ფუნთუშები, რომელთაც ყოველ წელს გამოსაშვებ საღამოზე ვაცხობ

0
490

ამჯერად, ძვირფასო მკითხველებო, ფუნთუშების უჩვეულო რეცეპტით გაგახარებთ. ის უჩვეულოა, რადგან ასეთ ფუნთუშებს ერთდროულად რამდენიმე გემო აქვს, ყველაფერი კი სხვადასხვა შიგთავსის წყალობით. ფუნთუშები შიგთავსით ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს. მის მომზადებას კი მარტივად და სწრაფად შეძლებთ.

საჭირო ინგრედიენტები მოიმარაგეთ და ჩვენთან ერთად კულინარიული მწვერვალების დაპყრობას შეუდექით. პატარა კულინარიული რჩევა: შიგთავსისთვის ნებისმიერი ხაჭო გამოიყენეთ, თუნდაც ოდნავ გამომშრალი იყო. შედეგი უფრო კარგი იქნება: ზედმეტი სითხე ცომიდან გადმოიღვრება.

ფუნთუშები შიგთავსით

ცომის ინგრედიენტები:

  • 1 კგ ფქვილი
  • 250 მლ რძე
  • 250 მლ წყალი
  • 6-7 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 12-15 გრ მშრალი საფუარი (ახალი 3-ჯერ მეტი)
  • 5-6 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 20 გრ (2 პაკეტი) ვანილის შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 100 გრ კარაქი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • ყაყაჩო
  • შაქარი
  • ხაჭო
  • კვერცხი
  • ვანილი
  • კენკრა
  • სახამებელი

მომზადება:

1. ცომი მოამზადეთ:

საფუარი თბილ რძეში გახსენით.

2. ცალკე თასში 2 კვერცხი ათქვიფეთ. მას რბილი კარაქი და შაქარი დაუმატეთ.

3. საფუარი რძეში და კვერცხის ნარევი კარაქთან და შაქართან ერთად აურიეთ. ამ მასას მცენარეული ზეთი დაუმატეთ.

4. ახლა ფქვილს მარილი, წყალი და ვანილის შაქარი აურიეთ. მიღებული მასა კვერცხი–რძის ნარევს აურიეთ. ცომი მოზილეთ. როცა მზად იქნება, თავსახური დაახურეთ და თბილ ადგილას 1,5-2 საათით ამოსასვლელად გააჩერეთ.

5. მზა ცომი გამოიღეთ და 15-20 თანაბარ ნაწილად დაყავით. თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ და სასურველი ფორმა მიეცით.

6. ახლა შიგთავსი მოამზადეთ.

შიგთავსისთვის 3 ვარიანტი გამოგადგებათ: 1. ყაყაჩო და შაქარი აურიეთ, გაცერით და როგორც შიგთავსი გამოიყენეთ. 2. ხაჭო, კვერცხი და ცოტა ვანილი აურიეთ, ხორცსაკეპ მანქანაში ან ბლენდერში გაატარეთ, კიდევ ერთი შიგთავსი მზადაა. 3. კენკრა დაჭყლიტეთ და ცოტა სახამებელი აურიეთ. ეს შიგთავსი სახამებლის წყალობით წვენს არ გამოიღებს და ფუნთუშები ფორმას შეინარჩუნებენ.

7. ბურთებს დარჩენილი 2 კვერცხი წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ. სუფრაზე ცხელი ფუნთუშები გაიტანეთ.

სხვათა შორის, თუ სამზარეულოში არც თუ ძალიან თხელი მურაბის ქილა აღმოაჩინეთ, შიგთავსად გამოიყენეთ. ფუნთუშა საკმაოდ უნივერსალურია. ცივიც კი მოგეწონებათ.

როგორც ნებისმიერი ცომეული, ჩვენი ფუნთუშებიც საკმაოდ ნოყიერია. მის შემადგენლობაშია ბევრი ფქვილი და შაქარი. მათი გემო ამად ღირს! უბრალოდ ეცადეთ, რომ ოცნებებში არ წახვიდეთ და ყველა ფუნთუშა ერთად არ შეჭამოთ. გემრიელად მიირთვით.