მარტივი გზა ტუჩსაცხის გამძლეობის დასადგენად

0
217

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ ძალიან მარტივ, მაგრამ მოქმედ მეთოდზე, თუ როგორ შეარჩიოთ ტუჩსაცხი შეძენის დროს. ამისთვის მაღაზიის მიერ წარმოდგენილი ტესტერები საკმარისია. ჩვენი მეთოდი დაგეხმარებათ შეიძინოთ ხარისხიანი პროდუქტი გამძლე მაკიაჟისთვის.

როგორ შევარჩიოთ ტუჩსაცხი

უდაოდ, პირველ რიგში, ტუჩსაცხი ფერის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. მხოლოდ იდეალური შეფერილობის შემდეგ შეგიძლიათ ხარისხის შემოწმებაზე გადახვიდეთ. სწორედ ასეთი თანმიმდევრობით, რადგან ერთი ხაზის სხვადასხვა ფერის ტუჩსაცხიც კი შეიძლება შემადგენლობით განსხვავდებოდეს.

გირჩევთ ტესტერები, რომელსაც კონსულტანტები ხშირად პროდუქტის გვერდით დებენ, სალფეთქით რამდენჯერმე გაწმინდოთ. ამრიგად, პომადის ზედა ფენას მოაშორებთ და ბაქტერიების რაოდენობას შეამცირებთ. სამწუხაროდ, ყველაფრის მოშორებას ვერ შეძლებთ.

შემდეგ ტუჩსაცხი მაჯაზე რამდენიმეჯერ უნდა წაისვათ. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ იდება ფენა. თუ პატარა ნამცეცები ან ცარიელი ლაქები რჩება, შეგიძლიათ ტესტერი დაუყონებლივ გადადოთ.

თუმცა თუ ფერი და ის, თუ როგორ ჯდება ტუჩსაცხი, გაწყობთ, მეორე შემოწმებაზე გადადით. ხელით რამდენჯერმე ისეთი მოძრაობა უნდა გააკეთოთ, რომ პროდუქტის წასმის ადგილას ნაკეცები გაჩნდეს. შემდეგ ტესტერის კვალს ყურადღებით დააკვირდით. თუ ტუჩსაცხი კარგი ხარისხისაა, ხელის მოძრაობის შემდეგ კვალი მკაფიო და თანაბარი იქნება.

ტუჩსაცხის არჩევის დროს უნდა გახსოვდეთ, რომ დღის განმავლობაში ჩვენი მიმიკა მრავალჯერ იცვლება. ჩვენ ვიღიმით, ვიცინით, ტუჩებს ვბერავთ ან ვსაუბრობთ. ასე რომ დაბალი ხარისხის ტუჩსაცხის გამძლეობა ტუჩის მცირე მოძრაობაზე მთელ სილამაზეს გააფუჭებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მეთოდის გამოყენებით კარგ პროდუქტს შეარჩევთ და მაკიაჟის შენარჩუნებას მთელი დღით შეძლებთ.