ალბათ, ბევრი თქვენგანი დაფიქრებულა იმაზე, რომ სასწორი ზოდიაქოს ერთადერთი უსულო ნიშანია. ძველი ბერძნები ამ თანავარსკვლავედში ხედავდნენ მორიელის მარწუხებს, რომელიც მის გვერდით მდებარეობს. აი, ვარსკვლავების ნაკრებს კი სახელი რომაელმა ასტრონომებმა შეარქვეს.
თანამედროვე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს სახელწოდება შემოდგომის ბუნიაბოას უკავშირდება. თუმცა, ჟამთმთვლელების შეცდომის გამო, ამ დღემ სხვა თანავარსკვლავედში გადაინაცვლა. მეორე მხრივ, სასწორის თანავარსკვლავედი მართლაც გვაგონებს სასწორს, რომელიც ხელში ქალწულს უჭირავს. ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშანს ხშირად გამოსახავენ ქალის სახით, რომელსაც ხელში სასწორი აქვს.
ესაა სამართლიანობის ქალღმერთი თემიდა, რომელიც სასწორით ადამიანის ქცევებს წონის. ვარსკვლავებიანი ცის ზოგიერთ რუკაზე აღნიშნული თანავარსკვლავედი ადამიანის გარეშეც შეგხვდებათ.
სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ძალიან ერთგული, სამართლიანი და მეგობრულია. იგი პერფექციონისტია და უყვარს, როცა ყველაფერი თავის ადგილასაა. აგრეთვე, ბევრი სასწორი არტისტული და მომხიბლავია, თუმცა, დროდადრო მორცხვიც ხდება ხოლმე.
როგორ ვიპოვოთ საერთო ენა სასწორთან
- ნუ ეცდებით ამ ადამიანების თითზე დატრიალებას. მათ ბუნებრივად განვითარებული ინტუიცია აქვთ და თქვენი განჭვრეტა შეუძლიათ.
- ამ ადამიანებს ძალიან უყვართ ჰარმონია და ყველანაირად ცდილობენ მის მიღწევას. სასწორთან იყავით ტაქტიკური და მოეპყარით პატივისცემით.
- სექსის ხელოვნებაში სასწორს თანასწორი არ ჰყავს. თუმცა, ასეთი ადამიანის ხელში ჩასაგდებად ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგიხდებათ.
- სასწორს შეუძლია მოსმენა და ხშირად ეხმარება სხვებს პრობლემების გადაჭრაში. თუმცა, უნდა გაიგოთ, რომ ისინი გისმენენ და ინფორმაციას აღიქვამენ არამხოლოდ გონებით, არამედ გულითაც. ამიტომ, მათთან საუბარი არამხოლოდ ლოგიკური, არამედ ემოციურიც უნდა იყოს. ხშირად, ისინი შესანიშნავი თანამოსაუბრეები არიან და ყველა თემაზე შეუძლიათ საუბარი.
ზოდიაქოს სხვა ნიშნების მსგავსად, სასწორსაც აქვს თავისი ნაკლი. მაგალითად, მათ უჭირთ არჩევანის გაკეთება, ისინი კრიტიკას გულგრილად ვერ იღებენ. თუმცა, საერთო ჯამში, სასწორი შესანიშნავი ადამიანია და თქვენ ძალიან გაგიმართლათ, თუ გყავთ მეგობარი, რომელიც ამ ნიშნის ქვეშ გაჩნდა. ეს ადამიანები შესანიშნავი მეგობრები არიან, რომლებიც ყოველთვის გიხსნით უბედურების დროს.