ერთი შეხედვით, საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ გაგიცნობთ. თუმცა, მაინც, თითოეულ ჩვენგანში მოიძებნება ბნელი კუთხეები, რომელთა შესახებ ჩვენ თვითონაც არ ვიცით. სწორედ ამიტომაც მოიფიქრეს მარტივი, თუმცა ძალიან ეფექტური ტესტები. ისინი თქვენს ქვეცნობიერსა და ხასიათს ცოტათი განსხვავებული მხრიდან გვაჩვენებს. გარკვეულწილად, გვაძლევს საკუთარი თავის შეცნობის საშუალებასაც.
ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ მოკლე ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ ადამიანის ხასიათის მთავარი თვისებების განსაზღვრასა და გამორკვევაში.
ხასიათის ძირითადი თვისებები
საკუთარ თავში გასარკვევად, ერთ-ერთი ფინჯანი უნდა აირჩიოთ. დააკვირდით და წარმოიდგინეთ, რომ ჩაის დაყენება გინდატ. რომელ ფინჯანს აირჩევდით ამისთვის? დიდხანს ნუ იფიქრებთ, მიენდეთ ინტუიციას. აირჩიეთ? დროა, თქვენი ხასიათის ის დადებითი და უარყოფითი მხარეები განსაზღვროთ, რომლებიც თქვენში იმალება.
1. პირველი ფინჯანი
მეგობრული და პოზიტიური ადამიანი ხართ. აფასებთ სიმყუდროვეს, თბილ ადამიანებსა და გულწრფელ ქცევებს. გიყვართ სულიერი საუბრები საინტერესო ადამიანებთან. ყველას კეთილ ადამიანად მიაჩნიხართ. ასეცაა, ადამიანებში მხოლოდ კარგს ხედავთ და ეს თავადაც გიხარიათ. თუმცა, ხანდახან, ადამიანების ასეთი რწმენა თქვენ წინააღმდეგ ბრუნდება.
2. მეორე ფინჯანი
ცხოვრებაში თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა. დელიკატური ადამიანი ხართ, რომელიც ვერ იტანს, როცა რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის. გარშემო ბევრი იტყვის, რამდენად მოსაწყენია რუტინა, თუმცა მასში თავს კომფორტულად გრძნობთ. თქვენ შეიქმენით კომფორტის ნამდვილი ზონა, რომლის დატოვებაც არ გსურთ. თავდაჯერებული ჩანხართ, თუმცა, ამის უკან შეიძლება დაცემული თვითშეფასება იდგეს.
თქვენ ის ხართ, ვისაც ყველაფერი გათვლილი აქვს. გონება და სიბრძნე გეხმარებათ გარშემო ყველაფრის კონტროლში. თუმცა, სამწუხაროდ, თქვენ ენდობით მათ, ვინც ამას არ იმსახურებს. ფრთხილად იყავით გარშემომყოფ ადამიანებთან.
3. მესამე ფინჯანი
შესაძლოა, ამის აღიარება არ გინდოდეთ, თუმცა გინდათ, რომ სხვებს რამეში გამოადგეთ. თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სხვა გაფასებდეთ. გარშემომყოფების შეფასება, ხშირად, თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს.
სამსახურში წარმატებული ხართ, ერთდროულად რამდენიმე დავალების გადაწყვეტა შეგიძლიათ. იდეალური თანამშრომელი ხართ, რომელიც ნებისმიერ სირთულეს უმკლავდება. აი, პირად ცხოვრებაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა: თქვენთვის რთულია წონასწორობის პოვნა და ხშირად ნერვიულობთ ამაზე. იმისათვის, რომ ყველაფერი გამოგივიდეთ, ბალანსის პოვნაა საჭირო.
4. მეოთხე ფინჯანი
მუდმივად სადღაც გეჩქარებათ. ბევრი საქმე, ჰობი, შეხვედრა გაქვთ, თქვენი ცხოვრება ერთი გრიგალია. რომ შეგეძლოთ, ოქროს თევზს დღეში უფრო მეტ საათს სთხოვდით. თუმცა, ამის უკან იმალება საკუთარ აზრებთან განმარტოების სურვილი. სწორედ ამიტომ ცდილობთ, რაღაცით დაიკავოთ თავი.
