შემთხვევები, როცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სასაცილოდ გამოიყურება და კითხვებს აჩენს

532

გოგოებმა, რომლებიც მოდის ტენდენციებს ყურადღებას აქცევენ, იციან, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ნელ–ნელა, მაგრამ დანამდვილებით აქტუალობას კარგავს. ახლა ყველაზე უფრო თანამედროვე და მრავალმხრივი ვარიანტია – კეტები ან ბოტასები. ისინი როგორც სპორტულ, ასევე კლასიკურ ტანსაცმელს შესანიშნავად უხდება. ამას კი ქუსლიან ფეხსაცმელზე ვერ იტყვით. სწორედ ამიტომ, „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რასთან არ ღირს ქუსლიანი ფეხსაცმლის კომბინაცია.

ფეხსაცმელი მაღალ ქუსლზე

ერთი შეხედვით მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი დახვეწილი და ქალურია, თუმცა მისი ტარება ყოველთვის გონივრული არაა.

1. რომანტიკა

როცა საშუალო სიგრძის კაბას იცვამთ, სჯობს ქუსლებზე უარი თქვათ. ქუსლიანი ფეხსაცმელი ასეთ რომანტიკულ ნივთთან კომბინაციაში ხალხის აღფრთოვანებას ვერ გამოიწვევს, პირიქით, სტილს ზედმეტად ატკბობს.

2. ღამის პეპელა

მოკლე ქვედაბოლოს ან მინი კაბის ქუსლებთან კომბინაციას ცოტა თუ ბედავს, მაგრამ ზოგიერთი ასეთ უხეშ შეცდომას უშვებს. საქმე იმაშია, რომ ასეთი კომბინაცია ვულგარულად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ლამაზი ფეხის მფლობელებს მათ სილამაზეზე ხაზგასმა სურთ, მაგრამ „ღამის პეპლის“ იმიჯი საუკეთესოდ ნამდვილად არ წარმოგაჩენთ.

3. ჩლიქი

ქუსლიანი ფეხსაცმელი მაღალ პლატფორმაზე „ჩლიქის“ ფორმით უკვე დიდი ხანია მოდიდან გადავიდა. სჯობს უპირატესობა მიანიჭოთ დახვეწილ „ნავებს“ ან ფეხსაცმელებს კვადრატული ქუსლით.

4. გლამური

ზედმეტი გულახდილობა ტანსაცმელში გასული საუკუნეა. იგივე ეხება თვალშისაცემს გლამურს. სჯობს უფრო პრაქტიკული, ლაკონური ტანსაცმელი შეარჩიოთ.

5. სპორტი

ზოგიერთი მოდის მიმდევარი ახერხებს, რომ სპორტული შარვალი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ერთმანეთს შეუხამოს. სიმართლე ისაა, რომ გარდერობის ამ ნივთების ჰარმონიულად შეთავსებას ცოტა თუ ახერხებს. სჯობს არ გარისკოთ და ერთ სტილზე შეჩერდეთ.

ექსპერტების რჩევები გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის მოდურად, თანამედროვედ და, რაც მთავარია, ნებისმიერ სიტუაციაში შესაფერისად გამოიყურებოდეთ. ეს სია პრაქტიკაში გამოიყენეთ, რომ მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა მხოლოდ დაგამშვენოთ. ტანსაცმლის დანიშნულება სწორედ ესაა. ახლა მოდური ბუტიკები მრავალფეროვან ვარიანტებს გვთავაზობს, ამიტომ მოახერხებთ ისეთი მოდელის შერჩევას, რომელიც თქვენ შეუდარებელს გაგხდით. წარმატებებს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს