განვლილი დღისთვის უფალს მადლობას ყოველ ღამე, ძილის წინ ვუხდი. ჩვენი მიზანი უბრალოდ გაღვიძებაა. ძილისწინა ლოცვა ჩვენ და ჩვენს ახლობლებს დაგვიცავს ბოროტებისგან, ამ ლოცვით შეიძლება რამის თხოვნა და მომავლის იმედის გაძლიერება.
დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ლოცვას, რომლითაც უფალს მორიგი განვლილი დღისთვის გადაუხდით მადლობას. კარგი იქნება, თუ დაიზეპირებთ!
ძილისწინა ლოცვა
სახიერო უფალო, შეუნდევ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთა. კეთილისმყოფელთა ჩვენთა კეთილი უყავ, ძმათა ჩვენთა და თვისთაცა მომადლე საცხოვრებელი თხოვაი მათი და ცხოვრება საუკუნო. რომელნი სნეულ არიან, დაიცევ და კურნება მიმადლე, რომელნი ზღვასა შინა იჭირვიან, შეეწიე. მოგზაურთა თანა-მავალ ექმენ.
განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი ბრძოლასა შინა. რომელნი გვიღვწიან ჩვენ და გვწყალობენ, მიმადლე მათ შენდობა შეცოდებათა. რომელნიცა ლოცვასა შემოვედრებულ არიან ჩვენ უღირსთასა, შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. მოიხსენე, უფალო, პირველ გარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა. მოიხსენე, უფალო, ძმანი ჩვენნი, რომელნი ტყვეობასა შინა არიან და იხსენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა.
მოიხსენენ, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და კეთილის მოქმედნი წმიდათა ეკლესიათა შენთანი და მიეც მათ საცხოვნებელი თხოვაი მათი, და ცხორება საუკუნო. მომიხსენენ, უფალო, ჩვენცა მდაბალნი და ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი და განანათლე გონებანი ჩვენნი ნათლითა მეცნიერებისათა, სვლად გზასა მცნებათა შენთასა, მეოხებითა ყოველადუხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიციის თანახმად, ღმერთს მადლობა უნდა გადაუხადოთ ყოველი დღისთვის, დილა-საღამოს, გაღვიძებისას და ძილის წინ. ძილისწინა ლოცვა გეხმარებათ უფლის სიყვარულის შეგრძნებაში და თავიდან აგაცილებთ კოშმარებსა და ღამის უბედურებებს.