ანგელოზები ყოველთვის ღმერთის ამოუცნობი და ნათელი შუამავლები იყვნენ, რომლებიც ადამიანებს მუდმივად იცავდნენ. ისინი ციდან მაშინ გვევლინებიან, როცა ადამიანი საშინელ წუთებს გადის და ცდილობს, თავისი ბედისწერა სწორად წარმართოს. ანგელოზების შეტყობინებები უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვისაც გულწრფელად სწამს და სურს, მართოს თავისი ცხოვრება და ბედისწერა.
ანგელოზის შეტყობინება
ბიბლიისა და ახალი აღთქმის კითხვისას, თქვენ ხშირად შეხვდებით ცნობებს ანგელოზების შესახებ. მათ ადამიანებთან ცნობები მოაქვთ და ღვთის ერთგვარ ხმად გვევლინებიან. არსებობენ მფარველი ანგელოზებიც, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებს იცავენ. ვინაა მფარველი ანგელოზი? ესაა უხილავი სულიერი გამცილებელი, რომელიც მუდმივად ცდილობს, სწორ გზაზე დაგვაყენოს. სწორედ მისთვის უნდა ილოცოთ, თუ რთულ სიტუაციაში ხართ, რომლიდან გამოსავალს დამოუკიდებლად ვერ პოულობთ.
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ 6 მცირე გზავნილს, რომლებიც, შესაძლოა, ცხოვრების ამ მომენტში გამორკვევის საშუალებას მოგცემთ. მაგალითად, ამ შეტყობინებამ შეიძლება გიბიძგოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისკენ ან მიგანიშნოთ, როგორ მოიქცეთ დღეიდან. მოუსმინეთ ამ გზავნილს და ეცადეთ, იგრძნოთ შინაგანი ხმა, ნახატზე საკუთარი ანგელოზის ამორჩევისას.
რას გიმზადებთ ბედისწერა
პირველი ანგელოზი
ძალიან მალე, თქვენს ცხოვრებაში ზედიზედ რამდენიმე ცვლილება მოხდება. მზად იყავით იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება თავდაყირა დადგება და ამ ცვლილებებზე მორგება მოგიხდებათ. ნუ შეუშინდებით ამ ცვლილებებს, ისინი არც კარგია და არც ცუდი. უბრალოდ, ცხოვრება ყოველთვის ნელა არ იცვლება. ხანდახან, ეს მყისიერად, გაფრთხილების გარეშე ხდება ხოლმე.
მეორე ანგელოზი
დროა მოდუნდეთ და ცხოვრების დინებას მიჰყვეთ. ახლა დროა, გაუფრთხილდეთ თქვენს ძალებსა და გულმოდგინებას. მიენდეთ ბედს და ნუ შეეწინააღმდეგებით მას. სწორედ ასეთი ტაქტიკა იქნება საუკეთესო თქვენი ცხოვრების ამ პერიოდში. უბრალოდ მიეცით მოვლენებს დინების საშუალება და დატკბით იმ ყველაფრით, რაც გარშემო ხდება.
მესამე ანგელოზი
ახლო ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. გახსოვდეთ, რომ არ ღირს გვერდით იმის გაჩერება, ვისაც თქვენთან არ უნდა. რაც უფრო ძლიერად ცდილობთ ასეთი ადამიანების შეკავებას, მით უფრო სწრაფად წავლენ ისინი თქვენგან. იქნებ, მათ გარეშე ცხოვრება გაცილებით მარტივი იქნება.
მეოთხე ანგელოზი
გახსოვდეთ ყველაფერი, რაც სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ეხება. მოთხოვნილებათა პირამიდა სწორედ ამ ორ გიგანტზე დგას, რომელთა გარეშეც დანარჩენები იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა. რთულია, იყოთ ამბიციური სამსახურში ან ბედნიერი ურთიერთობაში, თუ თავს მუდმივად ცუდად გრძნობთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ეცადეთ, გაიგოთ, რა გინდათ ახლა ყველაზე მეტად.
მეხუთე ანგელოზი
ფინანსური სირთულეები ყოველთვის უეცრად ჩნდება და ჩიხში შევყავართ. რთულია მოდუნება, თუმცა, მხოლოდ ასე შეიძლება ყველაფრის კარგად გაანალიზება და ფულთან დაკავშირებული საქმიანობის მოწესრიგება. უცნობობა გაშინებთ, ამიტომ, ყოველთვის გჭირდებათ გეგმის შედგენა. როცა ყოველ უსიამოვნო სცენარზე გექნებათ შესაფერისი სამოქმედო გეგმა, მომავალი ნაკლებ შფოთვას გამოიწვევს თქვენში.
მეექვსე ანგელოზი
რასაც არ უნდა აკეთებდეთ ახლა, ეცადეთ, კონცენტრირდეთ გზასა და პროცესზე და არა მიზანზე. მიიღეთ სიამოვნება შრომისგან, რომელსაც დებთ საქმეში, მოთმინებით მოექეცით საკუთარ თავს. სავსებით ნორმალურია შეჩერება პროგრესის დროს. მთავარია, გააგრძელოთ წინსვლა.
თქვენ რას გეუბნებათ თქვენი მფარველი ანგელოზი?