მაღაზიაში ყოველ გასვლაზე სახამებელს ვყიდულობ: აი, რამდენი რამ შეუძლია მას

1856

სახამებელი გასაოცარი პროდუქტია, რომელიც ყველა კარგი დიასახლისის სამზარეულოში უნდა იყოს. პირველ რიგში, იგი იაფი ღირს, შესაბამისად, ყველასათვის ხელმისაწვდომია, თანაც, ბევრ მაღაზიაში იყიდება. მეორეც, მას შეუძლია თქვენი გამოყვანა რთული სიტუაციებიდან. მხოლოდ სახამებლის ნიღაბი რად ღირს?! ამ სტატიაში სწორედ სახამებლის შესანიშნავი თვისებების შესახებ გესაუბრებით.

სახამებლის ნიღაბი

ნიღაბი ძალიან სასარგებლოა კანისთვის, მისი გამოყენების შემდეგ კი შედეგი დიდხანს არ დაგაყოვნებთ. თუმცა, იგი მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის გამოდგება. აიღეთ 100 მლ წყალი და გააზავეთ მასში 2 ს.კ. სახამებელი. შემდეგ გაიწმინდეთ სახის კანი და წაისვით ნიღაბი 30 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიტენიანეთ კანი კრემით.

თუ ასეთ ნიღაბს კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთებთ, 1 თვეში კანის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. სახამებლის ნიღაბი გვეხმარება ქონის ჯირკვლების მუშაობის დარეგულირებაში, რის გამოც კანი გამოშრება და შედარებით სუფთა გახდება.

აგრეთვე, სახამებელი რეცხვის დროსაც გამოდგება. მაგალითად, მას ცხიმიანი ლაქების ამოყვანა შეუძლია. ამისთვის შეურიეთ 50 მლ რძე და 4 ს.კ. სახამებელი. კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, წაუსვით ლაქას და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით ლაქა ძალიან მარტივად ჩამოირეცხება.

აგრეთვე, სახამებლის გამოყენებით შეიძლება უსიამოვნო სუნის მოშორება ფეხსაცმლიდან. ამისთვის, უბრალოდ ჩაყარეთ ფხვნილი ფეხსაცმელში და დილით კარგად დაფერთხეთ. სუნისგან კვალიც კი არ დარჩება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს