დეტალური მასტერ კლასი: როგორ შევკეროთ სავარძელი–ტომარა ერთ დღეში

0
1162

მახსოვს, პირველად როდის ვნახე ასეთი სავარძელი! ჩემ აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. როგორც იქნა, დასაჯდომად ნამდვილად მოსახერხებელი და მარტივი ავეჯი მოიფიქრეს. როგორი სასიამოვნოა მასში ჩახტომა, ადგომა საერთოდ აღარ მოგინდებათ. რა თქმა უნდა, ასეთის შეძენა იმწამსვე მოვინდომე, მაგრამ შესაფერისი ვერ ვიპოვე. სწორედ მაშინ საკუთარი ხელით ასეთი სავარძელი–ტომრის შეკერვა გადავწყვიტე. პირველი კოშმარული გამოვიდა, მაგრამ ჩემს შეცდომებზე ვისწავლე. ახლა გამოცდილებას გიზიარებთ.

სავარძელი–ტომარა თავისი ინდივიდუალურობით მომწონს. მისი დადება შეგიძლიათ სახლში, კაფეში ან ოფისში დასასვენებელ კუთხეში. ზომაზე, მასალასა და ფერზე აღარ ვლაპარაკობ. აირჩიეთ ქსოვილი, რომელიც თქვენ მოგწონთ და ამ რბილი ბურთების შეკერვას შეუდექით.

როგორ შევკეროთ სავარძელი–ტომარა საკუთარი ხელით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ქსოვილი შიდა ჩეხოლისთვის
  • ქსოვილი გარე ჩეხოლისთვის
  • 2 ელვა შესაკრავი
  • პოლისტიროლი გრანულებში
  • საკერავი მანქანა
  • მილიმეტრებიანი ქაღალდი
  • ფანქარი
  • ცარცი
  • სახაზავი
  • ქინძისთავები

მოქმედება:

1. გააკეთეთ თარგი ისე, როგორც სურათზეა მოცემული. 6 მსხლის ფორმის ნაწილი და ექვსკუთხედი გამოგივათ – სავარძლის ზედა და ქვედა ნაწილისთვის.

2. თარგი შიდა ჩეხოლის ქსოვილზე გადაიტანეთ, ქინძისთავები და ცარცი გამოიყენეთ. ყველა დეტალი გამოჭერით, შესაკერად 1 სმ სიფართე დატოვეთ. იგივე გარე ჩეხოლის ქსოვილზე გააკეთეთ.

3. შიდა ჩეხოლი 2–ჯერ გაკერეთ ისე, რომ ქვედა ნაწილში პატარა ხვრელი დატოვოთ. შიგნით შემავსებლით გაავსეთ. ელვა ჩააკერეთ. შიდა ნაკერები ამოახვიეთ, რადგან ნაკერები შეიძლება გაწყდეს და დაიშალოს.

4. გარე ჩეხოლზეც იგივე გაიმეორეთ. შეკერეთ, ელვა მიაკარეთ, რომ გასარეცხად მისი ამოღება შეძლოთ.

ახლა უკვე იცით, თუ როგორ შეკეროთ სავარძელი–ტომარა საკუთარი ხელით. რთული არაფერია, უბრალოდ თარგის და კერვის შესახებ მინიმალური წარმოდგენა უნდა გქონდეთ. დამწყები დიასახლისიც შეძლებს! თქვენ მოგწონთ რბილი სავარძელი–ტომარა, რომელიც თქვენი სხეულის ფორმას იღებს?