რას ხედავთ: კურდღელს თუ იხვს? ვიზუალური ტესტი პირდაპირ XIX საუკუნიდან

0
6286

ფსიქოლოგებს ძალიან უყვართ სურათების გამოყენება, როცა ადამიანზე რაღაცის გაგება სურთ. დღევანდელი ტესტი უფრო ღრმადაა მიჩნეული. ეს ტესტი პირველად ჯერ კიდევ 1892 წელს გერმანულ ჟურნალში გამოჩნდა. 7 წლის შემდეგ ჯოზეფ ჯესტროუს მუშაობის შემდეგ ზეპოპულარული გახდა. ფსიქოლოგი ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ადამიანი მხოლოდ თვალებით არ ხედავს.

ქვემოთ მოცემულ სურათს დააკვირდით და გვითხარით, რა დაინახეთ პირველად: იხვი თუ კურდღელი?

ადამიანების უმეტესობა პირველად სწორედ იხვს ხედავს. მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, შეუძლია თუ არა ადამიანს მეორე პასუხზე სწრაფად გადართვა. თუ ორივე ცხოველს ადვილად არჩევთ, ითვლება, რომ შემოქმედებითი ადამიანი ხართ.

უკვე ჩვენს დროში სურათით დაინტერესდა სხვა ფსიქოლოგი, რიჩარდ უაიზმენი. მან შეძლო დამტკიცება, რომ ადამიანებს, რომლებსაც იხვიდან კურდღელზე სწრაფად გადართვა შეუძლიათ, დიდი შემოქმედებითი პოტენციალი აქვთ.

ერთიდან მეორე გამოსახულებაზე სწრაფად გადართვა გასაღებია, თუ რამდენად კრეატიული პიროვნებები ვართ. ფსიქოლოგი ირწმუნება, რომ გადართვის მომენტში ტვინში იხსნება ზონა, რომელიც შემოქმედებაზეა პასუხისმგებელი.

ექსპერიმენტის შემდეგი ეტაპი იყო კითხვა. მაგალითად, საცდელ სუბიექტებს რომელიმე ობიექტის რაც შეიძლება ბევრი გამოყენების დასახელებას სთხოვდნენ. მაგალითად, მაგიდის ან სკამის. სტატისტიკის თანახმად, ის, ვინც კურდღელსა და იხვს შორის გადართვას სწრაფად ახერხებდა, საშუალოდ უფრო მეტ სხვადასხვა ვარიანტს ასახელებდა.

სხვათა შორის, ჯესტროუმ შეამჩნია, რომ შემჩნეული პირველი ცხოველი ადამიანის ემოციურ მდგომარეობას განსაზღვრავს, ზოგჯერ წლის დროსაც. გაზაფხულზე ადამიანების უმეტესობა კურდღელს, ხოლო შემოდგომაზე იხვს ხედავს.

საბოლოოდ, ეს ვიზუალური აღქმის ტესტი ამტკიცებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ თვალებით, არამედ ტვინით ვხედავთ. სწორედ ამიტომ, გარემო სამყაროს მხოლოდ საკუთარი გამოცდილების პრიზმიდან ვხედავთ.