10 ხრიკი თმის კონდიციონერის განსხვავებულად გამოსაყენებლად

241

თმის მოვლის საშუალებების შერჩევა საპასუხისმგებლო საქმეა. ზოგი უპირატესობას ძვირადღირებულ შამპუნს ანიჭებს, ზოგს უფრო შინაურული ნახარშის და ნაყენის გამოყენება ურჩევნია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ თითქოსდა კარგი თმის კონდიციონერი იყიდეთ, მაგრამ საბოლოოდ საერთოდ არ მოგიხდათ. მისი გადაგდება არ ღირს!

დღეს „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ გამოიყენოთ თმის კონდიციონერი სულ სხვა დანიშნულებით. როგორც ამბობენ, ჭკვიანი დიასახლისის ხელში არაფერი იკარგება. თქვენ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით, თუ ეს კოსმეტიკური საშუალება რამდენად მრავალ ფუნქციურია.

ჩვენი სია ყველაზე პოპულარული საშემოდგომო ხრიკით დავიწყოთ. არ დაიჯერებთ, მაგრამ ჩვეულებრივი თმის კონდიციონერი ფეხსაცმლის კრემს მარტივად ჩაანაცვლებს. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ტყავის ფეხსაცმელი სუფთა და მშრალია.

შემდეგ რამდენიმე წვეთი კონდიციონერი ღრუბელს დააწვეთეთ და ფეხსაცმელს წაუსვით. ასე ბოტებს ან ფეხსაცმელს გააპრიალებთ, ასევე ლაქების, ჭუჭყისა და თოვლისგან დაიცავთ. კონდიციონერი ტყავს კარგად კვებავს, ამიტომ ფეხსაცმელი უფრო დიდხანს გემსახურებათ.

თმის კონდიციონერით შეგიძლიათ თეთრეულის კონდიციონერი ჩაანაცვლოთ. ის ქსოვილს არბილებს და ტანსაცმელს სასიამოვნო არომატს ანიჭებს. 1 ს/კ საშუალება 1–2 სვიტერზე საკმარისი იქნება. სხვათა შორის, მისი დახმარებით დავიწროებულ ტანსაცმელს ძველებურ ზომას დაუბრუნებთ.

ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ მაკიაჟის ფუნჯები კვირაში ერთხელ უნდა გაირეცხოს. ხშირად რეცხვის შემდეგ ბეწვი უხეში და მჩხვლეტავი ხდება. მის დარბილებას თმის კონდიციონერით შეძლებთ. რამდენიმე წვეთი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით, ეს საკმარისი იქნება!

ალბათ, შეგინიშნავთ, როგორი ნაზი და დამჯერი ხდება თმა კონდიციონერის გამოყენების შემდეგ, თითქოსდა ფირით იფარება. სწორედ ამ ეფექტის წყალობით თმის კონდიციონერი უნიტაზში მცირე ბლოკირებას გაუმკლავდება. უნიტაზში ჯერ ცოტა კონდიციონერი, შემდეგ ცხელი წყალი ჩაასხით.

სახლში ავეჯის გასაპრიალებელი საშუალება არ გაქვთ? მის ჩანაცვლებას ზედმეტი კონდიციონერით შეძლებთ. რამდენიმე წვეთი ჩვარს დააწვეთეთ და კარადა გაწმინდეთ. ხოლო სააბაზანოს და სამზარეულოს სანტექნიკას კოროზიისგან დაიცავთ.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, თმის კონდიციონერი თავისი სტრუქტურით და ეფექტით ზეთს ჰგავს. სწორედ ამიტომ, თუ ჩანთის ან ფეხსაცმლის ელვა გაგეჭედათ, უბრალოდ მას რამდენიმე წვეთი საშუალება წაუსვით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კარის ანჯამებზე, რომ კარმა არ იკრაჭუნოს.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ თითი გავიჭერით, მაგრამ პლასტირის დამაგრება არ გვსურს. ყველაფერი იმიტომ, რომ შემდეგ მისი მოშორება ისეთივე მტკივნეულია, როგორც კანის გაკაწვრა. ეს პრობლემა აღარაა! პლასტირის კუთხეებს თმის კონდიციონერი წაუსვით და რამდენიმე წუთში ის თავად მოგძვრებათ.

თქვენს სასტუმრო ოთახს სიჯანსაღეს არა მხოლოდ არომატული სანთლები და დიფუზორები მატებენ. ამ ამოცანას მარტივად გაუმკლავდება თმის კონდიციონერის და წყლის ნარევი, რომელიც ფარდებს და ქსოვილებს უნდა შეაფრქვიოთ. ლაქა არ დარჩება, სუნს კი კიდევ დიდხანს იგრძნობთ.

პირადად, მე თმის კონდიციონერის ყოველდღიურ საქმეებში გამოყენება ახლახანს დავიწყე. ყოველთვის საქორწილო ბეჭედი მიკეთია. მხოლოდ მაშინ ვიხსნი, როცა ბოსტანში გადავდივარ. როგორც ხვდებით, ამ აქსესუართან დაშორება არა მხოლოდ მორალურად, არამედ ფიზიკურად მიჭირს.

აქ, თმის კონდიციონერი დამეხმარა. საკმარისია რამდენიმე წვეთი ბეჭედს წაუსვათ და ის თითიდან თავად მოგძვრებათ. თქვენ იყენებთ კოსმეტიკურ საშუალებებს სულ სხვა დანიშნულებით? გაგვიზიარეთ გამოცდილება და ყველაზე ეფექტური ხრიკები!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს