აირჩიეთ თქვენთვის მიმზიდველი მამაკაცი და გაიგეთ, როგორი ხართ რეალურად

5718

თითოეულ ჩვენგანს მოსწონს მამაკაცების გარკვეული ტიპი. ვიღაცას უფრო რბილი, სხვას კი მკაცრი, მამაკაცური ხასიათის პარტნიორი მოსწონს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ცხოვრებაში იდეალურ ადამიანთან შეხვედრა რთულია, განსაკუთრებით, მამაკაცთან. ამიტომაც, ჩვენ იდეალურ პრედენდენტებს სერიალებსა და ფილმებში ვეძებთ. იქ ისინი “დავარცხნილები და შელამაზებულები” არიან, ისეთები, როგორებსაც თითოეული ჩვენგანი თავისთვის ნატრობს.

თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ მამაკაცებში გემოვნებას თქვენ შესახებ შეუძლია ბევრი რამის თქმა. მზად ხართ ამის შესამოწმებლად?

ჩვენ გთავაზობთ მცირე თამაშს: აირჩიეთ ზემოთ მოცემული მამაკაცებიდან ის, რომლის ტიპიც ყველაზე მეტად მოგწონთ. თუ არავინ აირჩიეთ, თქვენ შესახებაც იპოვით რაღაც საინტერესოს ქვემოთ.

მაშ ასე, სწრაფად ამოირჩიეთ თქვენთვის მოსაწონი მამაკაცი და წაიკითხეთ შედეგები ქვემოთ.

რიჩარდ გირი ფილმიდან “ლამაზმანი”

თქვენ უპირობოდ აფასებთ მამაკაცის გონებასა და ერთგულებას. თქვენთვის ეს მთავარია მამაკაცურ სილამაზეში. ურთიერთობებში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორებს შორის მტკიცე ნდობაა. თქვენ იმ ქალთაგანი ხართ, რომლებსაც ჭეშმარიტად, მუდმივად უყვარდებათ. არ არსებობს იმაზე უფრო ერთგული ქალი, ვიდრე ის, რომელსაც ასეთი მამაკაცი მოსწონს.

მარტივი, გულწრფელი ხართ, სწრაფად არ ენდობით, პარტნიორს თქვენი ნდობის დამსახურება სჭირდება. სწორედ თქვენნაირი ქალები შთააგონებენ მამაკაცებს წინსვლისთვის.

პავლე პრილუჩნი – გათამამებული ცუდი ბიჭი ფილმიდან “მაჟორი”

გიყვართ მთელი სულითა და გულით, კარგი დიასახლისი ხართ და ბავშვებზე გიჟდებით. თუმცა, თქვენი მამაკაცი ხშირად ეჩვევა იმ ყველაფერ კარგს, რასაც აძლევთ, და თქვენს ძალისხმევას ბოლომდე არ აფასებს. ამაოდ! თქვენნაირ ქალს თუ შეხვდება მამაკაცი, რომელიც სრულყოფილად დააფასებს თქვენს ღირსებებს, თქვენ მთებს გადადგამთ მისთვის… თანაც ისე აყვავდებით, რომ ყველაზე შეუფერებელ მგომარეობაშიც კი ძალიან მიმზიდველად გამოიყურებით.

აფასებთ რომანტიკას ურთიერთობებში. დიდი ბედნიერება ელის იმ მამაკაცს, რომელსაც ამის მოცემა შეუძლია თქვენთვის.

ბურაქ ოზჩივითი – პოპულარული თურქული სერიალების გმირი

ქარიზმატული ქალი ხართ ძლიერი ხასიათით. თუმცა, მისი გამოვლენა არ გიყვართ, გინდათ, ისეთ მამაკაცთან იყოთ, რომელიც თქვენზე უფრო ძლიერი იქნება. ვნებიანი, გულწრფელი, მომხიბლავი თვალების მქონე ქალბატონი ხართ, რომელსაც გვერდით კედელივით მამაკაცი სჭირდება. ურთიერთობებში გირჩევნიათ, რომ მამაკაცმა თქვენზე პასუხისმგებლობა აიღოს.

ახალგაზრდობაში, ასეთი ტიპის ქალბატონები ხშიად იწვიან და უყვარდებათ სულით სუსტი მამაკაცები, მათთან ძალიან იტანჯებიან.

ვიაჩესლავ ტიხანოვი საბჭოთა სერიალიდან “17 წამიერი გაზაფხული”

ქვის კედელივით მამაკაცს ეძებთ ურთიერთობებში. ჩვეულებრივ, გიმართლებთ კიდევაც. თქვენ შეგიძლიათ გაგება და პატიება ძალიან ბევრი რამისა, თუმცა, თუ ღალატის შესახებ გაიგებთ, არასდროს აპატიებთ, მაშინაც კი, თუ ამ მამაკაცთან დარჩებით.

-“ყველაზე მთავარია სახლში ამინდი” – ხშირად ამბობენ ქალები, რომლებსაც ასეთი მამაკაცები მოსწონთ. ხშირად, ეს ამინდი სწორედ ამ ქალების დამსახურებაა. თქვენ გაქვთ კონფლიქტების გადაჭრის უნარი, ქალური და მშვიდი ხართ.

თუ არავინ მოგეწონათ

ურთიერთობებში აფასებთ გულწრფელობას, იყოს მწარე, ოღონდ სიმართლე. ნამდვილად არ მიეკუთვნებით იმ ქალთა რიცხვს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ მათთან, ვინც არ უყვართ. გინდათ, დამოუკიდებლად განვითარდეთ და პარტნიორიც თქვენთან ერთად პროგრესირდეს. გიყვართ საინტერესო მამაკაცები, რომლებიც მოდურად იცვამენ და ქალებთან თავაზიანობით გამოირჩევიან.

ხანდახან დაუფიქრებლად და უცნაურად იქცევით, თუმცა, საბოლოო ჯამში ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ ტრიალდება. ცოტათი უფრო კუდიანი ქალი ხართ, ვიდრე დანარჩენები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს