ასტროლოგიის შესახებ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ვიღაც ამბობს, რომ ზოდიაქოს ნიშნების ხასიათი ერთმანეთისგან ისე, უბრალოდ შეიძლება განსხვავდებოდეს. თითქოს, ეს ყველაფერი ბარნუმის ეფექტი და წინასწარი მსჯელობაა, რომელიც გარწმუნებს, რომ ასტროლოგია მხოლოდ იმიტომ მუშაობს, რომ ჩვენ ყურს ბუნდოვან ინფორმაციას ვუგდებთ.
ვიღაცისთვის, ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხოლო ვიღაცისთვის ესაა ნავიგატორი პიროვნებათშორისი ურთიერთობების სირთულეებში.
ზოდიაქოს ნიშნების ხასიათი
ხანდახან, ყველაზე რთულია საკუთარი თავის დანახვა სხვა მხრიდან ისე, რომ საკუთარ თავთან გულწრფელი დარჩეთ. როცა ადამიანები ჩვენს ნაკლებზე საუბრობენ, ჩვენ მუდმივად უარვყოფთ, ხანდახან ვბრაზდებით კიდევაც. რეაქცია სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, თუმცა, მათ შორის ყველაზე ჯანსაღია ნაკლის მიღება და გამოსწორება.
1. ვერძი
მოუთმენლობა: ხანდახან, თქვენს თავში ჩნდება ასეთი აზრი -“მინდა ახლა და აქ, არ მაქვს ლოდინისა და დაგეგმვის დრო!”
თავდაჯერებულობა: თუ მაინც გადაწყვიტეთ რაღაც ხანგრძლივი გეგმის შესრულება, ხშირად უგულებელყოფთ რაღაც მნიშვნელოვანს.
ქედმაღლობა: ეს თვისება ცუდი ნამდვილად არაა, იგი გვეხმარება კარგი თვითშეფასების შენარჩუნებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ხანდახან, ზემოდან გადმოხედვა კარგ თანამოსაუბრეს დაგაკარგვინებთ.
2. კურო
სულით ხორცამდე მატერიალისტი: ეს იმას არ ნიშნავს, რომ კურო ძუნწია. უბრალოდ, მას უყვარს ფული და სტატუსური ნივთების ფლობა.
ეჭვიანობა: ცხოვრებაზე მატერიალისტური შეხედულებები, ხანდახან, ადამიანებზეც გადასდის, რაც ზედმეტად ჩაციებული ქცევების გამო ხდება. კარგ პარტნიორს უნდა ენდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაში გჭირდებათ იგი?
ზარმაცი: კუროს უნდა, ყველაფერი თავის ტემპში გააკეთოს. თუ დრო ან ადგილი არ შეეფერება, იგი უარს ამბობს ნებისმიერ შემოთავაზებაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მზად არაა. ასე არ უნდა ხდებოდეს.
3. ტყუპები
ყბედობა: თქვენთან საუბარი ძალიან საინტერესოა, თუმცა, მეგობრები რისკავენ, როცა საიდუმლოს განდობენ. საპასუხოდ კი მხოლოდ მიიღებენ: “დიდი ამბავი”.
თავქარიანობა: ფიგარო აქ, ფიგარო იქ – ასეთი ცვალებადობა ხელს გიშლით როგორც თქვენ, ისე გარშემომყოფებსაც. იპოვეთ საკუთარ თავში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ძალა.
საკუთარი აზრის არქონა: ეს ფრაზა იმაზე უარესად ჟღერს, ვიდრე რეალურადაა, მაგრამ მაინც. თქვენზე ზეგავლენა და გადარწმუნება ძალიან მარტივია, ასეთი ადამიანები მანიპულაციების შესანიშნავი მსხვერპლი იქნებიან.
4. კირჩხიბი
მგრძნობიარობა: კირჩხიბის წყენინება ძალიან მარტივია, რაც მის ცხოვრებას ერთ დიდ უბედურებად აქცევს.
ორაზროვნება: ასჯერ უნდა დაფიქრდეთ, მერე კიდევ ასჯერ დაფიქრდეთ… თანაც, ყოველი დაფიქრების შემდეგ, მას განწყობა ეცვლება.
მოწყვლადობა: სულის ფაქიზი მდგომარეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მხოლოდ ხელს გიშლით, თუმცა, ხელოვნებაში ლამაზად ვლინდება.
5. ლომი
ეგოცენტრიზმი: არაფერი იზიდავს ლომს იმაზე მეტად, ვიდრე მისი საკუთარი პიროვნება. უნდა გახსოვდეთ, რომ ადამიანი წარმატებას არა ინდივიდუალიზმის, არამედ საერთობის დამსახურებით აღწევს.
მარტივად მოყვარული: ლომს ყოველთვის ეყვარება ის, ვინც მის ეგოს დაამშვიდებს და თავმოყვარეობაში შეუწყობს ხელს. ამის გამო, მის გვერდით არც ისეთი კარგი ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე.
სიამაყე: ამ თვისების უკეთესობისკენ მოქცევა შეიძლება, თუ ფულსა და ყურადღებას ქველმოქმედებისკენ მიმართავთ. მაშინ ყველა აღფრთოვანდება იმით, რასაც თქვენ აკეთებთ.
6. ქალწული
პედანტურობა: თუ ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერს სწორად გააკეთებთ, სახელმძღვანელოს მიხედვით, თავად ცხოვრებას გამოტოვებთ.
ზედმეტი მომთხოვნელობა: ეს არამხოლოდ ქალწულს, არამედ მის გარშემომყოფებსაც ეხება. ხანდახან, ეს ზედმეტად დამღლელია და ასეთი ადამიანისგან დამალვა გვინდება ხოლმე.
ჩაციებულობა: ადამიანების უმეტესობას განიზიდავთ, როცა სიტყვებზე ეკიდებით, არსს კი არ უსმენთ. ყურადღება მიაქციეთ არა წინადადებების ფორმას, არამედ მათ არსს.
7. სასწორი
მერყეობა: სასწორი ყოველთვის იპოვის თავის გასამართლებელ საბუთს და უარს იტყვის ნებისმიერ იდეაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ბრწყინვალედ იდეალური არაა. ასე ტოვებენ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენებს.
ზეციურობა: ზოგიერთი სასწორი ფიქრობს, რომ ყოფაცხოვრება მათთვის არაა, ამიტომ მასზე ყურადღების ხარჯვა არ ღირს. გზას ვერ იკვლევენ პრაქტიკულ საკითხებში.
უპასუხისმგებლობა: ხანდახან, თქვენი ნდობა შეუძლებელია, რაც თქვენს ურთიერთობებს სტაბილურობას არ მატებს.
8. მორიელი
უნდობი: ხანდახან, მორიელს უჭირს კარგი ადამიანის ახლოს მოშვება. თუმცა, მაშინაც კი, როცა დისტანცია შემცირდება, მაღალი მოთხოვნილებები ისევ დაბრკოლებად რჩება.
ბრძოლის ველზე ერთია: მორიელი ფიქრობს, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა, ამიტომ, მარტომ უნდა მიაღწიოს მიზანს. დახმარების თხოვნა მის ძალებს აღემატება.
9. მშვილდოსანი
ზედმეტი პირდაპირობა: მშვილდოსანმა არ იცის, რა არის კეთილი ტყუილი, რაც ადამიანებს განიზიდავს. ხანდახან, თქვენი გულწრფელობა არავის სჭირდება!
საეჭვო სახის ლიდერული გამოხტომები: საკუთარი თავისკენ ყურადღების მოქცევა და ბრბოს გაძღოლა მშვილდოსანს ნამდვილად შეუძლია. აი, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და საქმის ბოლომდე მიყვანა – არ შეუძლია.
ბუზღუნობა: თუ რაღაც რიგზე ვერ მიდის, მაშინვე კატასტროფად აღიქვამთ და ზღვა ნეგატივს მოიტანთ. ნაყინის ბურთულა იატაკზე დაგივარდათ? მორჩა, მთელი დღე ჩაფლავდება!
10. თხისრქა
ზედმეტი შრომისმოყვარეობა: თხისრქა თვეების მანძილზე შეიძლება არ შეხვდეს ნათესავებს, თუ სამსახურში მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა. ცუდია ის, რომ სამსახურში ყოველთვის მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას.
პრაგმატულობა: სიხარული და სიცილი მხოლოდ და მხოლოდ გრაფიკით შეიძლება. თხისრქების განსაკუთრებული ემოციური თავისებურების გამო, მათ თანაგრძნობის არმქონე უცნაურ ადამიანად მიიჩნევენ.
სხვების გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის: ხანდახან, ამაში ცუდი არაფერია, თუ ამას სხვისი თანხმობით აკეთებთ. თუმცა, თუ თანხმობა არ გაქვთ, არც კი ეკითხებით.
11. მერწყული
ინტრიგნობა: მოხერხებულ მანიპულატორს უყვარს უსიამოვნო სიტუაციებში გახვევა მხოლოდ და მხოლოდ გართობის მიზნით.
ორგულობა: ხანდახან, მერწყული უფრო მეტადაა მიდრეკილი ღალატისკენ, ვიდრე სხვები, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფანტაზიებს რეალობად აქცევს.
ყველასთვის ჭკუის სწავლება: სხვა ადამიანის რჩევის გათვალისწინება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება. სხვებისთვის კი იმ რჩევების მიცემა, რომლებიც არავის უთხოვია, მარტივია!
12. თევზები
ნაღვლიანობა: თევზების ცხოვრების სტილი იმაში მდგომარეობს, რომ რეგულარულად იწუწუნოს და იტანჯოს. ძალიან მარტივია დადარდიანება, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა კი – რთული.
ვერ ცხოვრობს ზრუნვის გარეშე: თუ თევზებს არ უყვარს და არ ეალერსება, იგი თავს უბედურად და არასრულფასოვნად გრძნობს. საკუთარ თავზე დაყრდნობა არ შეუძლია.
ცუდი მსმენელი: თუ თევზები სიამოვნებით წუწუნებს სხვებთან, ასეთივე წუწუნის მოსმენას არ აპირებს. ეს მეგობრების გაჩენაში უშლის ხელს.
შესაძლოა, ზოგიერთი წინადადება არ ემთხვევა, რადგან ეს აღწერა 100%-ით ზუსტი არაა. გვაინტერესებს, თქვენს შემთხვევაში რა დაემთხვა და რა – არა.