ხალხური საშუალებები კარტოფილის ხოჭოს წინააღმდეგ

789

კოლორადოს(ე.წ. კარტოფილის) ხოჭოს საწინააღმდეგო ხალხურ საშუალებებს მეურნეები ყოველთვის ეძებდნენ, რადგან სურდათ არამხოლოდ დიდი და ლამაზი კარტოფილების, არამედ სასარგებლო ბოსტნეულის მოყვანაც, შხამქიმიკატების გარეშე. ამიტომ, საუკეთესო მეთოდად ითვლება ის, რომელიც მომავალ მოსავალს საფრთხეს არ შეუქმნის.

კარტოფილის ხოჭოს მოსაშორებლად, რა თქმა უნდა, შეიძლება ქიმიური ინსექტიციდების გამოყენებაც, თუმცა, საკუთარ მოსავალს რომ არ ავნოთ, გამოიყენეთ შემდეგი ნაცადი მეთოდები:

1. ბერძნული კაკლის ფოთლები

1 კგ ფოთლებს დაასხით 1 სათლი მდუღარე წყალი და დააყენეთ 5 დღით, შემდეგ გადაწურეთ და დაამუშავეთ კარტოფილის ბუჩქები.

2. არყის ფერფლი

100 გ ნედლეული გახსენით 8-10 ლ წყალში და შეაშხეფეთ მცენარეს ყოველ მესამე დღეს.

3. ხახვის ნაჭუჭი

მოათავსეთ სათლის ფსკერზე რამდენიმე ხახვის ოქროსფერი ნაჭუჭი, დაასხით თბილი წყალი და დააყენეთ 24 საათით(100 გ ნედლეული 5 ლ წყალზე).

4. მზესუმზირა

500 გ ყვავილი მოხარშეთ, გააჩერეთ 48 საათით და დაამუშავეთ ბუჩქები ამ ნაყენით.

5. ქრისტესისხლას ნაყენი

გაავსეთ სათლი გამხმარი ან უმი ბალახით, დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ მინიმუმ 20 წუთით, შემდეგ, მიღებული ნახარში გააზავეთ 1:20 პროპორციით.

6. თეთრი აკაციის ქერქი

1 კგ ნედლეული დააყენეთ 1 სათლ წყალში სამი დღით, შემდეგ გადაწურეთ და გამოიყენეთ.

7. ბაბუაწვერა და ცხენისკუდა

აიღეთ 0.2 კგ ცხენისკუდა და ბაბუაწვერას ბალახი, აადუღეთ 12 ლიტრ წყალში, დაახლოებით 10 წუთით, შემდეგ გააგრილეთ და გამოიყენეთ.

8. კულმუხოს ფესვები

აიღეთ 0.5 კგ უმი ნედლეული(ან 200 გ გამხმარი), დაუმატეთ 1 სათლი წყალი და ადუღეთ 30 წუთოთ. გადაწურეთ და შეაშხეფეთ კარტოფილს.

9. ნიორი

აიღეთ 1 ჭიქა დაქუცმაცებული ნიორი ან ნივრის ღეროები, დაასხით თბილი წყალი 8-10 ლიტრის ოდენობით, დააყენეთ 1 დღით და დაამუშავეთ კარტოფილის ფოთლები.

10. პომიდვრის ფოთლები

1 კგ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 სათლი თბილი წყალი და დააყენეთ 3-4 საათით. გამოყენებამდე დაუმატეთ რამდენიმე კოვზი დიასახლისის საპონი.

თქვენ როგორ ებრძვით მავნებლებს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს