როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები ნაკვეთიდან: იაფი მეთოდი

0
907

ბაღის ჭიანჭველებთან ბრძოლა, ადრე თუ გვიან, მცენარეების ნებისმიერ მოყვარულს უხდება. ამ მწერების მოშორება დაუყოვნებლივ საჭიროა, რადგან, ჭიანჭველებთან ერთად, ჩნდება ბუგრები, რომლებიც მცენარეებს ანადგურებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ასეთი მწერები იაფად და ეფექტურად.

ბაღის ჭიანჭველებთან ბრძოლა

დასაწყისისთვის, უნდა გაიგოთ, რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი ამ მწერების დროუალდ შემჩნევა. საქმე ისაა, რომ ჭიანჭველებსა და ბუგრებს შორის მაღალგანვითარებული ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა არსებობს. პირველები ამრავლებენ და მწყემსავენ ბუგრების “ფარას” ნაყოფიერი მცენარეების კენწეროებზე. მათ ბუგრები დამოუკიდებლად, პირით გადაჰყავთ. ჭიანჭველები იცავენ ამ მავნებლებს მტრებისგან. ამასთან, მწერები პერიოდულად “წველიან” ბუგრებს, რომლებიც ე.წ. თაფლიან ცვარს (შაქრების ხსნარს) გამოყოფენ.

ჭიანჭველები სიამოვნებით იკვებებიან ამ ტკბილი სითხით. სხვათა შორის, ცაცვის ერთ ბუგრს დღეში 25 მლ-მდე ტკბილი სიროფის გამოყოფა შეუძლია. ამ მწერებს კი ვერავინ დაითვლის!

ამის გამო, პირველ რიგში, სწორედ ჭიანჭველები უნდა გაყაროთ ნაკვეთიდან. არსებობს ამ მწერების მოშორების უამრავი საშუალება. თუმცა, ყველა მეთოდი არაა ხელმისაწვდომი და უსაფრთხო თქვენი მწვანე მეგობრებისთვის. დღეს ჩვენ გთავაზობთ ნაცად საშუალებას, რომელიც არ ავნებს მცენარეებს, ცხოველებსა და ადამიანებს. სამაგიეროდ, აუცილებლად გაყრის ნაკვეთიდან მწერებს და თან ძალიან იაფია.

მაშ ასე, ჭიანჭველებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ ჩვეულებრივი მანანის ბურღული. ყველა დიასახლისმა იცის, რომ მანანის ბურღული სივდება სითხესთან შერევისას. ამიტომ, მას ხშირად იყენებენ არამხოლოდ ტკბილი ფაფებისთვის, არამედ უმატებენ სხვა კერძებსაც, როცა ზედმეტი სითხის შეწოვაა საჭირო. ბურღულის ამ თვისების წყალობით, ჭიანჭველების განადგურებაც შეიძლება. მწერის ორგანიზმში მოხვედრისას, ბურღული იწყებს გასიებას და, ბოლოს, ინდივიდის დაღუპვას. ამასთან, ეს პრინციპი 100%-ით მუშაობს!

მწერები სატყუარასთან რომ მიიზიდოთ, შეურიეთ ბურღულს შაქრის პუდრა. ცნობილია, რომ ჭიანჭველები ტკბილიჭამიები არიან, ამიტომ, ამ ანკესზე აუცილებლად წამოეგებიან. უბრალოდ დაყარეთ ბურღული ჭიანჭველების ბილიკებზე, მათი ბუდის გარშემო ან ხის ძირას. თუ ფხვნილს სახლის კუთხეებში დაყრით, მწერებს სახლიდანაც მოიშორებთ.

როგორც ხედავთ, ეს მეთოდი გამოირჩევა სიმარტივითა და სიიაფით. ახლა უკვე იცით, როგორ მოიშოროთ მომაბეზრებელი მავნებლები ერთხელ და სამუდამოდ. გაითვალისწინეთ ეს რჩევა, რათა ჭიანჭველებმა აღარასდროს შეგაწუხონ სახლში თუ ნაკვეთზე.