დღეს „პაპარაცი“ ღვიძლის შეწვის მარტივ ხრიკს გთავაზობთ. ასეთი კერძის მომზადებისას მთავარი ამოცანაა ღვიძლს სიმწარე და სიმაგრე მოაშოროთ და მას ლამაზი, მადის აღმძვრელი იერი შემატოთ.
ამ მეთოდით შეგიძლიათ შეწვათ ძროხის, ღორის ან ცხვრის ღვიძლი. ლამაზი, რბილი ხორცის ნაჭრები გამოგივათ, რომლის მომზადება კვლავ და კვლავ მოგინდებათ. მთელი საქმე ერთ ინგრედიენტშია. დაინტერესდით? წაიკითხეთ!
ინგრედიენტები:
- 500 გრ ძროხის ღვიძლი
- 1 კვერცხი
- 1 ს/კ სახამებელი
- 1 ხახვი
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკის მარცვლები გემოვნებით
- 20 მლ მზესუმზირას ზეთი
მომზადება:
- ღვიძლი გარეცხეთ, კაპილარები მოაშორეთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. მარილი და წიწაკა მოაყარეთ.
- კვერცხი სახამებელთან ერთად ათქვიფეთ და ღვიძლს კარგად აურიეთ. 40-60 წუთით გააჩერეთ.
- ტაფაზე ზეთი გააცხელეთ, თითოეული ნაჭერი ორივე მხრიდან 2-2 წუთით შეწვით.
- ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი ცალკე შეწვით მანამ, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. ხახვი და ღვიძლი აურიეთ, სუსტ ცეცხლზე 10-15 წუთით თუშეთ.
გემრიელი ბზინვარე ნაჭრები კარგად ერწყმის კარტოფილის პიურეს, მოხარშულ წიწიბურას ან ბრინჯს. დარწმუნებული ვართ, რომ ახლა ღვიძლს მხოლოდ ასე მოამზადებთ. რეცეპტი აუცილებლად შეინახეთ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს