ნაზ და ემოციურ ქალწულთან ურთიერთობის ოსტატობა

0
904

ქალწული ცივი და ჩაკეტილი გვეჩვენება. მასთან ურთიერთობა რთულია. ისეთი შეგრძნება რჩება, თითქოსდა მისი მიუწვდომლობის მიღმა რაღაც იმალება. ეს მართალია, მაგრამ აქ დამალულია არა ქედმაღლობა, როგორც ბევრი ფიქრობს, არამედ დაუცველი სული. სინამდვილეში ქალწული ძალიან მგრძნობიარე და უსუსურია. საერთოდ, ქალწული ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანია.

გაოცებული ხართ? ქალწულის შესახებ კიდევ რამდენიმე ფაქტი გვაქვს, რომლებმაც შეიძლება გაგაოცოთ. „პაპარაცი“ იდუმალებით მოცულ და ბრძენ ქალწულებზე ყველაფერს გიამბობთ.

ქალწულის ხასიათი

1. წარმოუდგენლად მგრძნობიარეა

მან ამის შესახებ შესანიშნავად იცის და ამ გრძნობების გამოაშკარავება არ სურს. სწორედ ამიტომ, ემოციების შესაკავებლად დიდ ძალისხმევას ხარჯავს. ზოგჯერ ემოციებს იმდენად თრგუნავს, რომ საკუთარ თავს აზიანებს. თუმცა გულწრფელობას მაშინ ბედავს, როცა თავს სრულად უსაფრთხოდ გრძნობს.

ქალწულისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას მოუსმინონ. თუ ქალწული ემოციური აფეთქების დროს იხილეთ, როცა ის ყველაფერს ყვება და გრძნობებს არ მალავს, იცოდეთ, რომ გენდობათ. ეს დააფასეთ.

2. ტყუილს ვერ იტანს

მისთვის ყველა ფსიქოლოგიური თამაში, მანიპულაცია და ტყუილი მიუღებელია. ქალწულთან გულწრფელი და 100 პროცენტით გულახდილი უნდა იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ერთი გზა არ გაქვთ. ქალწულის სტიქია პირფერობას და თვალთმაქცობას ვერ იტანს.

3. წესრიგი, წესრიგი და კიდევ ერთხელ წესრიგი

ქალწულისთვის უწესრიგობა მიუღებელია, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. წესრიგის შესახებ მისი სტანდარტების მიხედვით არ იცხოვროთ, ეს შეუძლებელია. ამას თავად ქალწულიც აღიარებს. მაგრამ, თუ ქალწულთან ურთიერთობა გსურს, აჩვენეთ მაინც, რომ სახლში, ცხოვრებასა და ფიქრებში ჰარმონიის და წესრიგის დამყარებას ცდილობთ.

4. საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლია

თუ ქალწულის გვერდით ხართ, მისი განებივრება არ დაგავიწყდეთ. თავად ამის გაკეთება არ შეუძლია. მხოლოდ ქალწულს შეუძლია ბევრი გასცეს და თავისთვის ცოტა აიღოს. თუ ქალწული ძალიან მკაცრი გეჩვენებათ, დაფიქრდით, რომ საკუთარი თავის მიმართ ასმაგად მკაცრია. ქალწული მასზე ზრუნვას დიდად აფასებს და ამას ბოროტად არასდროს გამოიყენებს.

5. ინტუიცია განვითარებული აქვს

ქალწულის ინტუიციის სათანადოდ არ დაფასება არ ღირს. თავად ყოველთვის სინდისიერად იქცევა და სიმართლეს ამბობს, ამიტომ მატყუარას კილომეტრებში გრძნობს. თუ რაიმე თაღლითობას გეგმავთ, ქალწულის წინააღმდეგ არაფერი მოიმოქმედოთ, ის ყველაფერს გაიგებს. მას ვერაფერს დაუმალავთ მაშინაც კი, თუ კარგი განზრახვა გაქვთ.

6. ყველაზე ერთგულია

ერთგულება ქალწულის მთავარი თვისებაა. ყველაფრის მიუხედავად მეგობრების და პარტნიორის გვერდით რჩება. ქალწული ერთგული მეგობარია, რომელსაც შეგიძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში ენდოთ. თუ ურთიერთობა ცალმხრივი იქნება, ქალწული სამუდამოდ წავა.

7. შრომისმოყვარეა

ის იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც გვიანობამდე მუშაობს, ბეჯითად სწავლობს და ყველა ამოცანას ასრულებს. საკუთარი შრომისმოყვარეობით ამაყობს და ზარმაცებს ვერ იტანს. ყველაფერი დაწყობილი და დაგეგმილი აქვს, საქმის დრო, გართობის დრო.

8. თავისუფლება სჭირდება

ქალწულს თავისუფლად სუნთქვა სჭირდება. ცოტა თავისუფალი სივრცე დაუტოვეთ მას ხალხი უყვარს, მაგრამ ზოგჯერ იღლება. ამ დროს ყველასა და ყველაფრისგან გაქცევა და მარტოობაში ყოფნა სჭირდება, რომ ძალები აღიდგინოს. თუ დროებს შორის ბალანს იპოვით, როცა თქვენ ქალწულთან ხართ, და როცა ის მარტოა, ყველაფერი კარგად იქნება.

9. მხარდაჭერა სჭირდება

სხვების მიმართ მისი კრიტიკა არაფერია იმასთან შედარებით, თუ საკუთარი თავის მიმართ რამდენად კრიტიკულია. სწორედ ამიტომ, მას ყოველთვის მხარდაჭერა სჭირდება. სჭირდება ის, ვინც შეაქებს და მის გამარჯვებას ღირსეულად დააფასებს. ქალწულს სჭირდება, რომ ვინმე, ვინც მისი მიღწევებით მასზე უფრო მეტად იამაყებს.

10. ვნებიანი და მგრძნობიარეა

თავიდან ქალწული თავშეკავებული გვეჩვენება, მაგრამ როგორც კი უსაფრთხოებას იგრძნობს, თავის გამოვლენას იწყებს. ქალწული ურთიერთობაში 100%–ს დებს. ამას მაშინ იგრძნობთ, როცა ქალწული თქვენთან ბოლომდე გაიხსნება.

ყველა ამ ფაქტის ცოდნის მიუხედავად ვერ იტყვით, რომ ქალწულს ბოლომდე იცნობთ. ზოდიაქოს ნიშანი ხომ პიროვნების ხასიათს ნაწილობრივ განსაზღვრავს, ნაწილი კი ყველა ქალწულში ინდივიდუალურია. ზოგს ის ბრძენ იდუმალად ეჩვენება, მაგრამ თუ ახლოს მიხვალთ ამ ადამიანის წარმოუდგენელ შინაგან სამყაროს დაინახავთ. ქალწულთან ურთიერთობის გამოცდილება გაქვთ? მასთან საერთო ენა იპოვეთ?