ლიმონიანი სასმელი, რომელიც ჭარბ კილოგრამებს ერთი ხელის მოსმით აქრობს

0
216

დღეს გახდომა ნამდვილ იდეა ფიქსად, განსაკუთრებულ რიტუალად, ბევრი ჩვენგანისთვის კი მიუღწეველ ოცნებად იქცა. ყველას თავისი მიზეზი აქვს, სტატისტიკას თუ დავუჯერებთ. თუმცა, დამეთანხმებით, თქვენი მუდამ დიეტაზე მყოფი ნაცნობების უმეტესობა ამას არა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, არამედ იდეალური ფიგურის მისაღებად აკეთებს. ამას ბევრი შეჰყავს ჩიხში, ზემოდან კი უსიამოვნო დიაგნოზებიც ემატება. ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა გახდომა უსიამოვნო შედეგების გარეშე?

აზრები ბევრად იყოფა. ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ დიეტა ვნებს ორგანიზმს. ამავდროულად, იგი გირჩევთ სხვადასხვა სასარგებლო დაბალკალორიულ სასმელებს ჯანსაღი წონის მისაღებად. ნუ აგერევათ ეს სასმელები სხვადასხვა დაფხვნილ მასებში, ფიტნეს-მაღაზიებიდან. მათში სასარგებლო ძალიან ცოტა რამაა, ეტიკეტის მიუხედავად. ჩვენ კი გთავაზობთ აბსოლუტურად უსაფრთხო სასმელს, რომელსაც შედეგი მოაქვს.

4 ინგრედიენტი – 1 ეფექტი

უამრავ დიეტას შორის, მინერალური წყლის დიეტა განსაკუთრებით პოპულარულია. იგი გვეხმარება მეტაბოლიზმის აჩქარებაში. ხარისხიანი მინერალური წყლის მოხმარებით, თქვენ ამდიდრებთ ორგანიზმს კალიუმითა და კალციუმით, იოდითა და თუთიით.

ამასთან, თქვენ მუდმივად მხოლოდ წყალს არ სვამთ, მიირთმევთ სხვა სასარგებლო პროდუქტსაც. თუმცა, წყლის ხარჯზე, მოხმარებადი კალორიების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, შედეგად, თქვენ ხდებით.

თუმცა, საკვებს მინერალური წყალი არ უნდა დააყოლოთ. ასეთი კვების დროს, დღეში 3 ლ წყალი უნდა მიიღოთ. თუმცა, რასაც ჩვენ გთავაზობთ, მინერალური წყლის დიეტას ჰგავს, მის დროს ყველაფრის ჭამა შეიძლება, თუ ჭამამდე 30 წუთით ადრე განსაკუთრებულ სასმელს მიიღებთ.

ინგრედიენტები:

  • 5 ლ მინერალური წყალი
  • 125 გ შვრიის ფქვილი
  • 1 ლიმონი
  • 2 ვაშლი

მომზადება

  1. დაჭერით ვაშლი წვრილად.
  2. ჩაყარეთ ხილი ბლენდერში, დაასხით წყალი, დაუმატეთ შვრიის ფქვილი, კარგად მოურიეთ. მასა ერთგვაროვანი უნდა გახდეს. თუ იგი ძალიან სქელია, დაუმატეთ კიდევ ცოტაოდენი წყალი.
  3. გადაასხით სითხე ცალკეულ ჭურჭელში. დაუმატეთ ლიმონის წვენი და მოურიეთ. დღეში 1 ლ სასმელი უნდა დალიოთ.

ლიმონის სარგებელს ყველა იცნობს. ეს ხილი ამდიდრებს ორგანიზმს აუცილებელი ელემენტებით და ასტიმულირებს ნივთიერებათა მიმოცვლას. რაც შეეხება შვრიის ბურღულს, იგი წმენდს ორგანიზმს და არეგულირებს საკვების მომნელებელი ტრაქტის მუშაობას. შვრიის ფქვილი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს, B1 და B2 ვიტამინებს, კალიუმს, ფოსფორსა და რკინას შეიცავს.

წონის ფაქიზი და უსაფრთხო კლება – აი, რის გარანტიას გვაძლევს ასეთი სასმელი. მნიშვნელოვანია მისი მოხმარება ყოველდღე, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. მიირთვით დილას და ძილის წინ, არ ეცადოთ საკვების მოკლება. უბრალოდ შეზღუდეთ ტკბილეულისა და ცხიმიანი საკვების მიღება.