„პაპარაცი“ ქალებს სთავაზობს საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტის გავლას, რომელიც ფსიქოლოგიაში პიროვნების ტიპს განსაზღვრავს. თქვენ მხოლოდ სურათზე მოცემული სუნამოს ფლაკონებიდან ერთ–ერთი უნდა აირჩიოთ, შემდეგ კი შედეგი გაიგოთ. ტესტი ხასიათის გამოვლენაში და საკუთარი თავის გვერდიდან დანახვაში დაგეხმარებათ.
პიროვნების ტიპები ფსიქოლოგიაში
სურათზე მოცემული 4 სუნამოს ფლაკონიდან ერთ–ერთი აირჩიეთ, შემდეგ შედეგი წაიკითხეთ. თითოეულ ფლაკონს ადამიანის პიროვნების გარკვეული ტიპი შეესაბამება.
ფლაკონი № 1
თქვენ ძლიერი და მტკიცე ხასიათი გაქვთ. ამასთან შესანიშნავად აცნობიერებთ, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელშია. ზოგჯერ რთული გამოსაცნობია, თუ რას ითხოვენ თქვენგან, ამიტომ პირდაპირობას და ცივ გაანგარიშებას უპირატესობას ანიჭებთ.
ფლაკონი № 2
თქვენ პირდაპირი ხართ. სხვების გაკრიტიკება არ გაშინებთ. სხვების ნათქვამი გულთან ახლოს არ მიგაქვთ, თუმცა გულწრფელი თანაგრძნობა, სინანული და გაგება შეგიძლიათ. ამ პიროვნების ტიპის ქალებს კარგად განვითარებული აქვთ ემპათია – სხვების პრობლემების მიმართ გულგრილად დარჩენა უჭირთ.
ფლაკონი № 3
რთული და დაძაბული ცხოვრებით ცხოვრობთ – ყველაფერს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. თქვენ ძალიან ნაზი სული გაქვთ, რის გამოც ხშირად შფოთავთ. ამ ტიპის გოგოები თავშეკავებულები და ჩუმები არიან, სიტყვას ტყუილად არ ისვრიან.
ფლაკონი № 4
გულწრფელად იტანჯებით, როცა დანაპირების შესრულებას ვერ ახერხებთ. სხვებს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ ძალიან მგრძნობიარე და დაუცველი ადამიანი ხართ. თუმცა თქვენ გულწრფელი და მართალი ბუნება გაქვთ, რომელიც სხვებს არასდროს უღალატებს და რთულ მომენტებში მხარს დაუჭერს. სხვებმა ამ ძვირფასი თვისებების გამო უნდა დაგაფასონ.
მსურს დავამატო, რომ ფსიქოლოგიაში პიროვნების ტიპები ცუდად ან კარგად არ იყოფა. თითოეული ადამიანის ხასიათს შეიძლება ჰქონდეს პოზიტიური ან ნეგატიური მხარე. საკუთარი თავი კარგი მხარისთვის უნდა შეაქოთ და ცუდზე მუშაობამ არ უნდა შეგაშინოთ. იყავით ბედნიერი და ყოველთვის პოზიტიურ ტალღაზე დარჩით. თქვენ რომელი სუნამოს ფლაკონი აირჩიეთ?