ქალური ხრიკები, რომლებიც კაცებს ძალიან მოსწონთ

0
2617

ალბათ, ყველა ქალს უყვარს კაცის ყურადღება და კომპლიმენტები. რამდენიმე თბილი სიტყვის მოსმენა შემთხვევითი გამვლელისგან ან ტაქსის მძღოლისგანაც გესიამოვნებათ. ხოლო როცა საქმე მოწონებულ მამაკაცს ეხება, ქალები მზად არიან ბევრ რამეზე წავიდნენ, რომ ნანატრი პრინცის ყურადღება მიიზიდონ. ზოგიერთი ქალი ეშმაკურ ფანდებს და ტაქტიკას, ერთგვარ ქალურ ხრიკებს იყენებს.

ქალური ხრიკები

სამწუხაროდ, ინტერნეტიდან ამოღებული ხრიკები და აქტიური ქმედებები ყოველთვის არ ამართლებს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირველ რიგში? როგორც აღმოჩნდა, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლებიც კაცებზე განსაკუთრებით სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენენ.

მოვლილი სხეული

რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ სხეულზე უნდა ვიზრუნოთ – სპორტი დავკავდეთ, სწორად ვიკვებოთ. ბანალურად ჟღერს, არა? ამის მიუხედავად, იდეალური ფორმების და მოვლილი სხეულის წინაშე ცდუნებას ვერც ერთი კაცი ვერ გაუძლებს. როგორც არ უნდა იტრიალოთ, კაცებს თვალებით უყვართ. ხელი არ ჩაიქნიოთ, თუ „ჟურნალის“ ფორმები არ გაქვთ. სინამდვილეში, თავის წარდგენას და თავდაჯერებულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეამჩნიეთ, რომ ზოგიერთი გოგო აშკარა ნაკლოვანებით ისე იქცევა, როგორც დედოფალი? და ძალიან ბევრ კაცს ეს მოსწონს!

პოზიტიური ხედვა სამყაროზე

კაცებს არ უყვართ ქალები, რომლებიც მუდმივად ცხოვრებაზე წუწუნებენ, ჩივიან და ყველგან ნეგატივს ეძებენ: ხან სამსახურია დამღლელი, ხან მეგობარი ვერ უგებს, ხან ჩასაცმელი არ აქვს. კაცების თვალში სიცოცხლის მოყვარული ქალები უფრო მიმზიდველად გამოიყურებიან. სიხარული ძალიან მიმზიდველია. რა თქმა უნდა, ზღვარს არ უნდა გადახვიდეთ და ყველაფერზე უმიზეზოდ არ იცინოთ. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

მრავალფეროვნება ტანსაცმელში

ჩვენ, ყველას გვჭირდება ცვლილებები, თუნდაც მცირედი. კაცებს ძალიან მოსწონთ, როცა ქალები ყოველჯერზე სხვადასხვა ფერის და ქსოვილის ახალ ტანსაცმელს იცვამენ. ამით ცხოვრებიდან მოწყენილობას და ერთფეროვნებას აქრობენ. სხვათა შორის, ეს მაკიაჟსა და ვარცხნილობასაც ეხება. სხვა ფერში თმის გადაღებვით თქვენი მამაკაცისთვის ახლებურად საინტერესო გახდებით. ექსპერიმენტების და საყვარელი ადამიანის გაოცების არ შეგეშინდეთ.

მოვლილი ფრჩხილები

კაცები ცოტა გაოცებულნი არიან იმით, რომ ქალები სილამაზის სალონში მთელ დროს ატარებენ – წამწამები, წარბები, ფრჩხილები, ეპილაცია. სინამდვილეში, საკუთარ თავზე მუდმივ ზრუნვას ძალიან მიმზიდველად და ქალურად მიიჩნევენ. კაცები მოვლილ ფრჩხილებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. მათ ყველაზე მეტად ზომიერად გრძელი და ნეიტრალური ფრჩხილის ლაქი მოსწონთ. ასე რომ მანიკურზე და პედიკურზე სასწრაფოდ ჩაეწერეთ!

დამოუკიდებელი ხასიათი

უდაოდ, ყველა მამაკაცს სხვადასხვა გემოვნება აქვს. არ არსებობს ქალის ერთადერთი იდეალი, რომელიც ყველას უხდება. ასე თუ ისე, შინაგანი დამოუკიდებლობა და ძლიერი ხასიათი ქალებს ძალიან ალამაზებთ. ნებისმიერი კაცი აღფრთოვანებული იქნება მეგზურით, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია და იცის, თუ რა სურს ცხოვრებაში.

როგორც ხედავთ, ძლიერი მანიპულაციები და ექსტრავაგანტული მეთოდები საჭირო არაა, რომ მამაკაცის ყურადღება მიიპყროთ. ყველაფერი გაცილებით მარტივია: თქვენს შინაგან და გარე სამყაროზე იზრუნეთ, ცხოვრება და, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი შეიყვარეთ! ურთიერთობაში ბალანს და ჰარმონიას გისურვებთ!