ყოჩაღ, ყველაფერი კარგად გამოგდით, თუმცა უნდა დაფიქრდეთ, რეალურად რა გინდათ ცხოვრებაში. შენელდით და დატკბით გარშემო სამყაროთი!
5. მეხუთე ფინჯანი
ძალიან კეთილი ადამიანი ხართ, თუმცა, ცხოვრებაში ემოციები არ გყოფნით. მომავალი ბუნდოვანია, მიზნები – გამოუკვეთავი. თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ახლობლები, აფასებთ ცხოვრებას, კარგ დასვენებას, თუმცა სამსახურში ბედნიერებას ვერ პოულობთ. გჭირდებათ, რომ თავი საჭიროდ და ძვირფასად იგრძნოთ, ამისთვის უნდა გაიგოთ, რას მოაქვს თქვენთვის ბედნიერება.
6. მეექვსე ფინჯანი
შრომისმოყვარე და ცვალებადი ხართ. თქვენთვის რთულია გრძნობების გამოვლენა, თუმცა დარწმუნებული ხართ, რომ სამყაროს შეცვლა შეგიძლიათ. გარშემომყოფები აფასებენ თქვენს უბრალოებასა და გულწრფელობას. თქვენთან ურთიერთობა მარტივი, სასიამოვნო და კომფორტულია.
ხანდახან, სუსტი ხართ და უმიზეზო ნაღველს ეცემით. ასე ნუ მოიქცევით, მითუმეტეს, ნუ დაიწყებთ ნაღველში რამე ღრმა აზრის ძებნას. ეცადეთ, უარი თქვათ ამაზე და სამყაროს სხვა მხრიდან შეხედოთ.
7. მეშვიდე ფინჯანი
გიყვართ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა, სურპრიზების თავიდან ასაცილებლად. ხშირად გიპყრობთ შფოთვა, უმიზეზოდ თუ მიზეზიანად. დაგეგმვა ყველა ამ ემოციისგან გიხსნით. ნუ შეგეშინდებათ კონტროლიდან გამოსვლის, დატკბით ცხოვრებით სრულყოფილად.
8. მერვე ფინჯანი
ღრმად მოაზროვნე, საქმისადმი ერთგული ადამიანი ხართ, რომელსაც მწყობრიდან მარტივად ვერ გამოიყვანენ. ჭკვიანი ხართ და კარგად აკეთებთ თქვენს საქმეს, ინტელექტთან ყველაფერი კარგად გაქვთ. თქვენს თავში ყოველთვის ნოვატორული იდეები და გეგმები ისახება, თუმცა, მათი გახმოვანება გიჭირთ. რეალურად, ჩაკეტილი ადამიანი ხართ – ინტროვერტი მდიდარი შინაგანი სამყაროთი.
9. მეცხრე ფინჯანი
ყვავით, როცა ვიღაცას უყვარხართ და გაქებთ. თქვენი იდეალური დღე შედგება საუბრების, კარგი წიგნების, ახალი ცოდნისა და საყვარელი მუსიკისგან. თქვენი გატაცებების გაზიარება ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციეთ, ხანდახან, უარს არ ამბობთ საკუთარი მიღწევებით ტრაბახზე, რაც თქვენივე იმიჯს აფუჭებს.
თქვენი თვითშეფასებისა და საკუთარი თავის სიყვარულისა ბევრს შურს, უბრალოდ ისწავლეთ ამის გაკეთება სხვების გარეშე. მიმოიხედეთ და გაიგეთ, რომ ცხოვრებაში კიდევ ბევრი საინტერესო რამაა.
თითქოს სახუმარო ტესტია, თუმცა მასში რაციონალობის მარცვალიც გდია. ჩვენ, ხშირად, არ ვაღიარებთ საკუთარ ნაკლს, მაშინაც კი, თუ ვამჩნევთ მას. თუმცა, ნაკლის გააზრება საკუთარი თავის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯია. თქვენ რომელ ფინჯანს აირჩევდით?