ბევრს უყვარს ფსიქოლოგიური ტესტების გავლა – ასე საშუალება გვეძლევა, საკუთარ თავს სხვა კუთხით შევხედოთ. შედეგები ყოველთვის არ მოგვწონს, თუმცა რაღაც სარგებელს მაინც ვიღებთ. ასოციაციური ტესტები გვეხმარება, ჩავიხედოთ ჩვენს ქვეცნობიერში, რომელთან წვდომის შესაძლებლობა ხშირად არ გვეძლევა.
ასოციაციური ტესტები
ხანდახან, შიგნიდან რაღაც გვაწუხებს და ვერ ვიგებთ, რა არის ეს. სწორედ ამ დროს გვეხმარება მსგავსი ნახატები, რომლებიც წამებში მიგვაქცევინებენ ყურადღებას იმაზე, რაც მხედველობიდან გამოგვეპარა.
ახლა, იმედია, თქვენ ჩუმ, კომფორტულ გარემოში ხართ. ცოტა ხნით დახუჭეთ თვალები, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და გათავისუფლდით აზრებისგან. როცა თავს მზად იგრძნობთ, გაახილეთ თვალები და შეხედეთ ზემოთ მოცემულ გამოსახულებას. დაიმახსოვრეთ ცხოველი, რომელიც პირველად დაინახეთ.
1. ჟირაფი
თქვენი სიბრძე და განმსჯელობა ბევრში აღფრთოვანებას იწვევს, მაშინაც კი, თუ ამას არ აღიარებენ. შესანიშნავად გამოგდით საკუთარ შეცდომებზე სწავლა. ამ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს მოხერხებით უზიარებთ სხვებს, რითაც მათ ძალიან ეხმარებით.
ხანდახან, თქვენი უკიდურესი გულწრფელობა თქვენ წინააღმდეგ ბრუნდება. ყველას ყოველთვის კი არ უნდა გაანდოთ თქვენი აზრები და სიმართლე შუბლში კი არ უნდა თხლიშოთ. ისწავლეთ იმის გარჩევა, როდისაა ეს დროული და როდის – უტაქტო.
2. ძაღლი
თქვენი ერთ-ერთი დაუფასებელი თვისებაა ამბიციურობა. თქვენს მისწრაფებას იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ ხანდახან ვერაფერი გაჩერებთ. თუ, რაღა თქმა უნდა, ეცდებით.
თქვენი ყველაზე ახლო ადამიანების წრეში მოხვედრა საკმაოდ რთულია. თუმცა, როცა ვიღაც თქვენს პატივისცემას იმსახურებს, მისთვის მთებსაც გადადგამთ. ხანდახან ასეთი სიყვარული მესაკუთრეობაში გადადის, ამიტომ იცოდეთ ზომა-წონა!
3. დათვი
სისტემის წინააღმდეგ წასვლის არასდროს გეშინოდათ. მართალია, გრძნობთ გარკვეულ დისკომფორტს, თუმცა, ბოროტი ენები მაინც არასდროს გადარდებდათ. ამის გამო, ზოგს თქვენი ეშინია, რამდენადაც განსხვავებულად ფიქრობთ.
მთავარია, საკუთარ თავს მისცეთ ახლობლების წრეში მოდუნების საშუალება. ხანდახან, საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება საშუალებას არ გაძლევთ, მოწყვლადი გახდეთ. სწორედ ეს ქმნის მტკიცე პიროვნებათშორის კავშირებს.
4. აქლემი
თვითკმაყოფილება თქვენი მეორე სახელია. ღრმა შინაგანი სამყარო და სიმშვიდის ზღვა, რომელშიც ცხოვრობთ, გეხმარებათ სირთულეების დაძლევაში. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ მოსაწყენი ხართ, თუმცა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სრულყოფილად არ გიცნობენ.
აუჩქარებლობის გამო, თქვენ ხშირად გიხდებათ სარფიანი შემოთავაზებების უარყოფა. შედეგად, ხანდახან შესანიშნავ შესაძლებლობებს უშვებთ ხელიდან. სპონტანურობა და ახალი განსაცდელისთვის მზაობა საშიში სულაც არაა.
5. ცხენი
თქვენს სიკეთეს საზღვარი არ აქვს, ადამიანები ამას გრძნობენ, ამიტომაც სრაფად გენდობიან. შესაბამისად, თქვენ არაჩვეულებრივი დიპლომატი ხართ თქვენს კამპანიაში და წარმატებით წყვეტთ კონფლიქტურ სიტუაციებს ადამიანებს შორის.
თქვენი ცვალებადი განწყობა მოწყენის საშუალებას არ გაძლევთ არც თქვენ, არც გარშემომყოფებს. თქვენთან ყოფნა ყოველთვის საინტერესოა, თუმცა, ხანდახან, ეს დამღლელიცაა. ახლობლები ამას უკვე მიეჩვივნენ და ყველაფერს მშვიდად აღიქვამენ.
6. სპილო
ბავშვობიდან გასწავლიდნენ ბევრ მუშაობას. “შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევ” – მუდმივად გეუბნებოდნენ, რაც დღემდე შემოგრჩათ. ხანდახან, ძალიან გინდათ ამ პრინციპის დავიწყება, თუმცა ყოველთვის გახსოვთ, რომ საჭიროა მუშაობა, რამეს რომ მიაღწიოთ.
სწორედ ეს გამოგარჩევთ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც გულწრფელად სურთ, რომ ოცნებები თავისით ახდეს. თუმცა, ხანდახან მაინც არ გყოფნით დასვენება. აი, ყველაფერი რომ მოიშოროთ და მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნოთ, პრობლემებს გაექცეთ – სწორედ ეს გინდათ თქვენ.
7. ლომი
ინტროვერტულობის გამოსავლენი ფსიქოლოგიური ტესტები, რომლებიც აქამდე გაგივლიათ, სხვადასხვა შედეგს გაძლევდათ. ხან გატყობინებდნენ, რომ ძალიან მეგობრული ადამიანი ხართ და გიყვართ ყურადღების ცენტრსი ყოფნა, ხანაც გიყვებიან, რამდენადაც მარტივია თქვენთვის განმარტოება ადამიანებისგან შორს.
გასაკვირია ის, რომ ეს ორივე პოზიცია თქვენთან მიმართებით სამართლიანია. თქვენ სოციალური ქამელეონი ხართ, რომელიც მარტივად ერგება ნებისმიერ გარემოებებს. სავსებით გასაგებია, როცა გარშემომყოფების ნაწილს ამის გაგება არ შეუძლია.
8. ღორი
ზუსტად იცით, რა არის პრაქტიკულობა. ხანდახან, საკუთარ თავს გარკვეული ფუფუნების საშუალებას აძლევთ, თუმცა, რაც არ უნდა იყოს ეს, პრაქტიკულია. თქვენი ყოველი გადაწყვეტილება აწონილი და რაციონალურია. ეს შესანიშნავად გეხმარებათ პროფესიასა და ყოფაცხოვრებაში.
თუმცა, ხანდახან ეს არ ემთხვევა იმ ადამიანების ჩვევებს, რომლებთან ურთიერთობის აწყობასაც ცდილობთ. ისწავლეთ იმის გაგება, რომ ამ სამყაროში ყველამ უნდა იცხოვროს ისე, როგორც მოსწონს.
საინტერესოა, რამდენად კარგად აღწერა ამ ტესტმა თქვენი პიროვნება? გაგვიზიარეთ შედეგები.