განსაზღვრა უმარტივესია

0
544

ამ ტესტით ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანის ხასიათის შესახებ. მის ჩასატარებლად მხოლოდ თანამოსაუბრის ხელები უნდა შეისწავლოთ.

უბრალოდ სთხოვეთ საცდელ ადამიანს ოთხი მარტივი მოქმედების შესრულება. ან გააკეთეთ თავად, თუ თქვენი თავის შემოწმება გჭირდებათ. შემდეგ ჩაიწერეთ შედეგები და შეადარეთ ქვემოთ მოცემულ ახსნას.

როგორ განვსაზღვროთ ხასიათი თითებით

  1. გადააჯვარედინეთ ხელები. რომელი ხელის თითი აღმოჩნდა ზემოდან? თუ მარცხენა, დაწერეთ 1, თუ მარჯვენა – 2.
  2. დაუმიზნეთ წარმოსახვით სამიზნეს, ერთი თვალის დახუჭვით. რომელი თვალი დარჩა ღია? თუ მარცხენა – 1, მარჯვენა – 2.
  3. გადააჯვარედინეთ ხელები მკერდზე. რომელი ხელი აღმოჩნდა ზემოდან? მარცხენა – 1, მარჯვენა – 2.
  4. დაუკარით ტაში. ამ პროცესში რომელი ხელი აღმოჩნდება ზემოდან? თუ მარცხენა, დაწერეთ 1, მარჯვენა – 2.

ახლა კი გაიგეთ შედეგები:

2221 – ასეთი ადამიანი ვერასდროს იღებს გადაწყვეტილებებს ყოყმანისა და მერყეობის გარეშე.

2212 – ასეთ ადამიანს ახასიათებს კომუნიკაბელურობა, საერთო ენას ნებისმიერ ადამიანთან იპოვის.

2122 – სიფრთხილე, სირბილე, ტექნიკური გონება… ასეთი ადამიანი გარშემომყოფებისადმი ცივია.

1222 – ემოციური ხასიათი აქვს, არ ჰყოფნის დაჟინებულობა და შეუპოვრობა. ასეთი ადამიანი მარტივად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. საერთო ენას პოულობს ადამიანთა უმეტესობასთან.

1122 – ასეთი ადამიანი გამოირჩევა სიკეთით, უამრავი ინტერესის ქონით. ხშირად, უბრალო და მიამიტია. მიდრეკილია თვითგარკვევისკენ.

2211 – რბილი ხასიათი აქვს. ასეთი ადამიანი გამოირჩევა კომუნიკაბელურობით.

2111 – გამოირჩევა ცვალებადობით. ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ ძალებს.

1211 – ჩაკეტილი ხასიათი აქვს, ცოტა მეგობარი ჰყავს. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი სულით ძლიერია და მთელი ძალით ცდილობს დასახული მიზნის მიღწევას.

1121 – შემოქმედებითი ბუნება, რბილი და მიმნდობი ხასიათი.

1112 – ამ შედეგის მქონე ადამიანი ენერგიული, მტკიცე და ემოციურია.

2222 – აბსოლუტური მემარჯვენე, კონსერვატიული ხასიათით, აქვს კონფლიქტებისგან თავის არიდების ტენდენცია.

1111 – აბსოლუტური ცაცია. შემოქმედებითი ადამიანია, რომელსაც ახასიათებს ემოციურობა, ინდივიდუალიზმი და ეგოიზმი.

2121 – დაუცველობა… ასეთ ადამიანზე გავლენის მოხდენა მარტივია.

1212 – დაჟინებული და ძლიერი სულის ადამიანია. მარტივად აღწევს დასახულ მიზნებს.

1221 – რბილი ხასიათი აქვს. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია მიამიტობა და ჟინიანობის ნაკლებობა.

2112 – რბილი, ძალდაუტანებელი ხასიათი აქვს. ასეთი ადამიანი მარტივად აბამს ნაცნობობას, ხშირად იცვლის გატაცებებს.

აბა, რა შედეგი მიიღეთ? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.