როგორ აღმოვაჩინოთ პალმის ზეთი არაჟანში, ყველსა და რძის სხვა პროდუქტში

0
1226

ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც გაუგია, თუ რატომაა პალმის ზეთი მავნე და რომ მას, შეძლებისდაგვარად, უნდა მოვერიდოთ. შეგახსენებთ, რომ პალმის ზეთი მიიღება პალმის ნაყოფისა და ფოთლებისგან. იგი ძალიან იაფი გამოდის, ამიტომაც, ძალიან ხშირად უმატებენ მრავალი პროდუქტის შემადგენლობას, ფულის დაზოგვის მიზნით.

რატომაა პალმის ზეთი მავნე

ექიმები და დიეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ პალმის ზეთი ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან მავნე და საშიში ნივთიერებაა. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ იმის დაწერა, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ რზის პროდუქტები პალმის ზეთის შემცველობაზე.

ხაჭო და არაჟანი

რამდენადაც რძის ცხიმები 28-32 გრადუსზე დნება, პალმის ზეთი პირში ცხიმოვანი ფირის შეგრძნებას ქმნის. თუ ხაჭოს ოთახის ტემპერატურაზე დატოვებთ, იგი დაიფარება მოყვითალო ფერის ქერქით, თუმცა, არც გემო შეეცვლება და არც სუნი, ესე იგი, დიდი ალბათობით, პალმის ზეთითაა დამზადებულ. ნატურალური პროდუქტი კი ამჟავებას დაიწყებს.

ნაყინი

ამ პროდუქტში პალმის ზეთის შემცველობის განსაზღვრისთვის, იგი უბრალოდ თეფზე დატოვეთ. ნატურალური პროდუქტი დარბილდება და დადნება, თუმცა ფორმას შეინარჩუნებს. აი, მცენარეული ზეთით დამზადებული ნაყინი კი დიდხანს დნება, შემდეგ კი ნახევრადგამჭვირვალე სითხედ იქცევა.

მყარი ყველი

თუ მყარ ყველს საპნის გემო დაჰყვება, იგი, დიდი ალბათობით, არაა ნატურალური. თუ ქერქი ზედმეტად მოქნილია და ღეჭვისას რეზინისებრი ტექსტურა აქვს, მის შემადგენლობაში ნამდვილად იქნება პალმის ზეთი.

კარაქი

თუ ნამდვილი კარაქი პირში სითბოს გამო დნება, ყალბი პროდუქტი კბილებს ეკრობა. აგრეთვე, ენაზე ტოვებს უსიამოვნო ცხიმოვან ნადებს. ოთახის ტემპერატურაზე, ნატურალური კარაქი სწრაფად დადნება, მაშინ, როცა პალმის “კარაქი” არ იცვლის მდგომარეობას. თუ კარაქის ნაჭერს გახურებულ ტაფაზე დააგდებთ, ნატურალური პროდუქტი დადნება და გაჩნდება თეთრი ფანტელები. მცენარეული კარაქი კი წვისას ერთგვაროვან მასად იქცევა.

იმედია, ეს სტატია დაგეხმარებათ ნატურალური პროდუქტის ყალბისგან განსხვავებაში. ჯანმრთელობას გისურვებთ!