რა შეცდომებს უშვებენ ბრაზიანი მშობლები ბავშვის აღზრდისას

336

ბავშვი, უპირობოდ, უდიდესი ბედნიერებაა ოჯახისთვის. ვიღაც მემკვიდრეებს ცხოვრების აზრად მიიჩნევს, ზოგისთვის კი ეს მიუწვდომელი ოცნებაა. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ ის, რომ ბავშვის აღზრდას თავისებურებები ახლავს. ხანდახან, მოსიყვარულე მშობლებიც კი ძლიერად ვნებენ თავიანთ ქალიშვილებსა და ვაჟიშვილებს. ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს მშობლებისგან, ბავშვის აღზრდის პროცესში.

ბავშვის აღზრდის თავისებურებები

1. თქვენი გაცრუებული იმედების ბავშვზე გადატანა

უნდა შეეგუოთ იმას, რომ არამხოლოდ ბავშვის მშობლები გახდით, არამედ სამყაროს ახალი ადამიანი მოუვლინეთ. თითოეულ ადამიანს კი აქვს უფლება, გააკეთოს თავისი არჩევანი, პირად ცხოვრებაში თუ ოცნებების ახდენაში. ამიტომ, თუ მაგალითად დედა ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა, თუმცა ამას ვერ მიაღწია, ქალიშვილს არ უნდა აიძულოს ცეკვა, თუ მას თავად არ უნდა ამის კეთება.

2. ბავშვის ქცევა ცხოვრების აზრად

რა თქმა უნდა, მშობლის სიყვარული ბავშვისადმი დაუჯერებლად ძლიერი გრძნობაა. ამის გაგება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც უკვე გახდა მშობელი. თუმცა, ძალიან ხშირად, მშობლები თავით მთლიანად ეშვებიან ბავშვის ცხოვრებაში, ავიწყდებათ საკუთარი. პატარა ადამიანი რომ გაიზრდება და ტოვებს მშობლიურ სახლს, თავდადებული მშობელი თავს გაცარიელებულად და მარტოდ გრძნობს. ან, თავად ბავშვიც, ასეთი აღზრდის გამო, ვერ ახერხებს მარტო ცხოვრებას, რამდენადაც ვერ გრძნობს ჯანსაღ პასუხისმგებლობას და მიჯაჭვულია დედასა და მამაზე.

3. მსგავსების მოლოდინი ბავშვისგან

ბევრ მშობელს სურს, რომ მემკვიდრეებს მათი ცხოვრებისეული პრინციპები, პრიორიტეტები და გემოვნება გაჰყვეთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ თქვენს შვილს მისცეთ შესაძლებლობა, იყოს ის, ვინც არის. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გაითვალისწინოთ მისი პირადი აზრები და ინტერესები, მაშინაც კი, თუ ისინი თქვენსას არ ემთხვევა. რა თქმა უნდა, თეორიაში ნებისმიერი მშობელი სწორედ ასეთი უნდა იყოს. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ბავშვები, ხანდახან, იმდენად განსხვავდებიან ჩვენგან, რომ ამასთან შეგუება ძალიან რთულია. თუმცა, უნდა ეცადოთ, რადგან აბსოლუტური მიღება და უანგარო სიყვარული საუკეთესო რამაა, რისი მიცემაც მშობელს შვილისთვის შეუძლია.

რა თქმა უნდა, ეს არაა იმ შეცდომათა რთული ჩამონათვალი, რომელსაც მშობლები შვილის აღზრდისას უშვებენ, თუმცა, ჩვენ შევაგროვეთ ყველაზე ძირითადი და ხშირი ვარიანტები. იმასაც დავამატებთ, რომ ადამიანები ვართ და შეცდომები მოსულა. მთავარია, გააანალიზოთ თქვენი ქცევები, გამოიტანოთ დასკვნები და აღარ მოიქცეთ ისე, როგორც არ გინდოდათ მოქცევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს