ნატურალური ყავის გამოყენების ყველა შესაძლო ალტერნატიული მეთოდი

0
154

გამოცდილებით დაბრძენებულმა დიასახლისებმა იციან, როგორ გამოიყენონ საკვები პროდუქტები დანიშნულების გარეთ. მაგალითად, ჩაის პაკეტები შესანიშნავი საშუალებაა ფეხსაცმლიდან საშინელი სუნის მოსაშორებლად. ბანანის ტყავის გამოყენებით კი ვერცხლის გაწმენდა შეიძლება. იცოდით, რომ უნივერსალური დამხმარის ფუნქციას ნატურალური ყავაც შეასრულებს?

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ყავის საყოფაცხოვრებო გამოყენების 10 გზას. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი მათგანი გაგაკვირვებთ კიდევაც. ზოგის გამოცდა კი ნამდვილად მოგინდებათ!

ნატურალური ყავა

  1. ლარნაკში ყვავილებმა უფრო დიდხანს რომ გაძლოს, გამოიყენეთ მოხარშული ყავა. პირველ რიგში, გააზავეთ იგი, თორემ ზედმეტად კონცენტრირებული იქნება. მეორეც, დაუმატეთ მიღებული სითხე ლარნაკის წყალს. ყავაში არსებული აზოტის, მაგნიუმისა და კალციუმის წყალობით, ყვავილები უფრო დიდხანს არ დაჭკნება.
  2. თუ სახლში ბუხარი გაქვთ, გეცოდინებათ, რამდენად რთულია მისი წმენდა. ფერფლი კვამლის ღრუბლად რომ არ იქცეს, ზემოდან დაადეთ ყავის ნალექი. იგი შეაფერხებს ფერფლის მტვრის წარმოქმნას. დაცემინება და გარშემო ყველაფრის დამატებით წმენდა წარსულს ჩაბარდება.
  3. ყავის სიმჟავე ხორცის ტექსტურას არბილებს და ანაზებს. გარდა ამისა, ყავა პროდუქტის გემოსაც კი უსვამს ხაზს. წაუსვით ცოტაოდენი ყავის ნალექი ხორცს მომზადებამდე ორი საათით ადრე. შედეგად მიიღებთ მუქ ხრაშუნა ქერქს.
  4. მოქმედი ხრიკი დიასახლისებისთვის! ყავის ნალექი შესანიშნავად უმკლავდება სხვადასხვა სახის ჭუჭყს თეფშებსა და ტაფებზე. თავისი არსით, ყავას ისეთივე მოქმედება აქვს, როგორც სხეულის სკრაბს. უბრალოდ გაწმინდეთ ყველა საჭირო ადგილი ღრუბლით, შემდეგ გაავლეთ წყლით.
  5. როგორ მოვიქცეთ, თუ შინაურმა ცხოველმა ხალიჩაზე მოისაქმა? – მოათავსეთ ცოტაოდენი ყავის ნალექი ფილტრში, გაკვანძეთ და მოათავსეთ ლაქაზე მთელი ღამით. თუ მძლავრი მტვერსასრუტი გაქვთ, შეგიძლიათ, ნალექი ფილტრის გარეშე მოათავსოთ ხალიჩაზე.
  6. უჩვეულო ხრიკი მებაღეებისთვის! ნატურალური ყავა შეიცავს მწერებისთვის ტოქსიკურ დიტერპენებს. ამიტომ, ყავის ნალექი გამოიყენება კოღოების, ხილის ბუზების, ხოჭოებისა და სხვა დაუპატიჟებელი სტუმრების დასაფრთხობად. მოასხით ყავის ნალექი ეზოში იმ ადგილებთან, სადაც, ჩვეულებრივ, ისვენებთ ან მუშაობთ. ან დადგით იქ ნალექით სავსე ფინჯანი ან თასი.
  7. გარდა ამისა, ამავე საშუალებით შეიძლება ოთახის მცენარეების ან ნაკვეთზე ბოსტნეულის კულტურების დაცვა და მოფრთხილება. უბრალოდ დაყარეთ ყავის ნალექი ღეროების გარშემო. იგი შექმნის ბარიერს მწერების, ლოქორებისა და ლოკოკინებისთვის.
  8. თუ ზამთრის ვერაგ ამინდებს იცნობთ, დაიწყეთ ყავის ნალექის შეგროვება ახლავე. ესაა მარილის შესანიშნავი შემცვლელი, რომელსაც სრიალა გზებზე ყრიან. გარდა ამისა, ნატურალური ყავა უფრო ეკოლოგიურია და გარემოს არ ვნებს. უბრალოდ, აუცილებლად გამოაშრეთ ნალექი გამოყენებამდე. მისი შენახვა შეიძლება შუშის ქილებსა და ქსოვილის ტომრებში.
  9. ყავა შეიცავს აზოტს, რომელიც უსიამოვნო სუნს აქრობს. ამიტომაც, ყავის ნალექით შეიძლება ჰაერის გაწმენდა და მისი შედგმა ტანსაცმლის კარადაში. ამისთვის გამოიყენეთ ყავის ფილტრ-პაკეტი, რომელიც მოხერხებულად იკვრება და დიდ ადგილსაც არ იკავებს. ასეთი არომატიზატორი შეგიძლიათ ფეხსაცმელშიც დატოვოთ ღამ-ღამობით.
  10. გარდა ამისა, ყავის დახმარებით უსიამოვნო სუნს მაცივრიდანაც გააქრობთ. შედეგად, მასში ყველა უსიამოვნო არომატი განეიტრალდება.

როგორც ხედავთ, ნატურალური ყავა მხოლოდ სასმლისთვის არ გამოიყენება. კარგია, როცა მორჩენილი ნალექის ბევრნაირად გამოყენებაა შესაძლებელი. თქვენ გიცდიათ ამ ხრიკებიდან რომელიმე?