ჩვენ ვიცით, რომ დაბადების წელი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც აღმოჩნდა, ბოლო ციფრს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს. მისი დახმარებით შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რომელ ბუნებრივ სტიქიას მიეკუთვნებით. ამაზე ადამიანის ხასიათი და ბევრი სხვა რამ არის დამოკიდებული.
„პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რომელ სტიქიას მიეკუთვნებით თქვენ და თქვენი ხასიათის საიდუმლოებას გამოაშკარავებს.
ხასიათი დაბადების წლის მიხედვით
0 და 1 – ლითონი
ამ სტიქიის ქვეშ დაბადებულ ხალხს ძლიერი ხასიათი და ნებისყოფა აქვთ. ისინი დამოუკიდებლები, პრინციპულები და თავშეკავებულნი არიან. მათ ყოველთვის მკაფიო მიზანი აქვთ და მათ არასდროს ცვლიან. მიზნისკენ მიმავალ გზაზე არავითარ შემთხვევაში არ ჩერდებიან. ყოველთვის ძალაუფლება, ფუფუნება და ფული სურთ, რაც შეიძლება ცუდად დასრულდეს. ზოგადად, ამ ადამიანების ცხოვრება გაჯერებული და ჰარმონიულია.
2 და 3 – წყალი
ისინი სიკეთით და რბილი ხასიათით გამოირჩევიან. ისინი საყვარლები, მომხიბვლელები არიან და სხვების თანაგრძნობა შეუძლიათ. მათ ზრუნვის გამოხატვა და ვიღაცის მფარველობა უყვართ. მათგან კარგი მშობლები გამოდის. ამასთან შემოქმედებითი ადამიანები არიან. მათში არის ნიჭი. ისინი ხელოვნებაში წარმატებულნი არიან. ეს ხალხი ყველაფერში წარმატებულია. ისინი ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენას ნახულობენ, მათ ყველაფერი გამოდით, რასაც ხელს კიდებენ. შესანიშნავი მეგობრები და კოლეგები არიან.
4 და 5 – ხე
ამ სტიქიის ხალხი თავდაჯერებულია. მათი ცხოვრების თითოეული წუთი დაგეგმილია, ყოველთვის დაკავებულნი არიან. მათ სურთ ნახონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, მსოფლიოს ყველა კუთხე მოინახულონ. მათ ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს. ნამდვილი ერუდიტები არიან. ასევე ძალიან მზრუნველები და თავდაუზოგავები არიან.
ხის სტიქიის ადამიანს ეგოიზმში ვერასდროს დაადანაშაულებთ. მეგობრებისა და ახლობლებისთვის მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, საჭირო დროს დასახმარებლად ყოველთვის მოვლენ. ოცნებები ყოველთვის ახალი მწვერვალების დასაპყრობად უბიძგებთ, მაგრამ ამ ოცნებების სანაცვლოდ ახლობლებს ზიანს არასდროს მიაყენებს, რის გამოც შეიძლება შემდეგ თავად დაიტანჯონ.
6 და 7 – ცეცხლი
ცეცხლოვანი ხალხია, რა უნდა ვთქვათ. მათი ენერგიის ნებისმიერს შეშურდება, უბრალოდ ჩაუქრობელია, როგორც მათი ლტოლვა თავგადასავლებისკენ. მათ რაღაც ახალი და უცხო იზიდავთ. ასეთი ხალხი ვნებიანი და ცვალებადია. სპონტანური გადაწყვეტილება და დაუფიქრებელი სიტყვა – მათი ყველაზე დიდი პრობლემაა. ხშირად აფეთქების მსხვერპლი ხდება.
ბუნებით ლიდერები არიან, მათ ხალხის წინამძღოლობა შეუძლიათ. სწორედ ასეთი ხალხი იპყრობს მწვერვალებს და რევოლუციას აწყობს. როგორც არ უნდა იყოს, შეუძლებელია ისინი არ გიყვარდეთ.
8 და 9 – მიწა
ყველაზე ამბიციური და საიმედო ხალხი. თითოეული მათი გადაწყვეტილება კარგად აწონილი და მოფიქრებულია. სპონტანურად არასდროს მოქმედებენ. ამის გამო ბევრ სიხარულს კარგავენ, სამაგიეროდ უსიამოვნებებში იშვიათად ეხვევიან. რაღაცაში პედანტურებიც არიან: ყველაფერი დაგეგმილი და მოწესრიგებული უნდა იყოს. უცნობი მდგომარეობა აშინებთ.
ჩვენს ხასიათს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის ის, თუ როდის დაიბადეთ, რომელი ზოდიაქოს ნიშანი და რომელი სტიქია გფარველობთ. ამაზე ჩვენი ბედიც არის დამოკიდებული.
თქვენ რომელ სტიქიას ეკუთვნით? გვიამბეთ კომენტარებში!