როგორ მოვაშოროთ ნაკეცები ფეხსაცმელს

0
2137

ტყავის ძვირადღირებული ფეხააცმლის შეძენის შემდეგ, არაერთხელ წააწყდებით პრობლემას, როცა იდეალურად სწორ ზედაპირზე ნაკეცები ჩნდება. ფრთხილი მოვლის შემთხვევაშიც კი, ფეხსაცმელზე ძალიან სწრაფად ჩნდება ნაოჭები. სამწუხაროდ, ამას თავიდან ვერ აიცილებთ, სამაგიეროდ, გამოსწორება შეგიძლიათ.

მე და ჩემი ქმარი აქტიურად ვართ დაკავებული სპორტით და უპირატესობასაც სპორტულ ტანსაცმელს ვანიჭებთ. შესაბამისად, ფეხსაცმელსაც შესაფერისს ვირჩევთ. იმისათვის, რომ კედები და ბოტასები ყოველთვის ახალივით იყოს, პერიოდულად ამ პროცედურას ვატარებ. ზუსტად ვიცი, როგორ მოვაშორო ნაკეცები ფეხსაცმელს. დაინტერესდით? მაშინ გაიმეორეთ ჩემთან ერთად.

როგორ მოვაშოროთ ნაკეცები ფეხსაცმელს

შეგიძლიათ, საყვარელი წყვილი ისევ ყუთში დააბრუნოთ და გააჩუქოთ ან ნაგვის ურნასთან დატოვოთ. თუმცა, მე გირჩევთ, აღადგინოთ მისი პირვანდელი იერი მარტივი და ეფექტური მეთოდით.

ყველაზე ხშირად, ნაკეცები სქელი ტყავის ნაკეთობებზე ჩნდება. ტერფის აღნაგობა და მოქსნილი ძირი აუარესებს მდგომარეობას, ნაკეცების უმეტესობა კი ცერებზე ჩნდება. ფეხსაცმელი რბილდება, მისი სილამაზე კი ილახება.

ამისთვის დაგჭირდებათ:

  • უთო ორთქლის რეჟიმით
  • მუყაოს და ჩვეულებრივი ქაღალდი
  • პატარა პირსახოცები
  • საუთოებელი დაფა
  • ქვესაგები ქსოვილი (პირსახოციც გამოდგება)
  • წყალი

1. დაახვიეთ ქაღალდი და მუყაო მჭიდრო ბურთულად, რომელმაც ტერფის ფორმა უნდა გაიმეოროს. იდეალური იქნება მუყაოს ბურთულები ფორმის შესანარჩუნებლად, რომლებსაც მაღაზიებში, შეძენის დროს ნაგავში ისვრით.

2. მიღებული ბურთულები მოათავსეთ ფეხსაცმელი იმ ადგილის ქვეშ, სადაც ყველაზე მეტი ნაკეცია.

3. თუ ფეხსაცმელი მაღალია, მთლიანად ამოავსეთ ბურთულებითა და დახვეული ქაღალდებით.

4. პროცედურის დროს, მოხსენით თასმები ფეხსაცმელს.

5. ფეხსაცმლის ქვეშ დააფინეთ პირსახოცი ან სხვა მკვრივი ქსოვილი.

6. დააფარეთ თითოეულ ფეხსაცმელს თითო პატარა პირსახოცი.

7. ჩაასხით უთოში წყალი და, ორთქლის გამოყენებით დააუთოეთ ის ადგილები, სადაც ნაკეცებია.

8. აცადეთ ფეხსაცმელს გაგრილება ისე, რომ პირსახოცი არ მოაშოროთ.

1 საათის შემდეგ, თქვენი საყვარელი ფეხსაცმელი გაცილებით უკეთ გამოიყურება. ნაკეცები უკვალოდ გაქრება, ფეხსაცმელი კი მზად იქნება ახალი თავგადასავლებისთვის.

როგორც ხედავთ, პროცედურას დიდი დრო და ძალისხმევა არ სჭირდება. ეს მცირე ხრიკი ფეხსაცმელს პირვანდელ იერს დაუბრუნებს. სცადეთ თავადაც და შედეგები კომენტარებში გაგვიზიარეთ.