ვინ არ უნდა გამოიყენოს ტონალური კრემი

0
2186

კანის ფერის გათანაბრება და მისი დაცვა მზის შუქისა და მტვრისგან ნებისმიერი მაკიაჟის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. დღეს გაიგებთ, როგორ შეარჩიოთ და გამოიყენოთ ტონალური კრემი სწორად.

როგორ შევარჩიოთ ტონალური კრემი

მე მაკიაჟს ხელოვნებად აღვიქვამ. ესაა საკუთარი სახის გალამაზების, თვალებისა და ტუჩების გამოკვეთის, საჭირო ფერის მიცემის გზა. თუმცა, იმისათვის, რომ საბოლოო სურათი ლამაზი იყოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი ერთფეროვანი ბაზა. საქმე ხომ მხოლოდ ნაკლის დამალვა არაა. ბევრი კოსმეტიკური პროდუქტი უბრალოდ არ ჩერდება მოუმზადებელ კანზე.

ხარისხიანი ტონალური კრემი აუმჯობესებს სახის ფერს, იცავს მას გარე ფაქტორების მავნე გავლენიგან და შესანიშნავი თანაბარი ბაზის ფუნქციას ასრულებს დანარჩენი კოსმეტიკური საშუალებებისთვის. ყველა ეს უპირატესობა საკუთარ თავზე რომ გამოსცადოთ, უნდა მოერიდოთ შეცდომებს, რომლებსაც ქვემოთ მოცემულ სიაში იპოვით.

მთავარი შეცდომები ტონალური კრემის გამოყენებისას

1. ფერი

ხშირად, ტონალური ბაზა ზედმეტად ნარინჯისფერი ან ნაცრისფერია. შეძენამდე, აუცილებლად წაისვით კრემი ყვრიმალების ზედა ნაწილზე და ყბის ქვედა ხაზზე, სწორი ფერის საპოვნელად. შესაფერისი ფერი თითქმის უნდა ერწყმოდეს კანს და არ ტოვებდეს მკაფიო საზღვრებს. სასურველია, აიღოთ საცდელი პროდუქტი და გამოიყენოთ დღის შუქზე.

2. რაოდენობა

ტონალური კრემი არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაისვათ მთელ სახეზე. თანაც, სქელი ფენით. იგი მხოლოდ კანის პრობლემურ მონაკვეთებზე ისმება და რბილად ნაწილდება იმ ადგილებში, რომელთა შენიღბვა საჭირო არაა. იმოქმედეთ ადგილობრივად, არ დაგავიწყდეთ კრემის საგულდაგულოდ გადანაწილება. ცენტრიდან დაწყებული, შეამცირეთ პროდუქტის რაოდენობა თმის ზრდის ხაზამდე.

3. ქვეტონი

სახის ფერის ამ თვისებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არსებობს ცივი და თბილი ქვეტონი. პირველს უხდება მოვარდისფრო ტონალური კრემები, მეორეს – მოყვითალო. სანამ ამა თუ იმ საშუალებას შეიძენდეთ, აუცილებელია თქვენი კანის ფერის ზუსტი განსაზღვრა. არამხოლოდ კანის, თვალებისა და თმის ფერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

4. კანის მომზადება

ტონალური კრემი არასდროს დაგაჯდებათ კარგად, თუ მანამდე კანი კარგად არ გაიწმინდეთ და დაიტენიანეთ. მოვლას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც მაკიაჟს. კარგად გაიწმინდეთ კანი კოსმეტიკური საშუალებების წასმამდე და დაიტანეთ შესაფერისი კრემი. თუ ცხიმიან კრემებს უშინდებით, შეარჩიეთ არაკომედოგენური ვარიანტი. ტონალური იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან. და მაინც, თუ ზედმეტად მწველი მზეა გარეთ, დამატებით გამოიყენეთ სოეციალური საშუალებები.

5. დასრულება

ამ ასპექტში უნდა იცოდეთ, რამდენად მიდრეკილია თქვენი კანი ცხიმიანობისკენ. ან, იქნებ მშრალი კანი გაქვთ? ცხიმიან კანს მშრალი, მკრთალი ფინიში სჭირდება. მეორე შემთხვევაში კი გამოიყენოთ ტონალური კრემი კრემისებრი ტექსტურითა და ტენიანი ფინიშით.

ტონალური კრემის დატანების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი კისერს ეხება. ეცადეთ, პროდუქტის მცირე რაოდენობა კისერზეც წაისვათ. საკმაოდ ხშირად, მანდილოსნები უგულებელყოფენ ამ ნაბიჯს და სახისა და კისრის ფერებს შორის სხვაობა ძალიან არაბუნებრივად გამოიყურება.