კიტრის მწნილი პლასტმასის ბოთლებში, ზამთრისთვის

0
1344

ზაფხულის მოსვლასთან ერთად, თითქმის ყველა დიასახლისი ცდილობს ზამთრისთვის კონსერვების მომზადებას და კიტრის მწნილიც არაა გამონაკლისი.

წარმოგიდგენთ კიტრის დამარილების უმარტივეს მეთოდს პლასტმასის ბოთლებში. ამისთვის დიდი დრო და ძალისხმევა ნამდვილად არ დაგჭირდებათ, თუმცა შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.

ინგრედიენტები

  • 2.5-3 კგ მცირე ზომის კიტრი
  • 1-2 ც ბულგარული წიწაკა
  • 1 ფოთოლი პირშუშხა
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 1 ღერო კამა
  • 1 მოცხრის ფოთოლი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 5-6 მარცვალი შავი პილპილი
  • 40 გ მარილი
  • 1 ლ სასმელი წყალი

მომზადება

1. კიტრს დაასხით ცივი, გამდინარე წყალი 10-15 წუთით, კარგად გარეცხეთ. უკანა ნაწილი(ყუნწის მხარე) არ მოჭრათ.

2. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, ამოჭერით შიგთავსი და დაჭრით 4 ნაწილად.

3. კამა და პირშუშხაც გარეცხეთ, დაჭერით დიდ ნაჭრებად.

4. ნიორი გათალეთ და გაავლეთ წყლით.

5. მომზადებულ ხუთლიტრიან ბოთლებში მოათავსეთ წიწაკა, პირშუშხა, კამა, ნიორი და მოცხრის ფოთოლი. ამის შემდეგ, დაიწყეთ კიტრების ჩალაგება.

6. მას შემდეგ, რაც ბოთლები გაივსება, დაუმატეთ პილპილის მარცვლები და 1 დაფნის ფოთოლი.

7. ახლა მარინადის მომზადების დროა: ნებისმიერ ჭურჭელში ჩაასხით წყალი და დაუმატეთ მარილი (40 გ 1 ლ-ზე) და კარგად მოურიეთ ინგრედიენტების ერთგვაროვნებამდე. დაასხით კიტრს გაგრილებული მარინადი და მჭიდროდ დააცეთ თავსახური.

შეინახეთ მწნილი ბნელ, გრილ ადგილას, მოსამზადებლად მას 3 კვირა სჭირდება.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი