ტესტი, რომელიც მომავლის განჭვრეტაში დაგეხმარებათ

2846

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მთელი ცხოვრება ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობაა. რა თქმა უნდა, გარე-სამყაროში ყველაფერი ჩვენს არჩევანს არ ექვემდებარება, თუმცა, სამაგიეროდ, ასეთი შემთხვევები ჩვენს ხასიათს აყალიბებს. ადამიანის პიროვნების შეფასება ნებისმიერისთვის რეგულარული საქმიანობა უნდა იყოს – ჩვენ ხომ მუდმივად ვიცვლებით.

ადამიანის პიროვნების შეფასება

ამ სტატიაში გთავაზობთ მცირე ტესტს, რომლის შედეგიც გიჩვენებთ თქვენს ახლანდელ სულიერ მდგომარეობას. გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა სულს რაღაც აწუხებდა, თქვენ კი ვერ იგებდით, რა იყო ეს?

ხანდახან რაღაც ძლიერ არ გვყოფნის, ამ მომენტში კი საკმარისად ვერ ვაზროვნებთ, რომ მივხვდეთ, რა გვაკლია. მაშინ ჩვენს დასახმარებლად მოდის ფსიქოლოგიური ტესტი, რომლიც ნათელს მოჰფენს თქვენს სურვილებსა და მოთხოვნილებებს.

სანამ ტესტს გაივლიდეთ, გირჩევთ, რამდენიმე წუთი სიწყნარეში გაატაროთ. ჩამოჯექით საზურგიან სკამზე და ყურადღება მიმართეთ საკუთარი სხეულისკენ. თავიდან, აზრები თავში დაიწყებს ტრიალს, თქვენ კი გააგრძელეთ მათი მიმართვა სხეულებრივი შეგრძნებებისკენ.

ამის შემდეგ, გაახილეთ თვალები და შეხედეთ ზემოთ მოცემულ სურათს. მასზე წარმოდგენილია ოთხი კარი, რომელთაგანაც ერთ-ერთი უნდა აირჩიოთ.  ნუ შეაფასებთ კარს არქიტექტურული ან ესთეტიკური თვისებებით, უბრალოდ აირჩიეთ ის, რომელშიც ამ მომენტში შეხვიდოდით.

1. თეთრი კარი

დიდი ალბათობით, ახლა სიმშვიდე და სიმყუდროვე დაგჭირდებათ. მაშინაც კი, თუ ამ მომენტში განსაკუთრებული ცხოვრებისეული მოვლენები მცირე რაოდენობითაა, მომაბეზრებელი აზრები მაინც აწუხებს თქვენს ცნობიერს. ხოლო, თუ მათ დროულად არ გაექცევით, სტრესი შეუჩერებლად დაგროვდება.

ერთდროულად ბევრ ადამიანთან ურთიერთობა ამ წუთებში არ გჭირდებათ. გირჩევნიათ თუნდაც ორი, ოღონგ საუკეთესო მეგობარი, არა? ხარისხი და არა რაოდენობა!

ახლა თქვენთვის იდეალური დროა იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ მომაბეზრებელი მედია-საშუალებები და ყბედი ადამიანები. უფრო ხშირად განმარტოვდით სმარტფონის გარეშე, მნიშვნელოვანი ფიქრების მობილიზებისთვის. კარგი შესაძლებლობა გაქვთ საკუთარი თავის მოსასმენად.

2. შავი კარი

თქვენი ინტერიერის მოწყობა და გარდერობის შერჩევა ისე რომ შეგეძლოთ, როგორც გინდათ, და არა საფულის მიხედვით, თქვენ ორი სიტყვით აღგწერდნენ: დახვეწილობა და სტილი. არ აქვს მნიშვნელობა, კერძოდ რომელი სტილი, ამ დახვეწილობის შეუმჩნევლობა შეუძლებელია.

ადამიანები, რომლებიც წინასწარ გაფასებენ, ვერც კი ხვდებიან, რამდენად მდიდარ შინაგან სამყაროს უშვებენ ხელიდან. მათთვის მარტივია იმის თქმა, რომ ამ ადამიანთან ყველაფერი გასაგებია, ვიდრე ძალისხმევის ჩადება თქვენი პიროვნების ამოსახსნელად.

ძალისხმევა კი თქვენთან ურთიერთობაში მართლაც საჭიროა. პიროვნების თავისებურებებისა და, ხანდახან, ექსტრავაგანტულობის უკან, ხშირად, იმალება მგრძნობიარობა, რომელსაც მოხერხებულად მალავთ. ხანდახან კი ეს უბრალოდ თქვენი თავის გამოვლინებაა, რაც თქვენს ახლობლებს არ ესმით.

თუმცა, არ ხართ ვალდებული, ყველას მოსწონდეთ. წინ გელით თვითშეცნობის ხანგრძლივი და საინტერესო გზა მრავალრიცხოვანი ცდით, სამყაროში საკუთარი ადგილის საპოვნებად. ნუ იდარდებთ, ეს თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ.

3. ვარდისფერი კარი

თქვენ საკმაოდ მშვიდობისმოყვარული ადამიანი ხართ, რომელიც კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ხშირად შეხვდებით უსწორმასწორო გზას, უნდა გააკეთოთ ეს, შეაკეთოთ ის, გაარკვიოთ ყველაფერი.

თუ გეჩვენებათ, რომ ეს ასე არ არის, უფრო კარგად დააკვირდით. შეაფასეთ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფერო და დაფიქრდით, მართლა ასე ცუდადაა ყველაფერი? ან, იქნებ, დაგავიწყდათ და ვეღარ ახერხებთ იდეალურისა და ძალიან კარგის ერთმანეთისგან გარჩევას?

თქვენი მგრძნობიარე სული, ხანდახან, სირთულეებს განიცდის მარტივ საქმეებშიც კი, ამიტომ, ახლა განსაკუთრებით გჭირდებათ ახლობლების მხარდაჭერა. ნუ მოგერიდებათ მათთან ამის აღიარება და დახმარების თხოვნა. თუ სახლში ჯერ კიდევ არ გყავთ საყვარელი ძაღლი ან 2-3 კატა, სწორედ რომ მათი აყვანის დროა.

4. ლურჯი კარი

დიდი ალბათობით, გუნდური ადამიანი ხართ. მაშინაც კი, თუ, ხშირად, მარტო ყოფნა უფრო მოგწონთ, ხალხმრავლობაში ნამდვილად არ იკარგებით. თქვენ მოგწონთ საინტერესო პიროვნებები, ამიტომ ცდილობთ, სამეგობრო წრე სწორედ ამ ინდივიდებით შეავსოთ.

თქვენი სიმკვეთრე და სამყაროს ფაქიზი შეგრძნებაც იზიდავს საინტერესო ადამიანებს. თუ ახლა ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ესე იგი, არსებობს შანსი, რომ ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობას ცდილობთ, თქვენთვის შეუფერებელი არიან.

თქვენი ცნობისმოყვარეობა და ცოდნისადმი მისწრაფება ამ ცხოვრებაში ძალიან დაგეხმარებათ. მთავარია, არ შეუშალოთ ხელი და თქვენი საქმე აკეთოთ.

ადამიანის პიროვნების შეფასება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც მრავალ ფაქტორს ითვალისწინებს. ამიტომ, ჩვენ გვაინტერესებს, რა დაგემთხვათ და რა – არა ამ აღწერაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს