ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შემოდგომაზე იღბლიან ბილეთებს ამოიღებენ

0
6078

2020 წლის დასაწყისი და შუა პერიოდი უმეტესობა ჩვენგანისთვის საკმაოდ უჩვეულო და რთული იყო. ძალიან მალე ფანჯარაზე შემოდგომა მოგვიკაკუნებს, მაგრამ ეს არ იქნება „მოსაწყენი დრო“, როგორც კლასიკა ამბობს. 2020 წლის პროგნოზი ვნახე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

წლის ცივი სეზონი პლანეტების წარმატებული განლაგების წყალობით საკმაოდ კარგად დაიწყება. შემოდგომის სეზონი საკმაოდ პროდუქტიული იქნება. განსაკუთრებით 5 ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს.

2020 წლის შემოდგომის პროგნოზი

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ ვის ჰპირდებიან ასტროლოგები ხელსაყრელ პროგნოზს შემოდგომაზე. დღესვე ვაჩვენებ დედას, ის ქალწულია – დაე, გაიხაროს!

ქალწული

ამ შემოდგომაზე ქალწული ნამდვილად ბედნიერ ბილეთს ამოიღებს. წარმატების მწვერვალი სექტემბერში იქნება. ვენერას ადგილმდებარეობა სულის ჰარმონიას და მატერიალური შესაძლებლობის ზრდას ხელს შეუწყობს. ამ პერიოდში ქალწული თავისი დროის გონივრულად გადანაწილებას და ცხოვრებისეული შესაძლებლობების რეალურად შეფასებას შეძლებს.

ინტუიცია და გამოცდილება აუცილებელ მინიშნებებს მოგცემთ. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაგიჩნდებათ, თანაც მნიშვნელოვანი შანსი. ქალწულის სული მზად იქნება სამყარო მთელი თავისი დიდებით აღიქვას. სასარგებლო ინფორმაციის ათვისება ახალი იდეების გენერირებას, თქვენი ცხოვრების რეფორმირებას ხელს შეუწყობს.

სასწორი

კარგი დროა იმისთვის, რომ საქმიანობის სფეროს შეცვლაზე დაფიქრდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება გაამახვილოთ ისეთ სფეროებზე, სადაც გარემოს ან ხალხს პირდაპირ დაეხმარებით. თავს მშვიდად და მსუბუქად იგრძნობთ და ეს რაღაც ახალს და მშვენიერს თქვენს ცხოვრებაში შემოსვლის შანსს მისცემს.

ბევრი ოცნება უკვე შემოდგომის ბოლოს ახდენას დაიწყებს. ოღონდ ყველა შანსის დაჭერა მოასწარით!

მორიელი

მორიელის ცხოვრებაში 2020 წლის შემოდგომაზე პრაქტიკულად ყველაფერი შეიცვლება, დაწყებული შემოქმედებითი შესაძლებლობების გაღვივებით და საერთო ენერგეტიკით დასრულებული. თუმცა უსიამოვნო პიროვნებებთან და ცუდი ენერგეტიკის ხალხთან ურთიერთობას უნდა მოერიდოთ. მათი ამოცნობა ისწავლეთ.

ძლიერი ჯანმრთელობა გექნებათ. შემოდგომის უმეტეს ნაწილში კარგ განწყობას შეინარჩუნებთ. ყველაფერი იმის გამო, რომ ურთიერთობის გაუმჯობესების ბევრ შესაძლებლობას მიიღებთ. ფინანსების სფეროშიც გაუმჯობესებას დაინახავთ.

მშვილდოსანი

შემოდგომაზე წარმატება თქვენს მხარეს იქნება და ეს უნდა გამოიყენოთ. მიზანი გაქვთ? მის რეალიზებას სასწრაფოდ შეუდექით. ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, არ შეგეშინდეთ და თამამად წინ იმოძრაოთ.

ცვლილებები მცირედით დაიწყება, შემოდგომის ბოლოს კი ცხოვრებისეული სიხარულის მწვერვალს მიაღწევს. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

თხის რქა

ნათელი პერიოდი დაიწყება თხის რქის ცხოვრებაშიც, რომელმაც ბოლო დროს ბედიდან ბევრი დარტყმა მიიღო. ოჯახურ ცხოვრებაში თბილი და რისკიანი ურთიერთობის დრო დადგება. ამ ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია თავისი გონივრული და პრაქტიკული ბუნების ნაყოფით დატკბეს.

ფინანსურ სფეროშიც გაუმართლებს. მართალია, ხარჯი და წარმატებული დაბანდება საკმარისი იქნება. ასე რომ ფულადი საშუალებების ბალანსი დაცული იქნება.

სინამდვილეში, 2020 წლის შემოდგომის პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის საკმაოდ პოზიტიურია. ამასთან, დიდად პროგნოზებზე დაყრდნობა არ ღირს. მე ვთვლი, რომ თითოეული ადამიანი რაღაც მხრივ თავისი ბედნიერების და კარგი განწყობის მჭედელია.

შემოდგომა ის დროა, როცა ყველაზე თამამი ოცნებები და სურვილები უნდა აიხდინოთ. თქვენ იღბლიანებს შორის ხართ?