ჰოროსკოპის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ისევე ხშირია, როგორც ხასიათის საერთო თვისებების და ერთი და იმავე ნიშნის ადამიანების მოთხოვნილებების დამთხვევა. ვარსკვლავების გჯერათ თუ ჰოროსკოპს ინტერესის გამო კითხულობთ, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან „პაპარაცი“ ამ სტატიას მკითხველთა ფართო წრეს უძღვნის.
ასტროლოგები გირჩევენ ვარსკვლავებს მოუსმინოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სტუმარს ელოდებით და არ იცით, თუ მას რა მოწონს. იქნება ახალი დახვეწილი გემოთი ძველი მეგობრის გაოცება გსურთ? მაშინ გასტრონომიული ჰოროსკოპი თქვენს განკარგულებაშია.
რომელი კერძები უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს
ვერძი
ვერძისთვის დახვეწილი კერძი მეორეხარისხოვანია. მას ზომიერად შემწვარი სტეიკი ურჩევნია. კარგად მომზადებული ბორში ან არომატული, ხრაშუნა კარტოფილი ვერძს უფრო მოეწონება, ვიდრე ფუა–გრა ან 1 მუჭა რესტორნის სალათი უცნობი ინგრედიენტებით. სანელებლები არ დაგავიწყდეთ, რადგან ამ ნიშნის სტიქიაა ცეცხლი, ანუ ცხარე ჩილის წიწაკა კერძში მცირე რაოდენობით მაინც უნდა იყოს.
კურო
კუროს მრავალფეროვანი კერძები უყვარს. როგორც ყველაფერი ბუნებრივის და ავთენტურის დამფასებელი, სხვადასხვა სახის სანელებელს სკეპტიკურად უყურებს, რომლებიც კერძების ნამდვილ გემოს მალავენ. კურო რომ გააოცოთ, სუფრაზე გამოიტანეთ ცომეული, ხორცის სალათი და მოთუშული ბოსტნეული. ამ ნიშნის ხალხი ესთეტია, მას ნელა და სიამოვნებით ჭამა, თითოეული ნაკბეჩის გემოს შეგრძნება უყვარს.
ტყუპები
ჭამის კულტი მათზე არაა. ტყუპები ხშირად გადარბენებზე ჭამს, რადგან ყოველთვის აქვს უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე კერძის დიდხანს მომზადება და სუფრაზე მოსაწყენი ჯდომა. სადღესასწაულო ფურშეტი იზიდავს ლამაზად გაფორმებული სალათებით, ფერადი კანაპით, დახვეწილი დესერტებით, მაგრამ ყველაზე მეტად სასიამოვნო თანამოსაუბრეები.
კირჩხიბი
კირჩხიბს დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს შორის ადვილად გამოიცნობთ. თუ საკონდიტრო მაღაზიასთან რიგს ხედავთ, ალბათ რიგში კირჩხიბის წარმომადგენლების ნახევარი დგას. ის ნამდვილად ტკბილეულის მოყვარული და საკონდიტრო ოსტატობის დამფასებელია! თუ სტუმრად კირჩხიბს ელოდებით, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ დესერტებს. კარგი იქნება შინაურული კანფეტები, ეკლერები ან მრავალფენიანი ტორტი ბეზეთი.
ლომი
ლომისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საჭმელი, არამედ ესთეტიკური წვრილმანები: ბზინვარე მოწყობილობა, გახამებული მაგიდის გადასაფარებელი და დახვეწილი სალფეთქები. ფენოვანი სალათები, ზღვის პროდუქტები და რთული კერძები უამრავი ინგრედიენტით – ლომი მათ ღირსეულად დააფასებს. სტუმრად მიღებისას ლომს ძვირფასი გამასპინძლებით და ელიტური სასმელით ვერ მოისყიდით.
ქალწული
ქალწულისთვის მნიშვნელოვანია არა გემო, არამედ კერძის სარგებელი. ჭინჭრის ან ნიახურის სალათი უფრო მოეწონება, ვიდრე შემწვარი პეროგი ან ხორცი. ქალწულისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თეფშის და მოწყობილობების სისუფთავე, ასევე პირობები, სადაც კერძი მზადდებოდა. ქალწულს ჩვეულებრივ გადაძღომა არ ახასიათებს. ის კერძს სინჯავს, მაგრამ საჭმლით ორივე ლოყას ნამდვილად არ გაივსებს!
სასწორი
თუ ერთ მაგიდაზე ტყუპების და სასწორის წარმომადგენლებს დასვამთ, მენიუზე შეგიძლიათ არ იდარდოთ. სასწორს ახასიათებს სულიერი საუბრები და სასიამოვნო ატმოსფეროს აფასებს. ჭამაში უპრეტენზიოა, თუმცა კარგი სამზარეულოს კერძის სათანადოდ დაფასება შეუძლია. რამდენიმე სალათი, პიკანტური გარნირი და ხორციანი წასახემსებელი სასწორის გასტრონომიულ მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს.
მორიელი
აი, ვინ უნდა გააოცოთ დახვეწილი და რთული კერძებით. მორიელს ყველაზე უჩვეულო კერძშიც ხიბლის დანახვა შეუძლია. კულინარიული ექსპერიმენტებისთვის ყოველთვის მზადაა. სტუმრად მორიელს ელოდებით? მაშინ შეიარაღდით პირშუშხით, ნივრით და ცხარე წიწაკით.
მშვილდოსანი
მსოფლიოს ხალხის სამზარეულოს დამფასებელი მშვილდოსანი ეცდება უმი ძროხის ხორცი გასინჯოს ეთიოპიაში. მშვილდოსანი ჩვეულებრივ მოთუშულ ბოსტნეულს დააფასებს, თუ კერძს დაურთავთ ამბავს, რომ ის მომზადებულია ტამპლიერების საიდუმლო რეცეპტით. ფრანგული გრატინი ან ქართული ქაბაბი საუკეთესო გზაა მშვილდოსნის გულის მოსაგებად.
თხის რქა
მდიდარი სუფრა მასზე შთაბეჭდილებას ნაკლებად მოახდენს. მარტივი კერძები ჩვეული ინგრედიენტებით მის სურვილებს სრულად დააკმაყოფლებს. მოხარშული ბრინჯი ან გამომცხვარი კარტოფილი ნივრის სოუსით უპრეტენზიო თხის რქისთვის საუკეთესო გარნირია, რომელიც სასარგებლო მოხარშული ხორცის ნაჭრებთან ერთად უნდა გაიტანოთ.
მერწყული
მერწყული ეგზოტიკის დამფასებელი. სუფრაზე გაიტანეთ დახვეწილი ზღვის პროდუქტები, დაობილი ყველი, ტროპიკული ხილი ან აღმოსავლური ტკბილეული – დანარჩენ კერძებს მერწყული ვერც შეამჩნევს. ყველაფერი უჩვეულოს მოყვარული ყოველდღიური მენიუს მიმართ მომთხოვნი საერთოდ არაა.
თევზები
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს თევზის წვნიანი რძით ან ტკბილი ომლეტი არ აშინებს. გემოების თამაში, შეუთავსებლის შეთავსება – შესანიშნავი მეთოდია თევზის გასაოცებლად. თევზს ყველაზე თამამი კულინარიული ექსპერიმენტების განხორციელება შეუძლია, თუმცა ზოგჯერ ეს წარუმატებლობით სრულდება.
გაუზიარეთ ეს საინტერესო სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში, ხოლო ჩვენ შთაბეჭდილებები კომენტარებში!