რისი გაკეთება შეიძლება საწოლის ძველი თეთრეულისგან

755

-“სიბერე უეცრად მოდის, თოვლივით. დილით ადგები და ხედავ, რომ ყველაფერი გათეთრებულა!” – დაიწყო ამბის მოყოლა ჩემმა დიდი ხნის ნაცნობმა, რომელიც 3 წლის წინ პენსიაზე გავიდა. შემდეგ გაიღიმა და თქვა, რომ სწორედ ამ პერიოდში იპოვა ახალი საქმიანობა, რომელსაც მისთვის ჭეშმარიტი სიამოვნება მოაქვს, და ფანჯრისა და იატაკისკენ მიმითითა.

ფანჯარაზე ეკიდა ფარდები, რომლებმაც მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება, ფეხქვეშ კი ქსოვილის ულამაზესი ხალიჩა ეფინა. “სად იყიდე ესენი?” – ვკითხე მას. ასეთ პასუხს არ ველოდი: “თვითონ ვაკეთებ, ძველი თეთრეულისგან”.

საწოლის ძველი თეთრეული

როგორც აღმოჩნდა, ძველი თეთრეულის ახალ, ფუნქციურ და მოდურ ნივთებად ქცევა რთული სულაც არაა. ამისთვის სპეციალური უნარებისა და ინსტრუმენტების ქონა არაა საჭირო, რამდენადაც გამოყენებული ტექნოლოგიები ყველასთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია.

დღეს ჩვენი რედაქცია გეტყვით, თუ როგორ შეიძლება ძველი ზეწრებისა და საბნის პირების გადაკეთება ლამაზ ნივთებად სახლისთვის. ისინი ნებისმიერ ბინას დაამშვენებს!

1. ყველაზე მარტივი, რისი გაკეთებაც ამ მასალით შეიძლება, გახლავთ ფარდები სამზარეულოს ან სააბაზანოსთვის. თუ ოთახში ორი ფანჯარაა, ორი ერთნაირი ზეწარი დაგჭირდებათ, რომელიც ორსაწოლიან კომპლექტებშია ხოლმე. ზეწრებს აკერებენ ზედა გარე მხარეს და აუთოებენ. შემდეგ გრძივად ჭრიან ორ ნაწილად.

ფარდის გარდინების მრგვალი ძელის სისქის გაზომვის შემდეგ, ზეწარი იკეცება, მიიღება თავისუფალი დაშვება, შემდეგ იკერება. ფარდები უთოვდება და მაგრდება ლავგარდანზე.

2. რა უცნაურადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, ვინტაჟური ბატისტის ან სელის ნახატებიანი ზეწრისგან შესანიშნავი ტანსაცმელი გამოვა!

ნატურალური ქსოვილი ნებისმიერ ამინდში კომფორტის გარანტიას მოგცემთ. ხოლო ნახატი, რომელიც ხშირი რეცხვისთვისაა გათვლილი, დიდხანს შეინარჩუნებს ნათელ ფერებს.

3. ეს ლამაზი ხალიჩებიც ძველი ზეწრებისგანაა დაწნული.

4. დაჭერით ზეწარი წრეებად, ორად დაკეცეთ ისინი და მიაწებეთ მრგვალ ჩონჩხს ცხელი პისტოლეტით. ერთსაატიანი მუშაობა და ორიგინალური გვირგვინი სადღესასწაულო განწყობისთვის!

5. მოდური და თვალწარმტაცია დივნის ბალიშების პირებიც, რომლებიც ძველი ზეწრებისგან შეიკერა. ამავე ტექნოლოგიით შეიძლება სუფრის ხელსახოცების შეკერვაც ან ტაბურეტების ბალიშებზე შემოკერება. უბრალოდ დაუმატეთ ცოტაოდენი სინთეპონი ქსოვილებს შორის, ბალიშები რბილი რომ იყოს.

6. კიდევ ერთი საინტერესო იდეა!

7. მოდაში დაბრუნდა ფერადი საბანი პეტჩვორქის სტილში, რომლის შეკერვაც ფერადი ზეწრების ნაჭრებისგან შეიძლება, საბანსა და ქსოვილს შორის ჩადეთ ბამბა, მეტი მოცულობისთვის.

8. ეს გადაწყვეტილება კი თქვენს შვილებს აუცილებლად მოეწონებათ. ეჰ, მეც სიამოვნებით ვიჯდებოდი ასეთ კარავში.

დავნაძლევდეთ, ასეთი იდეები თავში არასდროს მოგივიდოდათ. გაქვთ ძველი ზეწრები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება? იმედია, შთაგაგონეთ შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყებად. ხოლო, თუ უკვე გქონიათ ასეთი საქმიანობის გამოცდილება, გაგვიზიარეთ თქვენი ხელნაკეთობები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს