რით გაახარებს შემოდგომის პირველი თვე შრომისმოყვარე ზოდიაქოს ნიშნებს

3013

ანჯელა პერლის 2020 წლის სექტემბრის პროგნოზი მოტივაციას მოგცემთ, რომ დასახული მიზნების მისაღწევად აქტიურად იმოქმედოთ, მაგრამ დასვენების დროც გამონახოთ.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ უნდა იმოქმედოთ შემოდგომის პირველ თვეს, რომ ბედნიერებს ჩიტი კუდით დაიჭიროთ. ყველაფერი სიყვარულის, ჯანმრთელობის და კარიერის შესახებ!

2020 წლის სექტემბრის პროგნოზი

ვერძი

2020 წლის სექტემბერში თქვენ გელოდებათ გამარჯვება, თუმცა მის მიღწევას ადვილად ვერ შეძლებთ. არავის იმედი არ გქონდეთ, ყველაფერს თავად გაუმკლავდებით. ყველაფერი ისე იქნება, როგორც გსურთ! ამისთვის დრო, ძალა და ენერგია საკმარისად გექნებათ!

წარსულის კარი დაიხურება. ფინანსების კუთხით ყველაფერი საუკეთესოდ იქნება. ფულის გარდა გელოდებათ მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო და ძვირფასი საჩუქარი. კარგი ჯანმრთელობა გექნებათ.

კურო

კუროსთვის შემოდგომაზე პროფესიულ სფეროში ვარსკვლავური საათი ჩამოკრავს. კარგი დროა თვითგანვითარებისა და პიროვნული ზრდისთვის. ბევრი ახალი იდეა გაგიჩნდებათ, თუ როგორ გააუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.

კარგი იქნება ახალი პროექტების დაწყება, განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარში. ახლობლები სასიამოვნოდ გაგახარებენ, მათით იამაყებთ!

ტყუპები

სექტემბერში ტყუპებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. საკუთარ ინტუიციას მოუსმინეთ, ის არასდროს გიმტყუნებთ.

სექტემბრის შუა რიცხვებში დასაფიქრებლად საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. დიდი ალბათობით, სამსახურის შეცვლა მოგიწევთ, რადგან მუდმივად უფრო ხელსაყრელ სამუშაო პირობებს გთავაზობენ. მიღებულ წინადადებებზე კარგად დაფიქრდით, ჯერ ყველაფერი აწონდაწონეთ და გადაწყვეტილება მხოლოდ შემდეგ მიიღეთ.

კირჩხიბი

ამ თვეში უფრო მეტ მოგებას მიიღებთ, ვიდრე ელოდით. სახლში კომფორტის შექმნას შეძლებთ. მყუდროება სიხარულს და კარგ განწყობას მოგიტანთ თქვენ და თქვენს ახლობლებს. შესაძლოა, მშობლებს სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთოთ.

შუა თვეში საქმეში სწრაფად წინ წავა. საქმიანი მოგზაურობა ხელსაყრელი იქნება.

ლომი

ახალი წამოწყება წარმატებით დასრულდება, თუმცა სჯობს 9 სექტემბრამდე დაიწყოთ. თვე ფინანსური კუთხით წარმატებული იქნება. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ.

თვის ბოლო პროფესიულ სფეროში გაჯერებული იქნება. თქვენ მნიშვნელოვან საქმეს განდობენ, რომელიც ყველა სხვა საქმეს დაჩრდილავს. დარწმუნებული იყავით, რომ ეს კარგი შანსია საკუთარი თავის გამოსავლენად.

ქალწული

„თქვენს თავს დღესასწაული მოუწყვეთ. გახსოვდეთ, რომ დაბადების დღე მთელი წელი ენერგიით აგავსებთ“ – ურჩევს სექტემბრის ქალწულებს ანჯელა პერლი.

სწავლის დაწყება კარგი იქნება. შესაძლოა, სპორტით დაკავება გადაწყვიტოთ. ახალი გატაცება კარგ განწყობას და ძლიერ ჯანმრთელობას მოგიტანთ.

სასწორი

სექტემბერში მთელ ყურადღებას პირად ცხოვრებაზე გადაიტანთ. ოჯახში ან შეყვარებულთან კონფლიქტი თავიდან რომ აიცილოთ, მოთმინება და სიფრთხილე მაქსიმალურად გამოიჩინეთ. სექტემბრის პირველ ნახევარი წინ წამოწეული მიმზიდველობა, მოქნილობა და დიპლომატიურობა სხვებთან კარგი ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ.

ასევე სექტემბერში მოსალოდნელია კარგი ფინასური შემოსავალი. თქვენ მიხვდებით, თუ როგორ განვითარდეთ სამსახურის და კარიერის კუთხით.

მორიელი

სექტემბერი დიდი ცვლილებების თვე იქნება. მოიშორებთ ყველაფერს, რაც წინსვლაში ხელს გიშლიდათ.

დაასრულებთ საქმეს, რომელიც დიდხანს გადადებული გქონდათ. თქვენს ცხოვრებაში ახალი ნათელი პერიოდი დაიწყება. ოღონდ არ შეგეშინდეთ და არ იზარმაცოთ.

მშვილდოსანი

სექტემბერში თითქმის ყველაფერს თქვენ გააკონტროლებთ. გადაწყვეტილება ემოციების გარეშე მიიღეთ, საღ გონებას დაეყრდენით. არაფრის შეგეშინდეთ, მყარად იდექით.

პირად ცხოვრებაში სასიხარულო მოვლენა მოხდება. ასევე კარგი, სტაბილური შემოსავლის მიღებას შეძლებთ. თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეებში შეუპოვრობა გამოიჩინეთ.

თხის რქა

ფულის დახარჯვის არ შეგეშინდეთ. შემოსავლები საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ. ფინანსების კუთხით მდგომარეობა სტაბილურად იქნება.

დაძაბულობა მოსალოდნელია მათთან, ვინც დიდი ხანია ურთიერთობაში იმყოფება. შეიძლება ზღვარს მიაღწიოთ, რის შემდეგ გზის გაგნება და ურთიერთობის განახლება გაგიჭირდებათ. ალბათ, ეს გარდამტეხი მომენტი ქორწილით ან განქორწინებით დასრულდება.

მერწყული

მოსალოდნელია ბევრი მოგზაურობა, აქტიური ზრდა–განვითარება. ხელსაყრელი დროა სხვა კულტურის შესაცნობად, სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად და სწავლის დასაწყებად.

მარტოხელა მერწყული დიდ ინტერესს იგრძნობს იმ ადამიანის მხრიდან, რომელმაც სასიყვარულო კავშირი ახლახანს დაასრულა. სანამ რომანს დაიწყებთ, აუცილებლად დაფიქრდით, ხომ არ გიყენებთ „ტკივილის შესამსუბუქებლად“? მოკლედ, ძალიან ფრთხილად იყავით.

თევზები

შემოდგომა თევზებისთვის გარღვევა გახდება. შემოდგომის პირველ თვეს ნიჭიერი თევზები საქმეს ენთუზიაზმით დაიწყებენ და დიდი მიზნების მიღწევას შეუდგებიან. შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს სურვილთან დაუმტკიცოთ საკუთარ თავს და სხვებს, თუ სინამდვილეში რა შეგიძლიათ.

ძირითადად, კარგი განწყობა გექნებათ. ყველაფერი იმიტომ, რომ ოცნებები ნელ–ნელა განხორციელებას დაიწყებს და ამან შეუძლებელია არ გაგახაროთ. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად იქნება.

ანჯელა პერლის პოზიტიური პროგნოზები სრულდება და ბევრ ადამიანს ეხმარება. ვიმედოვნებ, თქვენც დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს