სამეფო ტკბილეული რომ მიიღოთ, ქლიავის მურაბის მომზადება საღამოს დაიწყეთ. როცა გასინჯავთ, მიხვდებით რომ დრო ტყუილად არ დაგიხარჯავთ.
მაშინაც კი, თუ მურაბას პირველად ამზადებთ და ეს თქვენი დებიუტია, არა საცდელად, არამედ ერთდროულად ბევრი გააკეთეთ. მურაბა ნაზი, არომატული გამოვა და ზედმეტად ტკბილი საერთოდ არ იქნება. ძალიან ჰგავს ნაზ მარმელადს. მეფისთვის ასეთი მურაბის მირთმევა არ შეგრცხვებათ!
ქლიავის მურაბა
თუ არასტანდარტული გადაწყვეტილება მოგწონთ, რეცეპტი თქვენთვისაა. დარიჩინის არომატი, ქლიავი და ხრაშუნა კაკალი გემრიელად ჟღერს, ასე არაა? ქლიავის მურაბა კაკლით ნებისმიერ დესერტს ხიბლს შემატებს, საცხობად გამოგადგებათ და ზამთრის ცივ დღეებში გაგათბობთ.
მურაბისთვის მუქი სახეობის მაგარი ქლიავი გამოიყენეთ. გადამწიფებული ქლიავი ფაფა გახდება და ჯემს მიიღებთ. კაკალი ყველაზე ახალი აიღეთ. დარწმუნდით, რომ მათ შორის გაფუჭებული ან მწარე არ ურევია.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ქლიავი
- 4 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა ნიგოზი
- 2 ჩხირი დარიჩინი ან 0,5 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- 2 ს/კ კონიაკი
მომზადება:
1. გარეცხილი ქლიავი შუაზე გაჭერით და კურკები მოაშორეთ. კენკრას ნახევარი პორცია შაქარი დააყარეთ და 3 საათით გააჩერეთ.
2. როცა კენკრა წვენს გამოიღებს, დარჩენილი შაქარი, დარიჩინის ჩხირები დაუმატეთ და ცეცხლზე დადგით. სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ და გამორთეთ.
3. მომავალი მურაბა 8 საათით ან მთელი ღამით გააჩერეთ. ქლიავი შაქრის სიროფით და დარიჩინით გაიჟღინთება და ფორმას კარგად შეინარჩუნებს.
4. დილი მურაბა სუსტ ცეცხლზე დადგით. სანამ მურაბა დუღდება, კაკალი მოამზადეთ.
5. ნიგოზი მშრალ ტაფაზე ოდნავ შეწვით, მშრალ პირსახოცში გაახვიეთ და დასრისეთ. ასე ზედმეტ ფურცლებს მოიშორებთ და კაკალი უფრო გემრიელი იქნება.
6. მდუღარე მურაბას კაკალი, კონიაკი დაუმატეთ და 20 წუთით ხარშეთ. ქაფის მოშორება არ დაგავიწყდეთ.
7. დარიჩინის ჩხირები ამოიღეთ. ცხელი მურაბა სტერილურ ქილებში ჩაასხით და თავსახურით მოხუფეთ. ქილები გადააბრუნეთ და 24 საათით თბილად შეფუთეთ.
ქლიავის მურაბა კარგია იმით, რომ შეგიძლიათ სხვადასხვა ინგრედიენტებით მოამზადოთ და ოჯახის წევრები ახალი გემოს შეფერილობით და არომატით გაახაროთ.
ქლიავის მურაბის რეცეპტი შეინახეთ და მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.