სანამ ქუჩაში მზიანი ამინდია, ბოტასებს არც კი ვიღებ. სამსახურში, სასეირნოდ და მაღაზიაშიც კი მაღალქუსლიან სანდლებს ვიცვამ. რა თქმა უნდა, ქუსლებს განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიყენებ, მაგრამ კვირის დღეებში მსურს ეფექტურად გამოვიყურებოდე. თქვენ იკითხავთ, რა მოვუხერხოთ დაღლილობას? უკვე დიდი ხანია ფეხებისთვის დაფნის ფოთოლს ვიყენებ.
დაფნის ფოთლის სარგებლის შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია. სინამდვილეში დაფნის სამკურნალო ნახარში შეგიძლიათ არა მხოლოდ დალიოთ. უძველესი დროიდან დაფნის ნახარში ქალებს ფეხის ტკივილის, დაღლილობის და ჭარბი ოფლდენის დროს ეხმარებოდა. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გამოვიყენოთ დაფნის ფოთოლი ფეხებისთვის.
დაფნის ფოთოლი ფეხის ტკივილის დროს
თუ მუდმივად ფეხის ტკივილი და სიმძიმე გაწუხებთ, მარტივი პროცედურების სერია დაგეხმარებათ. თავდაპირველად 3 შეფუთვა დაფნის ფოთოლი დაგჭირდებათ. ახლა დიდ ქვაბში 7-10 ლ წყალი აადუღეთ, წინასწარ 1 შეფუთვა ფოთლები ჩაყარეთ.
ახლა მდუღარე წყალი ტაშტში ჩაასხით და ოპტიმალურ ტემპერატურამდე გაგრილებას დაელოდეთ. ნახარში ჯერ კიდევ ცხელი უნდა იყოს. შემდეგ მასში 20 წუთით ფეხის აბაზანა გაიკეთეთ. ასეთი პროცედურის შემდეგ თბილი წინდები ჩაიცვით და დაიძინეთ.
ნახარში არ გადაასხათ! მეორე დღეს მასში მეორე შეფუთვა დაფნის ფოთლები ჩაყარეთ და კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ. პროცედურა სრულად გაიმეორეთ. იგივე მოქმედება მესამე შეფუთვა დაფნის ფოთლებით გაიმეორეთ.
ასეთი პროცედურის შემდეგ ტკივილი და შეშუპება უნდა გაქრეს. სეზონზე ერთხელ ან თქვენი განწყობის მიხედვით გაიმეორეთ. პირადად, მე დაფნის ფოთოლს ფეხებისთვის 6 თვეში ერთხელ ვიყენებ.
დაფნის ფოთოლი ფეხის ოფლიანობის დროს
ტერფები მუდმივად გიოფლიანდებათ და ამის გამო მუდმივ დისკომფორტს განიცდით? ამ პრობლემას დაფნის ფოთლების ნახარშით გაუმკლავდებით. მთელ ტაშტში მდუღარე წყალი ჩაასხით და მასში 20-40 ფოთოლი დამდუღრეთ. როცა წყალი ოდნავ გაგრილდება, ფეხის აბაზანები გაიკეთეთ. ასეთი პროცედურა ძილის წინ ყოველთვის გაიკეთეთ.
მძიმე სამუშაო დღის და ფიზიკური აქტივობის შემდეგ არა მხოლოდ ფეხებს, არამედ ზურგს დასვენება სჭირდება. ხშირად დაისვენეთ და სხეულის მოსმენა არ დაგავიწყდეთ.
აი, ასე იყენებდა დაფნის ფოთოლს ფეხებისთვის ჯერ კიდევ ჩემი ბებია. ის მთელი ცხოვრება მეზობელ სოფელში მასწავლებლად მუშაობდა, ამიტომ ყოველდღე 14 კმ–ს გავლა უწევდა. ამასთან ბოსტანსაც უვლიდა! მხოლოდ ასეთი სპა პროცედურები ეხმარებოდა ფეხის ტკივილის და დაღლილობის მოშორებაში. თქვენ რომელი სხეულის მოვლის საიდუმლო ხრიკები მიიღეთ მემკვიდრეობით? გაგვიზიარეთ!