რატომ არ ყვავის იები? – აქტუალური კითხვაა ოთახის მცენარეების მოყვარულთა უმეტესობისთვის. არსებობს იების სახეობა, რომელიც ყვავილების გარეშეც ლამაზია, თუმცა, როცა ასეთი მცენარე გაქვთ, გინდებათ, რომ გაგახაროთ თავისი მკვეთრი და გაფუებული ყვავილებით მთელი წლის განმავლობაში.
როგორ მოვუაროთ იას
- რაც უფრო დიდი ზომისაა ქოთანი, მით უფრო ნაკლებად სარწმუნოა მცენარის აყვავება. ალბათ, ყვავილზე ზრუნვის მიზნით, იგი ძალიან დიდ ჭურჭელში გადარგეთ, ამიტომაცაა, რომ ყვავილი არ ყვავის. ასეთ შემთხვევაში, ია წვნიან, მკვეთრი ფერის ფოთლებს გამოიღებს.
- იას ფხვიერი, მსუბუქი და მკვებავი ნიადაგი უყვარს. შეიძინეთ ნიადაგის ახალი ნარევი მცენარეთა მაღაზიაში.
- ნუ გაგიტაცებთ სასუქები! იის აზოტის სასუქებით პერიოდული შესუქება იწვევს დიდი ზომისა და მკვეთრი ფერის ფოთლების გაზრდას. ამ სახით, იას აყვავებას ვერ აიძულებთ.
- ია ცუდად ყვავის ისეთ ოთახში, სადაც ჰაერი ძალიან მშრალია. განსაკუთრებით აქტუალურია ზამთრის პერიოდში, როცა ბინისა და ოფისის გათბობის გამო ტენიანობა იკლებს.
- თუ ისები არ ყვავის, ესე იგი ოთახში არაა საკმარისი სინათლე. ხანმოკლე ნათელი დღე და მკრთალი შუქი ვერ უზრუნველყოფს იების აყვავებას. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, იები მასობრივად ყვავის. თუ თქვენს მცენარეს ყველაზე ბნელი კუთხე გამოუყავით, აყვავებას ნუ ელით.
- იას პერიოდული გადარგვა სჭირდება. საქმე ისაა, რომ ნიადაგის სტრუქტურას აქვს თვისება, შეცვალოს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა და სასუქი აქ სრულიად გამოუსადეგარია. სასარგებლო მიკროელემენტები ვერ აითვისება. ია უნდა გადარგოთ ყოველ 6-8 თვეში. ეს აუცილებლად მას შემდეგ უნდა გაკეთდეს, რაც მცენარე აყვავდება.
თქვენ როგორ უვლით თქვენს მწვანე მეგობარს?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს