ბევრმა იცის, რომ თანამედროვე ჯინსების წინაპრებს ფერმერებისა და მეშახტეების სამუშაო კომბინიზონები წარმოადგენდა. მათი შექმნის პატენტი ჯერ კიდევ 1873 წელს მიიღეს ჯეიკობ დევისმა და ლივაი სტროსმა. დღეს ეს მოსახერხებელი შარვალი ნებისმიერი ადამიანის გარდერობში მოიძებნება, მისი ჩაცმა კი თითქმის ყველაფერთან ერთად შეიძლება. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ იქმნებოდა სრულყოფილი ლუქები ჯინსებთან ადრე.
ამ სტატიაში ჩვენი რედაქცია გიჩვენებთ, თუ რასთან იცვამდნენ ჯინსის შარვლებს მოდის კერპები. ცნობილი ქალბატონების მაგალითებზე გაიგებთ, თუ რასთან შეიძლება ამ უნივერსალური ტანსაცმლის ჩაცმა. იმედია, ჩვენი მომზადებული მასალა შთაგაგონებთ.
ჯინსის კომბინაციები
მერილინ მონრო
რთულია დახვეწილი მონროს წარმოდგენა უხეშ ჯინსებში. თუმცა, ბევრი რეჟისორი მსახიობს სწორედ ასე ხედავდა. სამუშაო ტანსაცმელი მის ნაზ იმიჯს პიკანტურობასა და განსაკუთრებულ შარმს მატებდა. გარსა ამისა, მკვრივი დენიმის შარვლებმა მრავალჯერ დაამტკიცა, რომ მანდილოსნის ქალურობასა და სინატიფეს ხელს არაფრით უშლის.
გასული საუკუნის შუა წლებში, კინოთეატრების ეკრანზე გაჩნდა ფილმები “შეტაკება ღამით” და “არ დაბრუნების მდინარე”. ამერიკის ყველა კუთხიდან, ლამაზმანებმა დაიწყეს შეუდარებელი მერილინის მიბაძვა. მალე ჯინსებმა თავდაჯერებით გაიდგა ფესვები გოგონების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მერილინ მონროს სტილი უკვალოდ არ გამქრალა. მაგალითად, მსოფლიოში ცნობილმა დიზაინერმა, ტომი ჰილფიგერმა გაყიდა მსახიობის რარიტეტული ჯინსები 37 ათას დოლარად. სხვა შარვლები კი საჩუქრად ერგოთ მომღერალ ბრიტნი სპირსსა და მოდელ ნაომი კემპბელს.
როგორ იცვამდა პოპულარული მსახიობი? მისი ლუქები ჯინსებით საკმაოდ ლაკონიურად გამოიყურებოდა. როგორც წესი, მერილინი ირჩევდა თეთრ ზედას, ჩვეულებრივ მაისურს, ტოპს ან ბლუზას. ხოლო ფეხსაცმელთან ხშირად თამაშობდა. დენიმის მკვრივ შარვლებს უხამებდა კედებს, ბალეტკებსა და საშუალო სიმაღლის ჩექმებს. როგორც ხედავთ, ეს ტრენდი დღემდე არ მომკვდარა. გარდა ამისა, ტანსაცმელი სრულყოფილი ვერ იქნება ტყავის მკვეთრი ქამრის გარეშე.
ბრიჯით ბარდო
დიდი ხნის განმავლობაში, ევროპა ჯინსებს ფერმერთა სამუშაო ფორმად მიიჩნევდა. ბრიჯით ბარდომ შეძლო ამ მითის დამსხვრევა. 60-70-იან წლებში, მსახიობმა მრავალი ნივთისა და ფეხსაცმლის პოპულარიზება შეძლო, მათ შორის, ბალეტკების, მინი-ქვედა ბოლოების, ბიკინის, ბოტფორტების, ჯინსების… გარდა ამისა, ქალმა მოდაში შემოიტანა ვარცხნილობა “ბაბეტე”.
ბრიჯითი იცვამდა ჯინსებს, თავისუფალ მაისურებს წელზე კვანძავდა და სპეციალურად იკეთებდა აწეწილ ვარცხნილობას. ასე იქმნებოდა თავისუფალი სტილი. გარდა ამისა, ფრანგი მსახიობი ატარებდა ვიწრო ჯინსებს მაღალი წელით, მასთან კი ლაკონიურ ბალეტკებსა და მაისურებს იცვამდა, რომლებიც შიშველ სხეულზე უნდა ჩაცმულიყო.
გარდა ამისა, ჯინსების ასეთ მოდას უხდებოდა მაღალი ჩექმები და ერთფეროვანი სვიტრები. საინტერესოა, რომ იმ დროის მოდის სახლებმა ბარდოს მოდურ იდეას უპასუხეს, შედეგად კი ჯინსების ახალი მოდელი “ბრიჯითი” გაჩნდა.
გრეის კელი
გრეის კელი უპირატესობას ანიჭებდა სწორ ჯინსებსა და უბრალო თეთრ პერანგს. კოკო შანელის რჩევის გათვალისწინებით, ამერიკელი მსახიობი ირჩევდა მაღალწელიან შარვლებს. გარდა ამისა, მისი ლუქები გამორიცხადა აქსესუარებსა და ძვირფას თვლებსაც კი.
ოდრი ჰეპბერნი
ლამაზმანი ოდრი, აგრეთვე, საკუთარ თავს არ ეუბნებოდა უარს უბრალოდ, თუმცა მოხერხებულად ჩაცმის სიამოვნებაზე. მის კლასიკურ ყოველდღიურ ლუქში თამამად ერწყმოდა ერთმანეთს მკვრივი ჯინსები და ლაკონიური მაისური ან ერთფეროვანი სვიტრი. წელის გამოსაკვეთად კი იგი მარტივ ქამარს იყენებდა. რაღა თქმა უნდა, მსახიობი თვალების საფირმო მაკიაჟის გარეშე არსად გადიოდა.
გასაკვირია, რამდენად ბრუნვადია მოდა. ის, რაც პოპულარული იყო მრავალი წლის წინ, ადრე თუ გვიან, მოდის სამყაროში დაბრუნდება.მაგალითად, ახლა ხშირად შეხვდებით ჯინსებს სხვადასხვა სიმაღლის ჩექმებთან ერთად. სწორედ ისე, როგორც მერილინ მონროს ეცვა.
თქვენ რასთან იცვამთ ჯინსის შარვლებს?